The “Queen” Job

ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერმა ჩემს მიმართ გამოხატა შემდეგნაირი აზრები: “ჩვენ ბლოგებს რატომ არ კითხულობ?”, “ახლებს რატომ არ გვკადრულობ?”, “ახალ პოსტში რატომ არ დამლინკე?”, ბლოგროლში რატომ არ გყავარ?”, ”თავი რა გგონია?”, ”ელიტარული ბლოგერი ხარ?” და ა.შ.

თანაც ეს ფრაზები უკვე ძალიან უხეშ ფორმებში ისმის და მომავალში კვალვაც რომ არ განმეორდეს, უბრალოდ ვალდებული ვარ, ეს პოსტი დავწერო.

ვცდილობ ახსნა მოვუძებნო ამ ხალხის პრეტენზიებს და მივედი ორ დასკვნამდე:

ჩემი ვარაუდით ახალ ბლოგერებს სწამთ, რომ თუ მოხვდებიან ჩემს ბლოგზე რაიმენაირი სახით, ეს მათ სწრაფ პოპულარობას და ბევრ მკითხველებს მომენტალურად მოუტანს – მათი ეს რწმენა იმაზე მიუთითებს, რომ  ჩემი ბლოგი პოპულარულია! არ ვუარყოფ, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი მყავს, მაგრამ ის ფაქტი იქნებით თუ არა ჩემი “ფავორიტი” ბლოგერი, თქვენს პოპულარობას და ვიზიტორების რაოდენობას დიდად არ შეცვლის.

ბევრი მკითხველის ყოლა თქვენსავე შესაძლებლობებთან, წერის ნიჭთან და უნართან, ბლოგინგის სკილებთან და დაუღალავ შრომასთანაა დაკავშირებული. ყველა ეს ეტაპი მე უკვე გამოვიარე და რასაც მივაღწიე მხოლოდ საკუთარი ძალებით, და არა იმიტომ რომ ვინმემ თავის ბლოგზე გამლინკა. ამიტომ თუ ფიქრობთ რომ ”თავი რამე მგონია”, დაფიქრდით იქნებ მართლა ვარ. და თუ მართლა ”რამე” ან ”ვინმე” ვარ, ამაზე იმდენს ვმუშაობ, რომ უბრალოდ ზოგიერთი ბლოგის წასაკითხად, დასაკომენტარებლად და მერე ჩემს ბლოგზე განსახილველად დროც აღარ მრჩება.

ასე რომ პრეტენზიები იმის თაობაზე რომ ”ვიღაცეებს არ ვკადრულობ”, ”თავი რამე მგონია” და ”ელიტ-ბლოგერ-კლუბი მაქვს შექმნილი” – არ მიიღება და არ განიხილება!!!

ალბათ უკვე იმასაც ფიქრობთ ჩემი მისამართით, ვინ მიგდიხარო, არაფერი ბლოგერი შენ არა ხარო, ვის სჭირდება შენი ლინკებიო, ან განხილვებიო, ან კომენტარებიო.

Great! ძლივს საკუთარი თავისთვის დრო დამრჩება…

თუ არავის არაფერი გჭირდებათ, მაშინ საიდან ამხელა პრეტენზიები, რომ “არ გკადრულობთ”?

საიდან ამხელა იმედგაცრუებები რომ თქვენს ბლოგებზე guest პოსტებს არ ვწერ ყოველ დღე?

მეც ხომ ჩვეულებრივი ბლოგერი ვარ, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრება, შეზღუდული დრო და რესურსები?

თუ არავინ ვარ, თუ არაფერს წარმოვადგენ, მაშინ საიდან ეს თითიდან გამოწოვილი ”ბლოგროლში რატომ არ ჩამამატე” ფრაზები?

ერთადერთი ამ პოსტით იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩემს ბლოგზე გამოჩენა პრესტიჟულად მიგაჩნიათ, ცოტა პატივისცემა იქონიეთ და უხეში გამოთქმებისგან, გინებისგან, საკუთარ ბლოგებზე გამქიდრავი პოსტების წერისგან თავი შეიკავეთ!

ხოლო, თუ არ მიგაჩნიათ და ეს თქვენთვის არაფერს წარმოადგენს, მითუმეტეს! ნუღარ შემაწუხებთ მსგავსი მოთხოვნებით! მეც ადამიანი ვარ და ერთი ჩვეულებრივი ბლოგი მაქვს. არც ლანძღვას ვიმსახურებ იმის გამო, რომ რომელიმე ბლოგერი სადღაც პოსტში არ გავლინკე.

ან იქნებ სხვა ინტერესები მაქვს, იქნებ არ ვარ ისეთი ჭკვიანი და განათლებული, რომ თქვენი ბლოგების სიღრმეებს ჩავწვდე და მირჩევნია სხვისი პირადი გრძნობების შესახებ ვიკითხო?

ოდესმე ვინმესთვის დახმარებაზე უარი მითქვამს? მაგრამ მათ უთხოვიათ და არა- მოუთხოვიათ! ვერ ვიტან – არა-რელევანტურ მოთხოვნებს!

თუ ვინმეს ბლოგი გულწრფელად მომწონს/მაინტერესებს იმას ვუკომენტებ და ვლინკავ კიდეც.

რა ვალდებული ვარ, ვაკეთო ის რაც არ მსიამოვნებს? იქნებ სულაც არ მომწონხართ!

P.S. ვეღარ გავიგე ეს სარეცხის მანქანა როდის ჩავრთო??? ღამით მეზობლებს სძინავთ და დღისით კოტეს…

:s

20 Comments

  1. You Know What ! დაიკიდე

    მოდი პოზიტიურად შეხედე ამ ყველაფერს

    რახანც ეგეთებს გწერენ ესე იგი პოპულარული ხარ და მშვენიერია !

    პლიუს ვალდებული არ ხარ არავინ “დაიმეგობრო” შეუვსო კომენტარები და დაარეკლამო

  2. შენ ვაფშე მაგარიო ამბიციური ხარ რა!! შენს გარდა ვერავის ხედავ და არავინ არ გგონია ღირსი რამედ!! ხოდა ვაფშე წადდიიი წაადი მეთქი :D

    მევასები სვით :ლოვე:
    ძაან კაიფი პოსტი იყო :D

  3. არადა ადრე მე გკითხე რატომ არ შემოდიხარ ჩემთანმეთქი…
    გახსოვს, დოდისთან რომ მივდიოდით, მაშინ.

    უი, სადაა ჩემი და ვილის სურათი???

  4. გაატარე :)
    ადრე თუ გვიან ახალიც და ძველიც იპოვის თავის ადგილს :)

  5. კსტაწი, კიარადა პირიქით, დიდი მადლობა რომ ჩემი ბლოგი ისქენი : ) appreciate it :2kiss:

    1. No Biggie!

      მიწერია ზემოთ:

      “თუ ვინმეს ბლოგი გულწრფელად მომწონს/მაინტერესებს იმას ვუკომენტებ და ვლინკავ კიდეც.”

  6. სვით ძაან საყვარელი და კარგი გოგო ხარ :* ნუ აქცევ მაგას ყურადღებას შურთ შენი და მაგის ბრალია :) ისე რა უბედურებაა რატო არ კითხულობ ჩემ ბლოგს საუბარი… თვითონ თუ კითხულობენ ყველა ბლოგს ნეტა ?????

    1. არაფერ კავშირში არაა. :D

      უბრალოდ მინდოდა დამეწერა და ცალკე პოსტს ხომ არ გავაკეთებდი ერთი წინადადების გულისთვის? ^_^

  7. ადრე ნერვები მეშლებოდა როცა ჩემზე რამე ჭორს გავიგებდი და ჩემებმა მითხრეს თუ გჭორავენ და შენზე ლაპარაკობენ ესეიგი პოპულარული ხაროო :D,
    ხოდა პოპულარული რო ხარ ხო იცი? :D

  8. ეგ რატომ იცი? ბლოგერობასთან ასოცირდები თავისდაუნებურად… ბლოგის სინონიმი – სვითი ეგეთი პონტია რა და რატომღაც ყველა თვლის რომ მისი ბლოგი უნდა ნახო და მერე ნიშანი დაუწერო თუ რა ხდება ვერ გავიგე :D მოკლედ ჩემის აზრით უბრალოდ ყურადღება არ უნდა მიაქციო ან აუხსნა რომ ვალდებული არ ხარ და აი აუხსენი კიდეც :D

  9. შენზე რომ იტყვის ადამიანი :D უსაყვარლესი ადამიანი ხარ… არგვკადრულობ უფრო მომეწონაა :D ოხ… ეგეთი რამდენი არსებობს….

  10. ამ პოსტთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ჩემი ჯგუფელი ამბობს [კომპი არ აქვს, ინტერნეტთან კი მცირე შეხება აქვს] – ‘როგორც იქნა გავიგე ეს ბლოგები რა არის! ის ვიცი, ერთი გოგოა, ვარდისფერი ბლოგი რომ აქვს’ :D

  11. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბლოგროლში დაიმატებ თუ არა , მე პირადად მომწონს შენი პოსტები , შენი ტუტორიალები და დამწყებ ბლოგიისტებს რომ ეხმარები მაქსიმალურად. მაქსიმალურად ვცდილობ ყველასთან დავტოვო კომენტარი , რადგან კომენტარი არის სრთგვარი პოსტის მოწონების გამოხატვა.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.