შეცვლიდი სამყაროს თუ?

რატომ მიყვარს ისეთი საქმეების წამოწყება, რითაც მგონია, რომ სამყაროს ცოტათი მაინც შევცვლი?
იჯექი რა შენს ადგილზე…
სულ, სულ, სულ რაღაცის შეცვლას ვცდილობ…
არაფერს არასდროს ვეგუები…
ეტყობა არსებული გარემო ძალიან მზღუდავს და მინდა ყველაფერი სხვანაირად იყოს…

აი, თუნდაც ამ პოსტში რაც დავწერე, ქორწილების ბიზნესის დაწყება გვინდოდა მე და ჩემს დაქალებს. სხვა იდეებიც გვქონდა, უფრო ბანალურები, მაგრამ მე ამაზე ჩავიციკლე (და კიდევ ერთზე, რომელსაც ბევრი ფული რომ გვექნება, მაშინ განვახორციელებთ).

არადა, საქართველოში ასეთი ბიზნესის წარმატება მთელი რიგი აზროვნები, მენტალიტეტის და წეს ჩვეულებების შეცვლას გულისხმობს.

მე კიდევ არ მინდა გავხსნა რესტორანი (სიტყვაზე) და ვუყურო ქართველი ღიპიანი ბიძების გრიალს, ანუ იმას რაც მეზიზღება, თუნდაც ამაში ბევრი ფული გადამიხადონ. მირჩევნია ნაკლები ფული მქონდეს და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც სიამოვნებასაც მომანიჭებს და ცოტათი მაინც შეცვლის გარემოს. ისეთად გარდაქმნის, როგორშიც მე ვისურვებდი ყოფნას.

აი, ასეთი ვარ რა… :(

და თქვენ როგორ ფიქრობთ?
რას აირჩევდით? საქმეს, რომელიც შეცვლიდა სამყაროს თუ ბანალურ ერთფეროვნებას?

P.S. აჰათ, სიმღერა განწობის შესაბამისად :)

7 Comments

  1. ra tqma unda avirchevdi saqmes romelic samyaros tu ara, ragac nacils mainc shecvlida. magram es arc tu ise advilia. sheizleba ragaca gadagebo, feri sheucvalo magram xalxis azrovnebis shecvlas schirdeba saukuneebi albat

  2. მე არ მგონია რომ საუკუნეები სჭირდება…
    რავიცი აბა ჩემს თვალწინ იცვლება სამყარო და უფრო და უფრო ჩემთვის მიმზიდველი ხდება და მეც რომ შევიტანო წვლილი ურიგო არ იქნებოდა…

  3. სულხან კონკრეტულად ღიპებს კი არ ვერჩი, არამედ უფრო გრიალს :D

  4. მე ორივეს ავირჩევდი! და პრინციპში კაი ხანია ავირჩიე და ასე ვარ! ვოტ ტაკ;)

  5. აუცილებლად დავწერ ჩემს ბლოგზე პასუხს. დღეს ’ვტიროდი’ დღეს ფიქრებში მაგაზე :) მაგრამ … ჩემი იდეის დადების არ მეშინია. 100% დარწმუნებული ვარ არავინ მომპარავს :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.