Tag Archives: Kote

მაგარი ამინდი

Fire FM-ის რადიოს ვუსმენდი ახლა და Six Pens none the reacher-ის Kiss Me გავიდა უცებ, თან ფანჯარა მაქვს გაღებული ჩაის ვსვამ და გარეთ ისეთი მაგარი ამინდია, ეგრევე მომინდა პოსტის დაწერა.

და კიდევ ბლოგის დიზაინის გადახალისება… :) რამე საგაზაფხულოთი მინდა შევცვალო. იქნებ რამენაირად დავეხმარო გაზაფხულს მოსვლაში :) თუ არა და განწყობას მაინც შევიქმნი :)

გუშინწინ ოფისში ვარდები მაჩუქეს  და 1 დღიანი შვებულება მომცეს დაბადების დღის აღსანიშნავად. მაგარია…

თან ვარდები ისეთი ლამაზია…

05022009819 05022009818 07022009824

Continue reading

Boring Monday

ვცდილობ ხასიათი გამოვიკეთო. მაგრამ ვერა.

3 დღეში ახალი წელია. არაფერი მიყიდია. არც საჩუქარი კოტესთვის. არც საჭმელი. ქვეყნის ჭურჭელი მაქვს დასარეცხი. ახალი წლის ღამესაც ფართის ვეღარ ვაწყობ.

სორრი გაიზ. ეს ყველაფერი იმიტომ , რომ ”ატმორი” გაგვიფუჭდა. ამ კვირაში უკვე მესამედ. that’s horrible!

ცივი წყლით ჭურჭლის დარეცხვა არ მინდა :((( noooo! მაგრამ მომიწევს ახლა… 15 წუთში. :((

დღეს თავი ავწიე პირველ საათზე. მინდოდა მთელი დღე ლოგინში გამეტარებინა და ლეპტოპზე Ugly Betty-სთვის მეყურებინა, მაგრამ…

  1. თავს ძალა დავატანე და საშობაო რადიო ჩავრთე last.fm-ზე
  2. მერე ჩავიცვი,
  3. ყველა გამათბობელი საშუალება ჩავრთე,
  4. სახლი კარგად გავანიავე
  5. მერე გავათბე,
  6. სარეცხი გავავლე და გავფინე,
  7. ლოგინი ავალაგე და გამთბარ საძინებელში გადავიტანე,
  8. ნივთები შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე,
  9. Ugly Betty-ს 2 სერიას ვუყურე [პირველი სეზონი დავასრულე]
  10. და საგოზინაყე კაკალი გავსინჯე… არ ამძაღებულა! :yahoo:

ახლა მინდა კეთება დავიწყო.

Continue reading

ცისარტყელა

13 საათი მეძინა…

ავად როცა ვარ ჩემი ორგანიზმი  სულ ძილს მთხოვს. ახლა აშკარად უკეთესად ვარ :((

3 საათზე კოტეს ზარმა გამაღვიძა <3 კიდე კაი დამირეკა თორე რავიც რამდენ ხანს მეძინებოდა…

სიზმრად რაღაც უცნაურობა ვნახე…

ვიღაც 3 გოგო..
ტუალეტი…
რაღაც ნანგრევში გადავძვერით, ძველ მიტოვებულ ქარხანას გავდა
1 გოგო ”ჩემიანი” იყო, ჩემთან ერთად დადიოდა და მგონი ფანარს ანათებდა… ის ორი ერთად იყვნენ… სახეები არ მახსოვს… შორიდან გვივლიდნენ…
რაღაცას ვეძებდით… მგონი ვინც უფრო მალე იპოვიდა…

შენობა უცებ მთავრდებოდა
გადავიხედე
ქვევით ისეთი უფსკრული იყო
ამ გოგოს ჩემთან ვინც იყო ვუთხარი ჯობს უკან დავბრუნდეთ თქო…

იმ გოგოებმა რაღაც შეჰყვირეს ზემოთ და ავირბინეთ სანახავად , რა მოხდა…

ამ მოქარხნო შენობას ერთ ოთახში / დარბაზში ჭერი არ ჰქონდა და არც იატაკი ბალახი იყო ამოსული…

ზემოთ ავიხედეთ და  უზარმაზარი ცისარტყელა დავინახე…თან შორს კი არ იყო როგორც არის ხოლმე… თითქოს მის ქვეშ ვიდექით…

სურათის გადაღება გადავწყვიტე მობილურით
კადრში არ ეტეოდა…

ვცდილობდი ხელი არ ამკანკალებოდა…

მაგ დროს გამეღვიძა…

ამ ბოლო დროს ისეთ ლამაზ სიზმრებს ვხედავ…
ნეტავ რისი დამსახურებაა…

აუ ახლა საშინლად მომინდა დონატები კრემიანი გულით და შოკოლადის ან თეთრი მინანქრით…  :(((((((((((((((((((((((((((((((((( სად ვიშოვო? :(