Tag Archives: mashable

რა შეუძლია ჩვენს ფანტაზიას?

ქართულ ბლოგებზე ბორიალისას გადავაწყდი ამ პოსტს: რა შეუძლია ჩვენს ფანტაზიას

ეს ბლოგი ძალიან მიყვარს და ხშირად შევდივარ, და ეს პოსტიც ჩემთვის ჩვეულებრივ საკმაოდ გასართობი იქნებოდა, რამდენიმე კვირის წინ იგივე სტატიის ინგლისური ვერსია ჩემი ხელით რომ არ გამევრცელებინა ტვიტერში და ფეისბუქზე: 15 Silliest Facebook URLs

ჩემი პირადი მოსაზრებით მგონია რომ ინგლისურენოვანი პოპულარული (!) ბლოგიდან კონტენტის აღება და პირდაპირ გადმოქართულება (ნუ კარგი ვთქვათ 2-3 წინადადებაა შეცვლილი, ან სულაც სხვა სტატიიდან გადმოთარგმნილი, so what?) ხოლო შემდეგ წყაროს მიუთითებლობა არის გარკვეულწილად არამართებული საქციელი.

პირდაპირ დაკოპირებაც კი სჯობს გადმოთარგმნას.

ადამიანი მიხვდება მაინც რომ ავტორს საიდანღაც აქვს აღებული და თავად არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია საკითხის გარშემო.

სხვათაშორის, მკითხველის უფლებაა, იცოდეს, ავტორი საკითხში კომპეტენტურია თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებული.

ამ მაგალითის კონტრ-მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ლინგვისტუსის ბლოგი ან თაზოს Freelandia. მართალია ამ ბლოგების დიდი თავგამოდებული მკითხველი არ ვარ, და ყოველდღე დღეში 10-ჯერ არ ვარეფრეშებ, მაგრამ როდესაც შევდივარ და რასაც ვკითხულობ იმის მიხედვით, მჯერა რომ ამ ბლოგების ავტორები განხილულ საკითხებში უფრო კომპეტენტურები არიან ვიდრე დაინტერესებულები.

და აქვე ორიოდე მოკრძალებული განცხადება:

1. ჩვენც ვკითხულობთ უცხოურ ბლოგებს! :yes:

2. ფანტაზიას მართლა ბევრი შეუძლია! :yes: სცადეთ თქვენც :)

I know it’s not wrong, but it can’t be right,  because there is something wrong!

Tweet-ers and more

ძაან დატვირთული დღეებია. 3 ახალი პროექტი დამემატა. სოციალურ მედია მარკეტინგში კონსულტაციებს ვუწევ. საქმეები კარგად მიდის. მაგრამ გამოვიფიტესავით. თან ძალიან მცხელა…

მაზეგ, 25-ში,  “ცხელი შოკოლადის” ახალი ნომერი უნდა გამოსულიყო, სადაც ჩვენზე (ბლოგერებზე) სპეც-პროექტი დაიბეჭდებოდა. წეღან გადავურეკე ერთ-ერთ ფოტოგრაფს და შემატყობინა, რომ ამ ნომერში ვერ ესწრება და იქითაში დაბეჭდავენო. გული დამწყდა :( ძაან ველოდებოდი ამ ნომერს :(((

მაგრამ იქითაში ხო დაიბეჭდება და მთავარია დაბეჭდონ რა!

კოსმოპოლიტენის ახალ ნომერში, ახლა რომელიც გამოვა დღე-დღეზე ჩემი 4 სტატია იქნება. შემდეგ ნომერში კი საერთოდ Cover Story მაქვს ჩაბარებული და თუ გამოიცნობთ ვისზე??? Continue reading