Tag Archives: Poster

Angel Wears Prada

2009 წლის რეზოლუცია რომ დავწერე, მესამე პუნქტად მეწერა “კოსმოში დავიწყებ მუშაობას”.

ჰოდა აღსრულდა ოცნება!

ერთი წლის ნაოცნებარი სამსახური მივიღე! ის რაც ამდენი ხანი მინდოდა, ვგეგმავდი, ვფიქრობდი…

შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ!

გუშინ ვიყავი, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. სინამდვილეში “გასაუბრება” ერთი წლის მანძილზე რედაქტორთან ვირტუალური მიმოწერით მიმდინარეობდა. პირველი მიმოწერა შარშან ივნისში შედგა და მას შემდეგ ძალიან ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ერთმანეთს შევხვედროდით, თუმცა გუშინ როგორც იქნა მივაღწიე კოსმოს ოფისში და ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ვუსმენდი staff-ის პოლემიკას უკანასკნელი პოლიტიკური ამბების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი ძაან თავისუფალი მაქვს. მარშუტკა 20 წუთში მიდის ოფისამდე.

ორშაბათიდან ვიწყებ მოკლედ კოსმო-დღიურების წერას და კიდე ძალიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ^_^

ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ზუსტად ისე, როგორც Anne Hathaway-ა ფილმში Devil Wears Prada.

ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა. :sweet:

Devil Wears Prada

Devil Wears Prada

The Best Teenage Drama Ever

დღეს ipay.ge-დან გადავიხადე გადასახადები. დაანავაროტკეს: ტელეკომის ინტერნეტი დაამატეს და რაღაცეები… მაგარი იყო. :) სულ მეზარება ხოლმე ბანკებში და გადახდის პუნქტებში სირბილი.

დღეს ძალიან მაგარი დღეა, თბილი და კარგი, სარეცხიც კი გავრეცხე და არც გაფენა დამეზარა… .

მიხარია, უკვე გაზაფხული მოდის ნელ-ნელა.

წინა პოსტში დავწერე რომ ფილმებს ჩავუჯექი აქტიურად, ხოოოოდა, ერთი ძალიან მაგარი კინო მინდა გირჩიოთ ამერიკა ფერერას (Ugly Betty) მონაწილეობით:

200709235207The Sisterhood of the Travelling Pants

გადმოსაწერი ბმული: Allmovies.ge

ბმული Imdb-ზე: /tt0403508/

IMDB რეიტინგი:  7.0/10

ჩემი რეიტინგი: 10/10

ეს არის ყველაზე ლამაზი ფილმი თინეიჯერებზე, რაც კი გადაღებულა.
იგი მოგვითხრობს ოთხი გოგონას მეგობრობაზე, სასიყვარულო თავგადასავლებზე, პრობლემებზე და … ჯინსებზე რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა გადაარჩინოს გოგონების მეგობრობა :) აღწერა ძალიან პაპსად გამოიყურებოდა და მეც დიდი ხანი ვიკავებდი თავს ყურებისგან. არ მინდოდა, რომ მორიგი High School Wanna-be-Drama შემრჩენოდა ხელში, მაგრამ… It was so damn good! I almost cried…

და ვინაიდან ასეთი შთაბეჭდილებებით დავასრულე ყურება, აღარ დავახანე და გადმოვიწერე მეორე ნაწილი: Continue reading

Nana

წეღან ერთი ემესენის ჩატლოგის კითხვა დავიწყე… ძაან ბევრი ვიცინე და რაღაც გულში თაფლივით ჩამეღვარა… რასაყვარელი ვიყავი 7 თვის წინ ^_^ ძაან მაგარი იყო… ^_^

ხო იმის თქმა მინდოდა რომ გამოვაჩინე ჩემი ბლოგი ისევ. პატარა დიზაინის პრობელმა ჰქონდა. მგონი აღდგა რავიც… თქვენთან როგორ ჩანს?

წუხელ ახალი ანიმე-სერიალის ყურება დავიწყე: Nana
ეს არის იაპონური უპოპულარულესი მანგის ადაპტირებული (ლოლ) ვარიანტი.
ამავე მანგის მოტივებზე გადაღებულია 2 ფილმი თუ არ ვცდები.
და რეიტინგებითაც ეს სერიალი ძაან მაგარი ჩანს.
ჩემთვის კი…

ზუსტად ისაა რაც მჭირდებოდა!!! 5 ეპიზოდს ვუყურე! ძაან მაგარია! ძაან!!!
მოკლედ ვიტყვი შინაარსს სპოილერების გარეშე.

ზამთრის ერთ თოვლიან საღამოს, მატარებელში, ტოკიოსკენ მიმავალი ნანა კომაცუ შემთხვევით დაჯდება ნანა ოსაკის გევრდით. ნანა კომაცუ თავი შეყვარებულთან მიდის, ხოლო ნანა ოსაკი პანკ-ჯგუფის ვოკალისტია და კარიერის გასაკეთებლად მიემგზავრება ტოკიოში. ისინი აღმოაჩენენ რომ სეხნიები არიან და საუბარს გააბამენ.
შემთხვევით, ტოკიოში ჩასულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს ბინის ძებნისას. აღმოჩნდება რომ ორივეს ერთი ბინა მოეწონათ და გადაწყვეტენ, რომ ერთად დაიწყონ ცხოვრება და რენტის ფული გაიყონ შუაზე.
ნანა კომაცუ ახალ ცხოვრებას იწყებს თავისი შეყვარებულის შოჯის და მეგობრების დახმარებით. ხოლო ნანა ოსაკი სცენაზე დებიუტისთვის ემზადება ახალ პანკ-ჯგუფში ”ბლასტი” (Black Stones), და ამასთან ერთად სხვა ჯგუფის პოპულარული გიტარისტი უყვარს, სახელად რენი.
გოგონები ერთმანეთისგან ხასიათითაც აბსოლუტურად განსხვავდებიან. ნანა კომაცუ ნაზი, მხიარული და ემოციურია, ნანა ოსაკი კი მშვიდი, ცივი და გაწონასწორებული.
ისტორია მათი მეგობრობის და სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

ნუ ეს რაც დავწერე პირველ ეპიზოდშჳ მოხდა. დანარჩენ ეპიზოდებს უყურეთ თქვენთითონ ^_^ ვისაც მოუნდება დავწერ ეპიზოდების ლინკებს.

ძაან ბედნიერი ვარ ეს ანიმე რო ვიპოვე…
დამივიწყეთ 3 დღით!!!