Tweet-ers and more

ძაან დატვირთული დღეებია. 3 ახალი პროექტი დამემატა. სოციალურ მედია მარკეტინგში კონსულტაციებს ვუწევ. საქმეები კარგად მიდის. მაგრამ გამოვიფიტესავით. თან ძალიან მცხელა…

მაზეგ, 25-ში,  “ცხელი შოკოლადის” ახალი ნომერი უნდა გამოსულიყო, სადაც ჩვენზე (ბლოგერებზე) სპეც-პროექტი დაიბეჭდებოდა. წეღან გადავურეკე ერთ-ერთ ფოტოგრაფს და შემატყობინა, რომ ამ ნომერში ვერ ესწრება და იქითაში დაბეჭდავენო. გული დამწყდა :( ძაან ველოდებოდი ამ ნომერს :(((

მაგრამ იქითაში ხო დაიბეჭდება და მთავარია დაბეჭდონ რა!

კოსმოპოლიტენის ახალ ნომერში, ახლა რომელიც გამოვა დღე-დღეზე ჩემი 4 სტატია იქნება. შემდეგ ნომერში კი საერთოდ Cover Story მაქვს ჩაბარებული და თუ გამოიცნობთ ვისზე???

იცანით?

იცანით?

:love: ძალიან ვამაყობ! ასე მგონია მე თვითონ გამოვართვი ინტერვიუ :)

ამ ბოლო დროს ტვიტერს ჩავუჯექი და აქტიურად ვეჩატავები ბლოგინგის ამერიკელ გურუებს. ძალიან მაგარია!!! რამდენიმე მისამართს თქვენც გაგიზიარებთ.

ჩემი საყვარელი ბლოგერი ტვიტერლები:

Donncha

Donncha

ნამდვილი სახელი: Donncha O’caoimh,

ტვიტერის მისამართი: @donncha

ვინ არის? – ვორდპრესის და WPMU-ს დეველოპერი.

მისი ბლოგი – Ocaoimh.ie


Pete

Pete

ნამდვილი სახელი: Pete Cashmore,

ტვიტერის მისამართი: @mashable

ვინ არის? – სოციალური მედიის პრინცი

მისი ბლოგი – Mashable.com


xiaxue

xiaxue

ნამდვილი სახელი: Wendy Cheng

ტვიტერის მისამართი: @theXiaxue

ვინ არის? – სელებრითი ბლოგერი

მისი ბლოგი: Xiaxue.sg


Andrea

Andrea

ნამდვილი სახელი: Andrea (ყველაზე ხშირად მპასუხობს! :love:)

ტვიტერის მისამართი: @andrea_r

ვინ არის? – WPMU-ს ექსპერტი

მისი ბლოგი: WPMUtutorials.com


problogger

problogger

ნამდვილი სახელი: Darren Rowse

ტვიტერის მისამართი: @problogger

ვინ არის? – პროფესიონალი ბლოგერი

მისი ბლოგი: Problogger.net


ტვიტერზე ვინც ხართ მიმამატეთ: @sweet


UPDATE:

ხო ნუ ესეც იყოს აქ. :D შევპირდი ვიღაც-ვიღაცეებს :D

18 Comments

  1. კარგი ცხოველია ტვიტტერი. ყველაზე სასარგებლო და social სოციალური ქსელია რაც მინახავს.

  2. ბლინ! გამიტყდა მაგრად, მომდევნო ნომერი ივლისის ბოლოს გამოვა და შესაბამისად, ნაკლები ადამიანი წაიკითხავს, უმეტესობა წასული იქნება აქეთ-იქით :( მაგალითად, ჩემი უნივერსიტეტის ბავშვები, რომლებიც ამ ჟურნალს მხოლოდ უნი-ს ბიბლიოთეკაში ეცნობიან :| რა მოსწრება უნდოდა, ბლინ! :(

    1. აუ რააა ვიციიი :(((

      დიდი მინუსი დავუწეროთ მაგის გულისთვის შოკოლადს!

  3. ეეეეეჰ, სოფიმ მითხრა ეს ნიუსი დღეს. მე კი ჩემებური თეორიებით ავხსენი, თუ როგორ შეეშალა და სინამდვილეში მართლა ივლისის ნომერში ვიქნებით-მეთქი. :) ნუ, მაინც კარგია, მთავარია ხომ ვიქნებით :)

  4. მე, სოფი, დოდი-კიბორგა-ვილი(მუცელში), სვითი, კარაგანდა, სტუდენტები და…..სულ ათნი ვართ, მეტს ვერ ვიხსენებ

  5. წავიკითხე კოსმო :)
    სიტყვა ბლოგი მგონი პირველად დაბეჭდეს :)
    და რა ბედნიერად მოგიხსენიერს ახალ აქტიურ თანამშრომლად იდეებით თავში :) ხო შენ ხარ? ხო არ მეშლება? :D

    1. REALLY? გამოვიდა???? მე ჯერ არ მინახავს

      შემო რა ემესენში მომიყევი :)

      მე ვიქნები სხვა არავინ მიუღიათ და :P

  6. Darren Rowse – ნამდვილად კარგი და ძალიან გამოსადეგი ბლოგი აქვს.
    დანარჩენებს იშვიათად ვსტუმორბ.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.