Tag Archives: twitdraw

თამაში ტვიტერით

ეე, ხალხო რა მაგარი თამაში მოვიფიქრე!!!

მოკლედ ალბათ გახსოვთ ადრე ფორუმზე იყო გახსნილი თემა სადაც ერთი იწყებდა ფეინთში ხატვას და მეორე მიახატავდა რაღაცას და მერე მესამე მიახატავდა და პატარა კომიქსი გამოდიოდა.

ხოდა ეგეთი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ტვიტერში ერთი ძაან მაგარი აპლიკაციის საშუალებით: twitdraw.com

პირველ რიგში ავხსნი რას აკეთებს ეს twitdraw და მერე დავწერ თამაშის წესებს. მგონი ძაან სახალისო იქნება!

twitdraw-ზე შეგიძლია დახატო რაც გინდა. ეს არის ტვიტერის ფეინთი. გარდა იმისა რომ ხატავ, ნებისმიერ  მსურველს შეუძლია ნახოს თუ რა ეტაპები გაიარე ხატვის დროს. აი მაგალითად ერთ ჩემი ნახატი:

ქვემოდან შეგიძლიათ დაარეგულიროთ replay-ს სისწრაფე. და ასევე ამავე ნახატზე გააგრძელოთ ხატვა ლურჯ კნოპკაზე დაჭერით, რომელსაც აწერია –Draw on this Graffiti

გარდა ამისა, ყოველი ნახატის დატვიტვა და შეფასება შეგიძლიათ.

ამ თამაშისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ტვიტერის ექაუნთი და პაროლი!

მე გთავაზობთ თამაშს ამგვარი წესებით:

1. დავდებ ნახატს და გავავრცელებ ტვიტერში ტექსტით: დავიწყე #tamashi

2.ვისაც თამაშში მონაწილეობა გინდათ შეგიძლიათ რეგულარულად ამოწმოთ ჰაშტაგის განახლებები ტვიტერის ჩატის ოთახიდან:

ტვიტერის ჩატის ოთახი – #tamashi – შედით აქედან

3. ვინც პირველი ნახავს ამ ნახატს გადავა ბმულზე და ნახატის ქვეშ არსებულ ფანჯარაში მიაწერს: @Sweet ავიტაცე #tamashi

(არ დაგავიწყდეთ #tamashi ს მიწერა იმიტომ რომ ჩატის ოთახში გამოჩნდეს. თუ დაგავიწყდებათ – თქვენი ”ატაცება არ ითვლება და ყველა დანარჩენ მონაწილეებს ექნებათ საშუალება ხელახლა აიტაცონ!)

3. იგივე ადამიანი ამ ნახატზე გააგრძელებს ხატვას და გამოაქვეყნებს ტექსტთან ერთად: გავაგრძელე #tamashi

4. ვინც პირველი ნახავს ამ გამგრძელებლის ტვიტს და ნახატს უპასუხებს ტექსტით: @[username] ავიტაცე #tamashi იმას ექნება უფლება გააგრძელოს ხატვა

5. მესამე და მეოთხე პუნქტი გრძელდება კვირის ბოლომდე. უფრო ზუსტად,  16 აგვისტოს ღამის 12 საათამდე!

6. შევთანხმდეთ რომ კვირაში ერთი ნახატი დავდოთ.

7. კვირის ბოლოს ვისაც ბოლოს მოუწევს ნახატის დადება იმან დაიწყოს ახალი კვირის ნახატი!

8. კვირის ბოლოს მე დავდებ ბლოგზე ნახატის პროგრესს. იქითა კვირის დამწყებმა კი შემდეგი კვირის ბოლოს დადოს თავის ბლოგზე.

ამ კვირის ნახატი: http://twitdraw.com/wfigm5

ძალიან პრიმიტიულია მაგრამ დასაწყისისთვის სწორედ შესაფერისია :)

რამე გაუგებრად თუ წერია შემეკითხეთ და ჩავამატებ!