Tag Archives: Lonely

სიმღერა მინდა

დილიდან მემღერება… არადა სამსახურში ვარ :(

კიდევ კარგი დღეს ჩემს ოთახში მარტო ვზივარ, მუსიკა მაინც მაქვს ჩართული და ვცმუკავ სკამზე :weep:

სადა ვკვდები :(

კარაოკე ბარი მაინც არსებობდეს თბილისში, რომ ყოველ პარასკევ საღამოს სამსახურის მერე წახვიდე და გაერთო რა! რა ჯანდაბაა…

ნეტა გრინ კარტა მაინც მოვიგო :(

ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო

დღეს ჩიბიმ და აივერსონმა ერთდროულად გადამაგდეს. ერთი ავად გახდა მეორეს ჩაეძინა.
და ეს მხოლოდ შუა რუსთაველზე მიმავალმა გავარკვიე…

აი, კინოებში როა უცებ დედამიწა რო იზუმება აუთ-ზუმით. ანუ რომ პატარავდება და კამერა შორს მიდის…
ეგეთი რაღაც დამემართა. თითქოს მარტო მე ვარ ამ ქვეყნად…

კინაღამ ტირილი დავიწყე შუა ქუჩაში.

ეემ… კომეტარს გავთიშავ… არ გეწყინოთ.