Tag Archives: Sex and the City

Sex and the City 2

გადაღებები დიდი ხანია დაწყებულია. კი არადა უკვე მთავრდება მალე.

პოსტერიც გვეღირსა!

SEX-AND-THE-CITY-POSTER

2010 წლის 28 მაისი არის პარასკევი დღე და მე კინოში მივდივარ!

შენ?

ვისაც არ გაქვთ ნანახი, იქამდე დიდი დროა, ჯერ კიდევ მოასწრებთ: Sex & the City (ინგლისურად, სუბტიტრებით)

მეც კიდევ ერთხელ  ვიწყებ ამ დღეებში.

ესეც ცოტაოდები სურათები გადასაღები მოედნიდან:

შარლოტას ვარდისფერ ქუსლიანი ფეხსაცმელები ძაალიან მომეწონა! :love:

ამ სამანტას კიდე აღარ უხდება ეს დეკოლტეები! დაბერდა და მაინც არ ეშვებიან! :braz:

უბრალოდ, Sex and the City

მოგესალმებით ყველას, მე zurriuss ვარ და ვინც არ მიცნობთ, ეგებ ახლა მაინც გეშველოთ :) ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, რომ ამ ბლოგზე მოწვეული ბლოგერის სტატუსით ვსარგებლობ. ვნერვიულობ და თუ რაიმე ისე არ გამოვა, მომიტევეთ ;)

kinopoisk_ru-Sex-the-City-21851

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო მანჰეტენი, იყო პროგრამა СТС და მასზე გადიოდა სერიალი ზემოაღნიშნული სახელწოდებით. რა დროს სექსია–მეთქი, ვფიქრობდი :) ისე, ქართველების გადმოსახედიდან, ამ სერიალს კიდევ კარგა ხანს ეროტიკულად აღქმა უწერია. ასე იყო ჩემ გარშემოც, როცა აბიტურიენტობის პერიოდში ღამის 1 საათამდე ვიცდიდი, რომ “სექსი დიდ ქალაქში” მენახა.

მაშინ ახალი გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება (იმ დროს ჯერ კიდევ ფაკულტეტი ერქვა) და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეაზროვნა. ჰოდა ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, საკუთარ თავში  სტერეოტიპებს გადავაბიჯე და პულტის #14–ს დავაჭირე. Continue reading

Package

ონლაინ შოპინგში ყველაზე მეტად ლოდინის პროცესი მიყვარს!

ტრეკინგის ნომერს რომ ამოწმებ და ნელ-ნელა პროგრესს თვალ-ყურს რომ ადევნებ. თან ფიქრობ, ახლა ნიუ-იორკშია, ახლა გერმანიაშია, ახლა ჰონგ-კონგშია…

თან შეძლებისდაგვარად წარმოიდგენ ყველა იმ აეროპორტს, სადაც შენი ტვირთი ჩაფრინდება, ყველა იმ ადამიანს, ვის ხელშიც გაივლის, ყველა იმ სკანერს, რომელიც საზღვარზე გადაატარებს და განსაკუთრებულ კოდს მიაკრავს გარედან.

ამ ადგილების მონახულება რეალურად არ შეგიძლია, მაგრამ სამაგიეროდ ნივთი გაქვს ისეთი, რომელსაც შენს მაგივრად უმოგზაურია.

სულ პირველი შეკვეთა რომ გავაკეთე, Google Earth-ში დავსკრინე ის გზა, რაც ამანათს უნდა გამოევლო და საგულდაგულოდ შევინახე. ნახევარი დედამიწა გამოვიდა…

ჩემი აზრით მთელი მუღამიც ეგ არის ონლაინ შოპინგში.

წინა ამანათის ფოტოები არ დამიდია და ახლა გიზიარებთ.

ამ ამანათს ის განსაკუთრებული თვისება ჰქონდა რომ ხელნაწერით ეწერა ჩემი სახელი, გვარი და მისამართი, ასევე გამყიდველის – ვინმე ლეონარდის – სახელი და მისამართი. დაჟე დაახლოებით წარმოდგენილი მყავს ეს ლეონარდი როგორ გამოიყურება და ის მომენტიც ზუსტად აღვიდგინე, ამანათს რომ ფუთავდა და მერე შავი კალმით ზედ ლამაზად და გარკვევით წააწერა:

From: Leonard

To: Mariam

SatC Party

trivia game

trivia game

როგორც იქნა ჩამომივიდა Sex and the City-ს ნანატრი ტრივია თამაში.

ძალიან მაგარი რაღაცა გამოდგა!!!

ჯერ შეკითხვებს არ ვკითხულობ. წესიერად არ დამითვალიერებია…

გადავწყვიტე იქითა შაბათს საღამოს Sex and the city-ს party მოვაწყო გოგოებისთვის.

ვისაც უნდა party-ზე დასწრება დაწერეთ კომენტარში.[აუცილებლად შეავსეთ იმეილის ველი სწორად. დეტალებს მეილზე გამოგიგზავნით]

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მინიმუმ ერთხელ გქონდეთ მთელი სერიალი ნანახი. თუ არადა თამაშს წააგებთ. ვფიქრობ რამე სახალისო პრიზიც დავაწესო გმარჯვებულებისთვის.

გარდა თამაშისა შეგვეძლება DVD-ზე ვუყუროთ მონატრებულ სერიებს და გადავამოწმოთ თამაშში არსებული პასუხები. ;)

Food Background: ჩაი, ყავა და ვაფლი.

კტო ზა?