Tag Archives: Wordpress

Footnotes

დღეს ჩემი ბლოგის პლაგინების ბიბლიოთეკას დაემატა ახალი ბიჭი – სქოლიოები სქოლიოში მოთავსებულია დამატებითი ინფორმაცია საკითხის შესახებ, ეს შეიძლება იყოს თემიდან გადახვევა, ისტორიული ფაქტები, სიტყვის მნიშვნელობის ახსნა და ა.შ.. მე ძალიან მიყვარს სქოლიო. და საერთოდაც ტექსტური მასალის კარგად დაფორმატება.

ამიტომაც დღეიდან ტექსტში როცა დაინახავთ პატარა ნომრებს წინადადებების ბოლოს, თამამად დაკლიკეთ მათზე და იგი ჩაგიყვანთ შესაბამის სქოლიოსთან აი, როგორიც ეს არის მაგალითად.

იმისთვის, რომ გააგრძელოთ ტექსტის კითხვა, სქოლიოს ბოლოს მიხატულ პატარა ისარს დაკლიკეთ და ისევ გადმოხტებით ტექსტში.

ძალიან მარტივი და გამოსაყენებელი ფუნქციაა.

მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ვორდპრესის მომხმარებლებს პლაგინის მისამართია: elvery.net .

Gravatar

გილოცავთ!

ჩემს ბლოგზე კომენტარები შეგიძლიათ ახლა უკვე ქართულად წეროთ :)

დიდი მადლობა ლანდიშა ბიძიას.

ხოოოდა, ახლა რაც შეეხება სათაურს: რა არის Gravatar -ი?

გრავატარი არის ძალიან კარგი საავატარო მომსახურება ვორდპრესის ბლოგების მკითხველებისთვის.

სიტყვა გრავატარი იშიფრება როგორც Globally Recognized Avatar.

გრავატარის ავატარს ირჩევთ თქვენი საკუთარი იმიჯების ბიბლიოთეკიდან და იგი დაგყვებათ ყველა ვორდპრესის ბლოგზე კომენტირებისას, სადაც გრავატარზე რეგისტრაციის დროს მითითებულ ი-მეილს გამოიყენებთ..

და ეს ყველაფერი არ არის!!!

ვინაიდან გრავატარის ავატარი თქვენს ი-მეილზეა მიბმული, თქვენ საშუალება გეძლევათ რამოდენიმე იმეილი დაარეგისტრიროთ, შესაბამისად რამოდენიმე ავატარი იქონიოთ სხვადასხვა ბლოგებისთვის.

თუ თქვენ დაიღალეთ ავტომატურად გენერირებული ურჩხულებისა და მოზაიკური გამოსახულებებისგან გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია გრავატარზე.

რეგისტრაციის გავლა რა თქმა უნდა უფასოა.

აქვე მინდა დავამატო რომ ჩემს ბლოგზე ურჩხულები და მაიმუნობები მოვხსენი. შესაბამისად, ვისაც გრავატარზე რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, იმას mystery man-ის [ეს ცალკე ფენომენია] გამოსახულება ექნება კომენტარებში.

გრავატარის მადლი და ძალი შეგეწიოთ!

კის-ხაგ-ლუვ! ახლა წავედი ჩემს კუთვნილ კინოს ვუყურებ!

მრავალწახნაგა პოსტი

savingschange

გზაჯვარედინი

ისევ გზას ვეძებ. გზის ძებნა მღლის. საით წავიდე?

დედაჩემმა გუშინ ისევ ჩამიკუკა კამპოტში ”შენ ნიჭი არა გაქვს”-ით.

დღეს ვოკალზე წასვლა დამეზარა. ხვალ მივალ დღეის ნაცვლად.

მარჯვენა თვალი მღალატობს. ოფთალმიჯში უნდა გავიდე ანალიზების ასაღებად, თუ თავი მოვაბი.

სამსახურში რაღაც შეხვედრები მაქვს იქითა კვირაში. ძაან მინდა ”იმ პროექტების” ხორცშესხმა, რასაც ვფიქრობ.

რამოდენიმე იდეა მომივიდა გუშინ ბლოგოსფეროს განვითარებისთვის.  მაგრამ ვებ-პროგრამირება არ ვიცი :( როცა შესაფერისი დრო მოვა იდეის გასამჟღავნებლად, ვინმეს უნდა ვთხოვო დახმარება… I need more blogs and bloggers. I need a better blogosphere. პირველი იდეა გავუშვი მოქმედებაში დღეს. საცდელი ვერსია. ვნახოთ რა გამოვა. დეტალებს არ გავამხელ ჯერ.

* * *

რამდენიმე ტერმინი რომელიც ჩემს გარდა არავის ესმის ჩემსავით :vis: :

  • დაძინება – სამყაროს შესაცნობად სულის გაფანტვა.

world11

  • გაღვიძება – სამყაროს ცნობიერების თავმოყრა ერთ წერტილში

world2

  • სწავლა და კითხვა – წერტილის ინტეგრირება სამყაროსთან

world3

  • ვნება – სხვადასხვა სამყაროების ინტეგრირება ერთ წერტილში

world4

კონკურსს ვაცხადებ სიყვარულის ახსნაზე.

  • სიყვარული – ?

WordPress 2.7 (Beta)

ახალი ვორდპრესი დაიდო!

ჩამოვტვირთე და დავაინტალირე! პრელესწ!

ინტერფეისი აქვს სასტაული :Jump:

new-wordpress

წინა ინტერფეისი დიდად არ მომწონდა სიმართლე რომ ვთქვა!

მოკლედ ვორდპრესის მომხმარებლებს ვურჩევ ამ ბეტას.

ბაგები ჯერ არ აღმომიჩენია :D

10 ნოემბერს გამოვა სრული ვერსია! ;)

> ჩამოტვირთვა <