We Create The World!

რა კარგი ამინდია! ბარი უაითი ჩავრთე და მივხვდი რომ დღეს ცხოვრება მიხარია!

აჰა თქვენც ჩაართეთ:

და არც სახლის დალაგება დაგეზარებათ, არც სადილის მომზადება, არც ახალი დიზაინის დახატვა, არც ბლოგზე წერა, არც ნებისმიერი რუტინული სამუშაოს კეთება!

ახალი საჭმლის რეცეპტი სცადე და უგემურია? არა უშავს – მუსიკას აუწიე!

პოსტი დაწერე და უინტერესოა? არა უშავს – მუსიკას აუწიე!

ფილმს უყურე და არ მოგეწონა? მეგობარმა საჩუქარი გიყიდა, რომლის მსგავსიც დიდი ხანია უჯრაში გიდევს? თმა შეიღებე და არ გიხდება? არა უშავს – აუწიე! აუწიე! აუწიე!

ფანჯრიდან გადაიხედე და დააკვირდი როგორ მოძრაობს ხალხი ქუჩაში, როგორ საქმიანობენ, ყველა რაღაცაზე ჩაფიქრებულა და ჩაფლულია თავის ცხოვრებაში. თავი იგრძენი სამყაროს შემოქმედად და აუწიე მუსიკას!

ახედე მზეს და იგრძნობ როგორ შემოდის გულში! როგორ დაფრინავენ ცაში ჩიტები. მათაც სამყაროს შემოქმედებად მიაჩნიათ თავი. იფრინე გონებაში და წარმოიდგინე, რომ ზემოდან უცქერ დედამიწას! არაფერი გადარდებს ამ ქვეყნად.

ყველაფრის ცენტრი ხარ და ყველაფერი გამოგდის! გაიღიმე :)

და მერე დაინახავ რომ შენგანაც მზე ასხივებს და ეს ზაფხულის ბოლომდე გაგყვება!

მერე ერთად ვიაროთ მზიანებმა და სხვებიც გავათბოთ!

და შემოდგომისთვის, როცა აცივდება… რამე სხვას მოვიფიქრებ…

:love:

12 Comments

  1. მიხარია, რომ კარგად ხარ. მიხარია, რომ მზე გაქვს გულში და სამყაროს შვილი ხარ. მიხარია, რომ ხარ ამ ქვეყანაზე!

  2. am saitidan koveldge sex and the city-s seriebs vicerdi dges shemovedi da agar damxvda, dadeb isev? tu gamovemshvidobo samudamod :(

  3. ავუწიე ავუწიე :D მაგრამ ბარი ვაითს არა Iron Maiden ის Lightning strikes twice ავუწიე და მომეშვა :D მადლობა სვითის :D

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.