We need PayPal in Georgia

მეგობრებო, მოკლედ როგორც იქნა გვეღირსა და სამთავრობო დონეზე დაიწყეს ჩალიჩი ფეიფალზე!

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ამ საკითხით და აგროვებს “ხელმოწერებს” facebook-ის გვერდის საშუალებით. მათ სჭირდებათ 30,000 “ხელმოწერა” (ანუ Like) იმისთვის რომ საქმეს ძვრა ჰქონდეს.

თუ გსურთ საქართველოში ფეიფალის დანერგვა, შეუერთდით ამ გვერდს და გაავრცელეთ ის მეგობრებში.

ამ ლაიკის ჩასმა შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე/ვებ-გვერდზე შემდეგი კოდების საშუალებით:

გარდა ამისა, თუ ხართ აქტიური ინტერნეტ–მომხმარებელი, პოსტავთ სხვადასხვა ფორუმებზე, გაქვთ საკუთარი ვებ–გვერდი/ბლოგი და ერთგვარი ზეგავლენა ინტერნეტ აუდიტორიაზე, შემოუერთდით ამ ჯგუფს სადაც კონკრეტულად განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ PayPal-ის შემოსვლის პროცესი.

მხოლოდ ერთად თუ მივაღწევთ ამ დიდ მიზანს!

17 Comments

  1. ჩავსვი მე ჩემ ბლოგზე,ჩასვით ხალხო თქვენც ვისაც სად შეგიძლიათ და გააგებინეთ ხალხს,ეგება გვეშველოს რამე

  2. აუუუ არ დამცინოოთ მაგრამ ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს ან რააარის ეს? :D

  3. შოკა აშკარად შორს ხარ ინტერნეტ გადახდებისაგან აშკარად მაგრამ არა უშავს :)

  4. Paypal მართლა ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით მათთვის ვინც ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. მოკლედ PAYPAL გვინდაა.

    ამ წლის ბოლოს შემოდის მაგრამ როგორ შემოვა მთავარი ეგ არის, თუ ცალმხრივად შემოვიდა აზრი არ ექნება…

  5. პირადად მე ხშირად გამოვიყენებ თუ გვეღირსა ფეიფალი საქართველოში

  6. მე ,,ძალიან” არ მინდა მაგრამ მინდა და იმედია მართლა იზამენ ამბობენ შემოდგომიდან იქნებაო

Leave a Reply to 1001giochi Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.