ტანჯულა

საშინლად დაღლილი ვარ.

დილით ვიყავი ცურვაზე. წინა გაკვეთილზე დილის 10 საათზე მივედით და ცოტა დაგვაგვიანდა მე და გვანცას. ამიტო დღეისთვის გადაწყვეტილი გვქონდა 11-ზე მისვლა. ჯერ გასახდელში გვანცა ვერ ვიპოვე. თურმე ერთი და იგივე კარადის წინ ვიდექით და იმას კარადის კარი ჰქონდა გამოღებული და ეფარებოდა. ვერ დავინახე.
მე კარის აქეთ ვიდექი, ის კარის იქით და ისე ვლაპარაკობდით ტელეფონზე, ”სად ხარ გოგო?” და რაღაცეები… დანარჩენი gogoebi გამოშტერდნენ :))

მერე ჩავედით აუზში. 11 საათი იყო ზუსტად. ძაან მაგარი კუპალნიკი მაქვს “ვიქტორიას სეკრეტიდან” გამოწერილი. ფასდაკლებაზე $19- მდე მაქვს მიცემული. მარცხენა სურათზე რომ კუპალნიკია მასეთ ფერებშია და მარჯვენას ფორმა აქვს.

აღმოჩნდა, რომ მივქარეთ ადრე მისვლა.
აუზი უკვე ჭუჭყიანი იყო და ”საიდანღაც” ტუალეტის საეჭვო სუნიც მოქრიალებდა.
მოკლედ გვანცა სანამ წყალში სხვების ჟღვლინტების დათვლით იყო დაკავებული, მე ცოტა ღრმა (და უჟღვლინტო) ნაწილში ვცურავდი და ზუსტად 12-ს რომ 5 წუთი აკლდა გვანცას მოთმინების ფიალა აევსო.

ამოვედით, წამოვედით. გადავწყვიტეთ რომ შემდეგზე ისევ 10 საათზე მივალთ. ცოტა ხალხიცაა და აუზიც სუფთაა.

5 საათზე გვანცა ექიმთან უნდა ყოფილიყო. მე კიდე 4-ზე ჩემ კურსელ ლევან მერაბიშვილთან. ბიზნეს გეგმის დასაწერად ვიკრიბებოდით ჯგუფი. იქამდე დრო გვქონდა. ჯერ წავედით ”ნიკალაში” პეკინზე. საღმურძლაოდ.
ულამაზესი, მარწყვის ”ტარტალეტკა” ავიღე დესერტად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარწყვების ქვეშ კრემი კი არა ჯემი იყო და ძალიან გამიცრუვდა იმედები :(

ჩავიყარეთ.

მერე ”კარაპს მედლაინში” წავედით ჩემი გინეკოლოგი უნდა მენახა. (ძალიან მომენატრა :D )

/აქ საეჭვო მოქმედებები/

მერე წავიდით თავისუფლებაზე ბისერების მაღაზიაში. 35 ლარამდე დავხარჯე.
მალე გაჩვენებთ ჩემს შედევრებს Sweet Craft-ის მაღაზიაში. მაგრამ რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ არავინ გამოჩნდება მაგ მაღაზიაში მყიდველი. როგორ მოვიზიდო ხალხი?  oO
მაღაზიაში გადავირიე, ისე ცხელოდა და იმდენი ხალხი იყო და ისეთი რიგი. გავგიჟდიიი!!!

მერე მე წავედი მერაბიშვილთან.
გვანცა წავიდა თავის ენდოკრინოლოგთან.

მერაბიშვილმა საინტერესოდ მიბურღა ტვინი WOW-ის შესახებ. და შემდეგ მეც ვუბურღე ტვინი Lineage-ის შესახებ.
ამასობაში მოვიდა ნინი და დავიწყეთ წერა.
როცა მივედით იმ სტადიამდე რომ მარო და ილოც გვჭირდებოდნენ, გადავრეკეთ და აღმოჩნდა რომ 20 წუთი გვქონდა თავისუფალი მათ მოსვლამდე.

გადავწყვიტეთ, რამე საჭმელი შეგვეკვეთა. ლევანმა, დონატები შევუკვეთოთო, მეთქი რავი, ძვირს მოგვთხოვენ. მაშინ წვაიდეთო მანდო (ყიფშიძეზე ცხოვრობს და მანქანაც ჰყავდა მწყობრში) მოვასწრებთო. ჩვენც კაი თქო. წავედით.

მაგარი ბანძი იყო დონატ სტოპში. ჯერ ერთი სასადილო მაგიდები რომ უდგათ, რად უნდათ? მყვანან ეგენიც ”ნიკალა” ან ”შემოიხედე გენაცვალე”. უნდა ჰქონდეთ მაკდონალდსის ტიპის პაწუკა მაგიდები და ბევრი, რომ ადამიანი უცებ შეხტეს, შესანსლოს 1 დონატი და გამოხტეს. ამათ კიდე ღიპის ჩამოსადები ადგილები აქვთ გამოყოფილი და რაღაცეები. მოკლედ ტიპიური ქართული მარაზმი. კეკელიძეზე რომ იყვნენ, უკეთესი იყო იმჰო!

მეორეც ჩემი საყვარელი დონატი, შოკოლადის მინანქარით და შიგნით ვანილის კრემით არ ჰქონდათ და კიდევ მეორე ადგილზე რომელიც მიყვარს, კარამელის მინანქარით და ვანილის კრემით, ეგეც არ ჰქონდათ. ანუ 2 საუკეთესო დონატი არ ჰქონდათ მზად.  არადა ამ დალოცვილებმა ხომ იციან, რომ ეგ ორი დონატი იყიდება ყველაზე მაგრად. საიტებზე და რეკლამებში მარტო მაგ 2 დონატს აჩვენებენ და გააკეთონ რა, ცოტა მეტი, რომ დღის ბოლომდე შეენახოთ.
მოკლედ მომიწია უმინანქრო დონატის ჭამამ. ლევანმა და ნინიმაც რაღაც ბულკივით დონატები აიღეს. მე კრემიანი მაინც შემხვდა, სლავა ბოგუ.

მესამეც ოფიციანტს დაავიწყდა პეპსის მოტანა. ლევანს და ნინის მოუტანა თავიანთი წვენები და მე დამჩაგრა. დამეზარა ხიპიში და თან დიდად არც მინდოდა პეპსი. მერე ლევანმა უთხრა ანგარიშს გამოაკელითო, არ მოგიტანიათო, და დაიწყეს ბოდიშები და რაღაცეები.


მეოთხეც არ გვეყო ეს დონატები. მოგვშივდა უფრო. წავედით პოპულში და ვიყიდეთ ხაჭაპური და რაღაც საკრაწუნო საჭმელები.
ავედით სახლში. 5 წუთში ილოც მოვიდა. და კიდე 10 წუთში მაროც.

აუ მერე ვწერეთ… იმდენი ვწერეთ რო ტვინი დამიჩლუნგდა. :(
არადა სულაც არ უნდა გვეწერა ამდენი, უბრალოდ ჩვენს წაკლა ჯგუფელებს ნიშნის მოგების პონტი გავუჩალიჩეთ.

წესით მთელს კურსს ხვალ უნდა ჩაებარებინა ბიზნეს გეგმა და რეიტინგში პირველები ვინც არიან (ნუ ერთი გოგოა განსაკუთრებით) იმათ ლექტორს უთხრეს, ჩვენ არაფერი არ გვაქვს გაკეთებულიო და იმათ მითუმეტეს (ჩვენზე თქვა) რა ექნებათო და გადაგვიტანეთ 10-შიო.
10-ში კიდე არავის არ აწყობდა, იმიტომ რომ ბიჭები რეზერვში მიყავთ ამ დღეებში და ვერ მოხვდებიან დაცვაზე. მოუწევთ მერე გადაბარება.
მაინც დაითანხმა იმ გოგომ ლექტორი.

ჩვენ გავბრაზდით და გადავწყვიტეთ ხვალ მაინც ჩავაბაროთ დაწერილი ბიზნეს გეგმა და მოვიკალით თავი დღეს წერით.
ცოტა კიდე დაგვრჩა დასაწერი და მისასწორ-მოსასწორებელი, მაგრამ ხვალ საღამომდე მოვასწრებთ.

სახლში ახლახანს მოვედი. კოტე მეჩხუბა, რომ დავაგვიანე, ტელეფონზეც მეჩხუბა და სახლშიც. მე კიდე შემრცხვა ჯგუფელებთან. ისე გამოვიდა, თითქოს ქმარი ”მიკრძალავს” სამეცადინოდ დარცენას გვიანობამდე. ნუ ვიცი რომ მთლად ეგრეც არ არის მარა ეგრე გამოვიდა და ფაქტია რომ შემრცხვა. და მერე მეც ვეჩხუბე რომ მოვედი. თან მაროსთან ერთად ვიყავი და სახლში ერთად რომ დავბრუნდებოდით იცოდა, და რაღა იყო პრობლემა ვერ გავიგე. თან ან ტაქსით წამოვიდოდით ან ლევანი წამოგვიყვანდა თავის მანქანით და კოტემ მაინც გააპათოლოგა.

იმას ეძინა ნახევრად ლოგინში დამხვდა და მე მაინც ვეხიპიშე. მერე გამოვედი კომპთან და ახლა ამას ვწერ.
ამხელა რაღაცა არ დამიწერია მგონი მთელი ჩემი ბლოგერობის ისტორიაში.

თუ გინდათ ნუ წაიკითხავთ. :(

დავიღალე…

5 Comments

  1. marushkin says: თუ გინდათ ნუ წაიკითხავთ.

    ეხლა ამბობ კაცო ამას როცა კითხვა დავამთავრე?:) პრინციპში არაუშავს, ასე გრიალ-გრიალით ჩავიკითხე. იდეაში ლაკონური ფრაზებით გიწერია და მაინც რამდენი გამოვიდაა. აზრზე ხარ რამხელა დღე გქონია?

    P.S. წარმატებები ბიზნეს გეგმაში

  2. aha, წარმატებები ბიზნეს გეგმაში!!!

    არაუშავს, ცუდი დღეების შემდეგ უფრო ვაფასებთ კარგ დღეებს ;) :2kiss:

  3. მასე უნდა იმ გოგოს : ))))))))
    აბა თქვენ იცით : ))))

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.