Tag Archives: neighbour

Real Mother Fucker!

FუF! გული გამიხდა ცუდად! ვალერიანკა დავლიე…

ინტერნეტის კაცები მყავდა გამოძახებული და სახურავზე რომ ავიდა ერთ-ერთი, ამოვარდა ჩვენი ქვედა მეზობელი და ჩაკეტა ის კაცი გარედან. o_O

”გინდა თუ არა თქვენს უფროსს დაუძახეთ და მერე გამოგიშვებო”.

”რა უფროსს, რა გინდაო”, ვერ გაიგეს ამათმა და მეზობელმაც მოხსნა პირი, დაიწყო ყვირილი და კივილი, ”ზემოთ ”ტოლი” რო  ამიყარეთ და ”ჟეშტი” გადამიგლიჯეთო და წყალი რო ჩამომივაო”, მეთქი ჯერ მე ჩამომივა შენამდე, ”ხო და მერე შენ რო ჩამოგივა მერე მეც ხო ჩამომივაო” და მოკლედ ჩავარდა პანიკაში.

მერე ვეუბნები, დამშვიდდით და გასაღები მომეცით მეთქი.

არ მოგცემ გასაღებსო, წინა ბოქლომი რო გადამიჭერითო, ჯერ ის დამიბრუნეთო და რაღაცეები.

ამ გოგოს დავემსგავსე კინაღამ

ამ გოგოს დავემსგავსე

ისტორია: ადრე ვაკეთებდით რაღაცას სახურავზე და ბოქლომის გასაღები მარტო მაგ მეზობელს ჰქონდა, თვითონ წასული იყო სადღაც და იძულებული გავხდით ის ბოქლომი მოგვეჭრა და ახალი დაგვეყენებინა. მერე კოტემ იფიქრა ქვედა სართულია და რად უნდა გასაღები, რაში ეკითხებაო და მარტო ბოლო სართულის მეზობლებს მივეცით კოპიოები. ამის მერე რამდენჯერმე ჰქონდა ჩვენგან ნათხოვარი გასაღები და კოპიო არ გაუკეთებია.

(რა ღირს კსტაწი კოპიოს გაკეთება, 50 თეთრი, 1 ლარი, 5 ლარი? o_O) !

კივილი ეგრე არ უნდა მეთქი და ისეთი ვუღრიალე ჩემი გასაღები მომეცი თქო რო გამოვარდა გვერდითა მეზობელი ქალი და უიუიუიუი, დაიწყო დამშვიდება, მერე მეორე მეზობელი კაცი (ძალიან მშვიდი და წყნარი კაცია) მამშვიდებს და ”ესო შენ კი არ გეჩხუბება ეგეთი ლაპარაკი იცისო და შენს თავზე არ მიიღოო” და რაღაცეები!

ამ დროს ინტერნეტის კაცი კვლავ ზემოთაა და იხვეწება გამომიშვით, მე არაფერ შუაში ვარო.

ხოდა მეთქი რა მოვიფიქრო, რა მოვიფიქრო და დამარტყა იდეამ. Continue reading