Things of New Job

დღეს სტატიების შერჩევა დამავალა რედაქტორმა საახალწლო ნომრისთვის და რაც ჩამოვწერე, ყველა იდეა მოეწონა! :ჯუმპ: უფრო სწორად 21 თემა ჩამოვწერე და ნომერში სულ 15 სტატია უნდა გავიდეს :D 2 უკვე მომზადებული აქვთ და დანარჩენი 13 ჩემია :D ლოლ სხვა თემებზე მომდევნო ნომერში დავწეროთო.
მერე ჟურნალების კოლექცია გადმომილოცა და აბა ამ საქმეს მიხედეო :D მოკლედ მინი რედაქტორი გავიჩითე. ეს მთავარი რედაქტორი ძაან კაი ქალია!!! თავაზიანი და მგონი, ჩემს აზრს პატივს სცემს და ყურადღებით მისმენს ხოლმე. ძაან მიხარია!

 

აი, სურათები გადავუღე იმ ჟურნალებს, რაც მომცა დასათვალიერებლად. ნახევარი გავატარე ტვინის სკანერში. ცვეტში სკანერში გატარება ჰქვია ამას. კარგად არც მახსოვს :))) მეორე ნახევარი დამრჩა ხვალისთვის.
ამათ უბრალოდ ვათვალიერებ და მერე იდეები მომდის ჩვენი სტატიებისთვის და თან უბრალოდ ვეცნობი ტექნოლოგიებს და კონკურენტებს და ა.შ. :)

ფაქტი, რომ სახლში რემონტის გაკეთება მომინდა! :)))))

იმდენი კაი იდეა მაქვს ჩემი საკუთარი სახლის გასალამაზებლად საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ძალიან საინტერესოა ინტერიერის დიზაინი!!!
მოკლედ საახალწლო ნომერში ჩემს სტატიებს ელოდეთ ;)
გპირდებით რომ ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესო ნომერი იქნება :))
ჩემს სამსახურს საკუთარი პოლიგრაფიული საბეჭდი მოწყობილობებიც აქვს და დღეს დირექტორს გავუმხილე ჩვენი ჰელოვინისთვის რომ გვაქვს რაღაცეები დასაბეჭდი. მნიშვნელოვანი ფასდაკლება შემომთავაზა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ;)

მეტროში ჰელოვინის პროგრამას ვწერდი. თავს ვიმტვრევ თანმიმდევრობაზე. იმედია ჯენი მოიფიქრებს რა რის მერე უნდა იყოს თორე მე ვერ გადავწყვიტე.
პროგრამასთან დაკავშირებით ვიღებ იდეებს კომენტარებში ან პიემში!!!
არ მოგერიდოთ ;)

მეტროს ამოსასვლელში ეს ვიყიდე, სამ ლარად. ძაან მომწონს… :ნანა:
იაფია 3 ლარი…

2 დღეა ყველგან ის გოგო მეჩვენება მეშვიდე სართულიდან, ლიფტში რომ შემხვდა.
გული მიგრძნობს ამ დღეებში შემხვდება…

6 Comments

  1. taks helovinis ideebi kargia programa mravalferuvani unda iyos mgonia me
    aucileblad unda iyos tvalaxveuli tamashebi :D rogori ar vici magram unda iyso :D

    kidev unda iyos surpriziani veshebi anu cham namcvxars gechiteba zgarbi shignit :D an rame egeti :D
    nu mokled :D

    secret frendebi ar dagavicydes mar eg rodis gavaketot???

  2. აუ ვერ გავიგე რატო , მაგრამ შენს პოსტებს ვერ ვკითხულოობ, ქრება ნაწერებიიი :( რა ხდება ნეტა

  3. სამაჯურიც მომეწონა.

    პ.ს. კომენტარების გამოჩენა როგორ შეიძლება ბლოგის სვეტზე? :( ვერაფრით ვერ ვიპოვე ეგ როგორ დავაყენო.

  4. lalena, ინტერნეტ ექსპლორერს ხომ არ ხმარობ? რაღაც ბაგი მაქვს მგონი :(

    ეკატერინე, რაო რაოო? ეგ რაღაც ვერ გავიგე…

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.