The Best Teenage Drama Ever

დღეს ipay.ge-დან გადავიხადე გადასახადები. დაანავაროტკეს: ტელეკომის ინტერნეტი დაამატეს და რაღაცეები… მაგარი იყო. :) სულ მეზარება ხოლმე ბანკებში და გადახდის პუნქტებში სირბილი.

დღეს ძალიან მაგარი დღეა, თბილი და კარგი, სარეცხიც კი გავრეცხე და არც გაფენა დამეზარა… .

მიხარია, უკვე გაზაფხული მოდის ნელ-ნელა.

წინა პოსტში დავწერე რომ ფილმებს ჩავუჯექი აქტიურად, ხოოოოდა, ერთი ძალიან მაგარი კინო მინდა გირჩიოთ ამერიკა ფერერას (Ugly Betty) მონაწილეობით:

200709235207The Sisterhood of the Travelling Pants

გადმოსაწერი ბმული: Allmovies.ge

ბმული Imdb-ზე: /tt0403508/

IMDB რეიტინგი:  7.0/10

ჩემი რეიტინგი: 10/10

ეს არის ყველაზე ლამაზი ფილმი თინეიჯერებზე, რაც კი გადაღებულა.
იგი მოგვითხრობს ოთხი გოგონას მეგობრობაზე, სასიყვარულო თავგადასავლებზე, პრობლემებზე და … ჯინსებზე რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა გადაარჩინოს გოგონების მეგობრობა :) აღწერა ძალიან პაპსად გამოიყურებოდა და მეც დიდი ხანი ვიკავებდი თავს ყურებისგან. არ მინდოდა, რომ მორიგი High School Wanna-be-Drama შემრჩენოდა ხელში, მაგრამ… It was so damn good! I almost cried…

და ვინაიდან ასეთი შთაბეჭდილებებით დავასრულე ყურება, აღარ დავახანე და გადმოვიწერე მეორე ნაწილი:

200804244918The Sisterhood of the Travelling Pants 2

გადმოსაწერი ბმული: Allmovies.ge

ბმული Imdb-ზე: /tt1018785/

IMDB რეიტინგი:  6.2/10

ჩემი რეიტინგი: 9.5/10

მეორე ნაწილიც ისევე მაგარი იყო, როგორც პირველი = Awesome! თუმცა 9.5 ქულა დავუწერე იმიტომ, რომ ეს ბავშვები 19 წლისანი არიან უკვე ამ მეორე ნაწილში, მაგრამ I think მაინც პატარები იმისთვის, რომ ასეთი რაღAცეები იგძნონ და განიცადონ… მეორე ნაწილში სიუჟეტი ბევრად დაძაბული და heart-breaking story ხდება პირველთან შედარებით. maybe maybe… I dunno
შეიძლება, ეს მე ვიყავი ზედმეტად carefree და ჭკუამხიარული 19 წლისა, ანდა შესაძლოა უბრალოდ აღარ მახსოვს და შესაძლოა 19-წლისას ზუსტად იგივე შეგრძნებები და განცდები მქონდა. რაც არ უნდა იყოს ფილმმა შთაბეჭდილება მოახდინა…

Anyway, I totally love the movies! <3 <3 <3

ხოდა, მე ასე ვიცი, როცა რაღაც მიყვარს ბოლომდე მიყვარს. :) ავდექი და ფეისბუქის fan-page-ებში გავწევრიანდი :)))

აქვე ვოლპეიპერებსაც დავყრი:

200709230258200709235500200709235712

P.S. კსტაწი, ჩემგან ინტერვიუ აიღეს გუშინ ბლოგოსფეროს განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას შემდეგ პოსტში მოგიყვებით და ინტერვიუს კოპიასაც დავპოსტავ ;)
P.P.S. ლოლ, ჩემი ალექსას რანკი კიდევ ერთი მილიონით გაიზარდა. I am flying to the tops babe! :D

6 Comments

  1. მეორე ნაწილი??? პირველი ნაწილი ისე მიყვარდაააააა! მგონი 3 წლის წინ ვნახე… განსაკუთრებით კუნძულ სანტორინიზე რომ იყო რაღაც კადრები, მენატრება :) ახლავე უნდა ვეცე და გადმოვწერო. მადლობა!

  2. ეხლა მოვრჩი ამ ფილმის ყურებას სვიით აღფრთოვანებული ვარ… ძალიან მომეწონა და დიიდი მადლობა შენ :) კიდევ ძალიან მომინდა თმა გავიღიავო,ყოველთვის მინდოდა მაგრამ აი ეხლა ძალიან ძალიან :)

  3. ჩემ სადაქალოში ერთ–ერთი საყვარელი ფილმია :პ თან ჩვენც 4ნი ვართ)

    ჰოდა, აიფეის რა უპირატესობა აქვს ინტერნეტ ბანკთან შედარებით?

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.