ვის უფრო გრძელი აქვს?

დღეს თინი მესტუმრა სამსახურში.

ავხედ-დავხედე და გადავწყვიტე გამერკვია, ჩვენ ორს შორის ვის უფრო გრძელი აქვს!

ეს ისეთი საკითხია, ყველა დაქალს შორის აუცილებლად გარკვეული რომ უნდა იყოს და თანაც ამ საქმის მოცდა და გადადება არაფრით არ შეიძლება!!!

ამის თქმა იყო და თინიმ დაიწყო პრანჭვა-გრეხა…

ისაო, ესაო, ბიჭები არიან მაინც ოფისშიო, მრცხვენიაო, მარტო რომ ვიქნებით მერე იყოსო, არ შემარცხვინო ახლაო, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მორჩილად გამომიშვირა.

თავიდან ვცდილობდით ზედმეტი ზომვა-წონვის გარეშე ჩაეარა ოპერაციას და უბრალოდ ერთმანეთისთვის დაგვეტოლებინა, მაგრამ ოფისში მოსიარულე მამრების ყურადღება იმდენად მივიპყარით რომ იძულებული გავხდით უფრო ცივილური ხერხებისთვის მიგვემართა.

ამიტომ, ამოვიღე უჯრიდან ჩემი 30 სანტიმეტრიანი ვარდისფერი სახაზავი და თინის ვუთხარი ჰაერში აღემართა და ჩემსკენ მოეშვირა მუნ იგი გასაზომელი…

სრული 10 სანტიმეტრი დაუფიქსირდა…

“ეგრე არ უნდა” – მეთქი, აღმომხდა აღშფოთების ყიჟინა!

სად იყო და სად არა დავაძრე ჩემიც, გავზომე და…

მთელი 1 სანტიმეტრით გავაუმჯობესე თინის შედეგი!

ასე რომ ხალხნო და ჯამაათნო!

თუ ოდესმე ვინმე შეგეკითხებათ,

ან თავად დაინტერესდებით,

ან თუ ეს თემა “ვის უნდა 20000?

ან “რა? სად? როდის?

ან “ყველაზე ჭკვიანი“-ს რომელიმე შეკითხვაში ამოტივტივდება,

იცოდეთ, დაიმახსოვრეთ და თაობებს გადაეცით,

რომ tiny-ს და sweety-ს შორის უფრო გრძელი აქვს…

Sweety-ს!

ქუსლები

32 Comments

  1. :|
    მოიცა ჩამომივიდეს ის ფეხსაცმელი რომ გამოვიწერე, განახებ მე შენ ვისი აჯობებს :D

    ისე კიდე ინტრიგანი ხარ ვიღაცა ხარ :O

    1. შენ რომ ჩამოგივა, მე კი აღარ ჩამომივა? ^_^

      და ჯერ იმას აჯობე ბოლოს რომ გამოვიწერე, შენი ხელით რომ ამომირჩიე ^_^

      13cm

      ის ტოტი არ უნდა მოჭრა რაზეც ზიხარ :D :lol:

  2. ფაცებუკზე ვიფიქრე, მარის თინიზე უფრო გრძელი ენა აქვსო :P

    ახლა მივხვდი რომ ქუსლებზეა ლაპარაკი… ;;)

    მომიტევეთ მე უვიცს… :მო:

  3. მე ფრჩხილები მეგონა, მაგრამ 10 სმ მეტისმეტია-მეთქი, სურათმა გამარკვია ყველაფერში… :D

  4. ლოლ დაჟე ჩემმა იზვრაშენცულმა ფანტაზიამაც კი ეგრევე მოწვა რომ ქუსლებზე იყო საუბარი და არა რაიმე სხვაზე :))
    ა თუ ეგ ფანტაზიის კი არადა ქალურობის ბაზარია?? :|

  5. ეგრევე მივხვდი რო ვითომ ვირაცეებს გააშაყირებდი და ვაიმე გბოლოსი ქუსლები გაზომეს,გოიმებო რა ცოდვებ ხართ რებზე ფიქრობთ

    1. ჩვენ გოიმები! ჩვენ საწყლები! რა გვეშველება! რითი ვერთობით!

      სტარაია პესნია… :|

  6. შემდეგზე მეც დაგეტოლებით
    ჩემი წითელი საზაფხულოებით :)

  7. ვერ გავიგე, ქუსლები გაზომეთ თუ თმები? რაღაც ავხორცული ფიქრებმაც გამიელვა თავში, მარა :)))))))

  8. მაინც რა.. კაცური ინტუიცია სულ სხვაა.. ხო ვიცოდი რო ქუსლების ომზე იყო საუბარი :)))

  9. ტაკს… მადლობა თქვით, ერთმაც და მეორემაც, რომ მე არ/ვერ ვიღებდი მონაწილეობას მაგ ”დაზომებაში”.

  10. ჰამ ჰამ და კიდევ ერტი ჰამ… ეგრევე მივხვდიი…. :):):):):):):) :gaxarebulismile:

    mar da shen facebookze rogor gipovo????

  11. :D ხოო ეგ სიეთის საკითხია რომა რ იცოდეთ ხო არ შეიძლება :D:D მარააა :D რა მაინც და მაინც ქუსლებს მიადექით? :D :P

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.