Tag Archives: Jenny

ხვალიდან – მზადება ჰელოუინისთვის

ხვალიდან დიდი ამბები იწყება.
მე და ჯენიმ ჰელოუინის ადგილი უნდა მოვძებნოთ. ამ საქმეში წივწივაც გვეხმარება.
ეს არის იმ ადგილების სია სადაც უნდა მივიდეთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ ამ ადგილების შესახებ, ან ნაცნობი გყავთ მენეჯმენტში, შემატყობინეთ.

კაფე-ბარები
DJ კაფე – გ.ახვლედიანის ქ. 23 – 899 517513
თრეფიქ ბარი – ლეონიძის 1 ჩიხი – 999858
ლაივ ბარი – კოსტავას ქ. 23 – 933133
როუზ ბარი – ი. აბაშიძის ქ. 24 – 899 333533
სპორტ-კაფე – დინამოსთან

საბანკეტო დარბაზები
ბომონდი – ყაზბეგის ჩიხი 32/34- 391090
დერბი – თამარაშვილის ქ. 13ა – 391705
ელიტა – ვაჟა ფშაველას გამზ. 43 – 392014
ლისი – ნუცუბიძის ქ. 77 – 394099
პიკადილი – პეკინის ქ. 41 – 376033
საბანკეტო დარბაზი – ფიროსმანის ქ. 3 – 956937
სტელლა – გ. ლეონიძის ქ. 11ა – 998647
ჰარმონია – წერეთლის გამზ. 146 – 899 160457

ღამის კლუბები
კოტონი – კოსტავას ქ. 36 – 931812
პიკნიკი – გ. ახვლედიანის ქ. 13 – 920045
სითი ქლაბი – მეტეხის ქ. 22 – 771368
ჯეი არ სი – თელავის ქ. 20 – 772020 

კვირის ბოლოს პროგრამის წერას დავიწყებთ თავისი ყოველი დეტალით. სავარაუდოდ მაგ დროისთვის ადგილი უკვე შერჩეული გვექნება… და ხარჯებსაც გავთვლით.
პროგრამა იქნება მაქსიმალურად გასაიდუმლოებული, თუმცა სარეკლამოდ რაღაც კარტებს გავხსნით ;)

ყველანაირად ვცდილობთ რომ ღონისძიებას დაესწროს ყველა ბლოგერი

ეს ჰელოუინზე წამომსვლელების საშუალედო სიაა
ვინც არ ხართ სიაში, დამიდასტურეთ!

[ჰელოვინის თემა-1; ჰელოვინის თემა -2] 

  1.  mtvareuli [დაადასტურა]
  2.   ნატოშა [დაადასტურა]
  3.   Polsky [დაადასტურა]
  4.   Sweet Baby Girl [დაადასტურა]
  5.   Spieler [დაადასტურა]
  6.   iverson [დაადასტურა]
  7. [დაადასტურა]
  8.   Secrets [დაადასტურა]
  9.   bairamduduki [დაადასტურა]
  10.   jibla [დაადასტურა]
  11.   თაკა [დაადასტურა]
  12.   vampiria [დაადასტურა]
  13.   Fe_male [დაადასტურა]
  14.   პერწკლი [დაადასტურა]
  15.   Goddess [დაადასტურა]
  16.   ლილიანი [დაადასტურა]
  17.   meguna [დაადასტურა]
  18.   piccolina [დაადასტურა]
  19.   kuda [დაადასტურა]
  20.   VUDRO88WILSON [დაადასტურა]
  21.   ლეილა [დაადასტურა]
  22.   civciva [დაადასტურა]
  23.  Jo-Key [დაადასტურა]
  24. ოსტატი [დაადასტურა]
  25.   Rocko
  26.   Ti
  27.   Fall_for_you
  28.   Cursed
  29.   WIZ@RD
  30.   Endy_Kaufman
  31.   bato-bato
  32.   Owl
  33.   Landish
  34.   Dvorksy

საეჭვო:

  1. Kissie
  2. Cyborg-Mcloud
  3. Kate
  4. Tornikee
  5. BoOoOo
  6. keхi
  7.   მროველი
  8. BigCrow
  9. deka136
  10. პაწუუუ
  11. ქრისტინე
  12.  

სათაურების მოფიქრებაში ბანძი ვარ :)

დღეს დილა არ მქონია. პირდაპირ საღამოს გავიღვიძე და ავდექი. წივწივამ მომწერა სკაიპში ავდივარ ჯენისთანო და 10 წუთში 2 ხელი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩავედი მაღაზიაში კოტესთვის სიგარეტზე და რაღაცეებზე.

მერე მეტროთი გავვარდი. მეგონა წივწივა უკვე მივიდოდა მალე და არ დამაგვიანდეს თქო.

მაგრამ ძაან ადრე მომივიდა. სადარბაზოსთან დაგელოდები თქო წივწივას მივწერე და დავიწყე ჯენის ფანჯრის ძებნა ქვემოდან. რომ ვიპოვე, თავზე ხელები შემოვიწყვე და ქვემოდან ტელეპათიურ სიგნალებს გადავცემდი ”გადმოიხედე, გადმოიხედე!” მარა არ გადმოიხედა :D უნდა ვივარჯიშო ტელეპათიაში :)))))))

მერე ავადექით მე და წივწივა :) ვითომ ჰელოვინის საორგანიზაცო საკითხებზე უნდა გველაპარაკა და სინამდვილეში ჭორაობას გადავყევით ვიღაც მისტიურ სოფოზე :))) მერე წივწივა წავიდა. როგორც იქნა ნანა ჩავწერე დვდზე და ავუტანე. იმუშავა! ხოდა ვუყურეთ 3 სერიას.

რა საამურია საღამოს გატარება ”ნანას” ყურებაში, მეგობართან ერთად, რომელიც უკვე გამოკეთდა და, რომლის კამპანიაში ყოფნაც დიდ სიამოვნებას განიჭებს. 

მერე კოტემ დამირეკა და მოდი მალე სიცხე მაქვსო.

ემესენის სმაილის გაკეთება მინდოდა ამ სურათისგან მაგრამ ძალიან აპატარავებს… :(nana3  :ნანა:

ახლა ამაზონზე დავძვრები. აღმოჩნდა რომ გამოსული ანიმეს 47-სერიის გარდა კიდევ არსებობს გაგრძელება ოღონდ მარტო მანგაში. და სანამ მანგა არ დასრულდება იქამდე ანიმეს არ გამოუშვებენ. ვფიქრობდი ამაზონზე ხო არ ვიყიდო მანგა ინგლისურად-მეთქი… მაგრამ ჩიბიმ გადამაფიქრებინა…

იქნებ რამე მერჩანდაიზი მაინც ვიყიდო… :უსერ:

 

 

კსტაწი, ვისაც ”ნანას” ანიმეს გადმოწერა ეზარება, შეგიძლიათ მანგა წაიკითხოთ ონლაინ ვერსია აგერ: http://www.onemanga.com/Nana/

მაგ საიტზე მანგას ძალიან დიდი კოლექცია დევს და შეგიძლიათ სხვადასხვა ჟანრის მანგები მოძებნოთ.

 

^_^

ოფიციალურად გავფრიკე! (c) Kissie

წუხელ დამესიზმრა ვითომ სადღაც სხვა სახლში გადავედით, და მგონი ვაფშე სხვა ქალაქი იყო.

რაღაც ბინა გვქონდა 2 ოთახიანი კორპუსში და მიწებებული იყო მეორე ბინაზე, რომელშიც ცხოვრობდა ჯენი. ეს ბინები ისე იყო თჳთქოს ერთი ბინააო მარტო კარები ჰყოფდა. და ის კარები ღია იყო და იქითა 2 ოთახსაც ვხედავდი. მგონი ჯენიც ახალი გადმოსული იყო

ხოდა რომ დავინახე ეს მეორე ბინა, და მოვათვალიერე, ცარიელი იყო, კაციშვილი არ იყო, მაგრამ ეგრევე ვიფიქრე აქ ნამდვილად ჯენი ცხოვრობს თქო, ხოდა რატომღაც დავიწყე უჯრების ქექვა. და ვიპოვე ეს მოხატული მაისური და კიდე ჯენის დღიური.

Resize of 100_1907

[ნუ ეს დღიურების პოვნა ჩემს სიზმრებში ერთი კაიფია. ბავშვობიდან ვიღაცის დღიურს ვოპოულობ. ძალიან სწორხაზოვანი ფსიქოლოგიური მოვლენაა :D ^_^ ანუ თუ ვინმე ადამიანზე არ მყოფნის ინფორმაცია ან კონტაქტი მაკლია, სიზმარში ყოველთვის მის დღიურს ვპოულობ და ვკითხულობ გიჟივით. ]

ხოდა დავიწყე ამ დღიურის კითხვა სასწრაფოდ, სანამ ვინმე მოვიდოდა, მაგრამ შინაარსი არ მახსოვს რა ეწერა :( ანუ მგონი უაზროდ ვკითხულობდი. და ამ დროს დავინახე მეორე ოთახიდან ვიღაც ბავშვმა გამოყო ფეხი. საწოლზე იჯდა და ტრუსიკს იცვამდა[ლოლ]. ჯენის და იყო სავარაუდოდ. ხოდა არ დამინახოს თქო და სასწრაფოდ ჩავალაგე ყველაფერი უჯრაში მარა გვიანი იყო ჯენი შემოვიდა ოთახში და ისეთი თვალებით მიყურებდა რო მეთქი რატომ არ მოვკვდები… ანუ ჩემ დღიურში და ნივთებში რა პონტში იქექებიო.

ხოდა მეთქი აუ სად დამერხა და გამეღვიძა.

იმის მერე კიდე 2ჯერ გამეღვიძა და დამეძინა მარა ეს სიზმარი იმენა მაგრა მახსოვს. რა გაფრიკული მაქ. :(

სანამ ჩამოვა მგონი წავშლი ამ პოსტს :( თუ არ წავშალო?

 

ეს სმაილი მოუხდება:

მოსაწყენი დღე

ძაან მომწყინდა სახლში დღეს.

ჰელოვინზე არ ვწერ. ცუდი ამბების მეტი მაინც არაფერია… სანამ რამე კარგი არ მოხდება არც დავწერ.

სხვა ისედაც არაფერი ხდება. მთელი დღეს სახლს ვალაგებდი და ანიმე.გე-ს და ოლმუვიზ.გე-ს ადმინებს ველაპარაკებოდი. და კიდე ბანერებს ვაკეთებდი ხო. რამდენი ხანია მინდოდა გაკეთება და თავი ვერ მოვაბი… ბლოგის აქტიურ რეკლამირებას მივყავი ხელი. ^_^ :ბექლინკები:

დილით ჯენიმ მომწერა მესიჯი და გამიხარდა. მერე მეც მივწერე და აღარ მოუწერია. ახლა მომწერა ვერ ვიცლი ხოლმეო. და კიდე რაღაც მომწერა Open-mouthed მიყვარს ჯენი…  ხანდახან ადამიანი ისეთ რაღაცას გეტყვის რომ ეგრევე ხვდები, რო მაგრად გიყვარს :))))

Hair_by_luminatii ხვალეს ველოდები. რაღაც უნდა გაირკვეს ჩემ სამსახურზე. ნეტა ნეტა ნეტა!

დღეს გუგლის ვებმასტერზე დავრეგდი. სერჩებისთვის კაია. ვერიფიკაცია გავუკეთე ბლოგს. ალბათ რაღაც რანკები მომემატება დოდკამ მითხრა გემატებაო ადრე მარა ყველაზე კაი პონტი ის არის რომ რაღაც სტატისტიკურ მაჩვენებლებს მაძლევს ეგ ვერიფიკაცია. ვინ საად შემოდის და რაღაცეები.

ანალიტიქსივითაა მარა სხვა ინფორმაციას იძლევა. მგონი ვორდპრესზე არ ყენდება. მარტო ბლოგერზე. რაღაც უნდა ჩაამატო კოდში… მოკლედ თუ ვინმეს დაინტერესებს, მკითხოს კომენტარში და ცალკე ავუხსნი, მაგრა მეზარება ახლა…

კიდე რამდენი ხანია ლაივ-რაითერის ტუტორიალის დაწერა მინდა და მეზარება…

რა მემართება… სად გაქრა ჩემი ინიციატორული სული :(

ცუდ ხასიათზე ვარ… :(

Blogger Party: Halloween Carnival, 2008 – იდეების დამუშავება

Jenny-ს ველაპარაკებოდი ემესენში წუხელ რაღაც შეკრებაზე და მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა: მოვაწყოთ კარნავალი!!!

ბლოგერების ვიწრო წრეში. დავიქირავოთ დარბაზი, კოსტუმები, და ა.შ.

მერე მე მომივიდა იდეა, რომ კარნავალი დავამთხვიოთ 31 ოქტომბერს ჰელოვინს. თავის ჰელოვინური პროგრამით, დეკორაციებით და მთელი ამბებით.

იდეები ყველას მოეწონა. კარნავალში მონაწილეობის მსურველიც უკვე 15-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება!!!

ეს სურათი მე და ჯენის გვგავს ^_^

დღეიდან მიდის მზადება და იდეების დამუშავება ჰელოვინისთვის. წინ გვაქვს თვენახევარი. მე პირადად ვარ ნამყოფი, ჩისტა ამერიკულ ჰელოვინზე და შემიძლია ორგანიზებაში ჩავერთო. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ წუთას. ამ პოსტში დავწერ ყველა იმ იდეას რაც მომივა და განვიხილოთ.

დეკორაციის აუცილებელი ატრიბუტები:

  • გოგრები  ვიყიდით ცოცხალ გოგრებს და ჩვენით გამოვჭრით, შიგთავსს გამოვიყენებთ სხვა დეკორაციებისთვის. ;)
  • ობობას ქსელები – ქსელები იყიდება მზა, შეგვიძლია ჩვენითაც გავაკეთოთ, ან ვუთხრათ დარბაზის პატრონს რომ 1 თვე არ დაალაგოს დარბაზი და გაჩნდება ბუნებრივად :D
  • ერთი-ორი კუბო  ეს ცოტა ძნელი საშოვარია :)) თუმცა შეგვიძლია მუყაოსგან გავაკეთოთ და შევღებოთ. ჯენიმ ფურლონგი გააკეთა და ჩვენ კუბოს რავა ვერ შევკრავთ კაცო :D
  • ბევრი ჩონჩხის და ღამურის ფიგურა – შეგვიძლია დავბეჭდოთ A4 ზომის ქაღალდებზე, გამოვჭრათ და მივაკრათ კედლებზე, ფანჯრებზე, ფარდებზე.
  • აუცილებელია: სცენა, მიკროფონი, კარგი აკუსტიკა.

პროგრამა:

  • პროგრამა უნდა დავწეროთ წინასწარ და თან კარგად დავგეგმოთ. ამისთვის სადმე უნდა შეიკრიბოს რამოდენიმე ორგანიზატორი და მოაწყონ ბრეინშტორმინგი. ჩემი აზრით პროგრამა უნდა იცოდეს რამოდენიმე ორგანიზატორმა, რათა მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ^_^ ამიტომ ყველა იდეას არ გავახმოვანებ. :ჵ
  • კომენტარებში ყველამ გამოთქვას თავისი აზრი: რა შეიძლება ვაკეთოთ ჰელოვინზე. 1006241
    • ტრადიციული ჰელოვინური თამაშები. რომლებიც ძირითადად ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. მაგალითად, საშიში ლაბირინთი. ნუ დარბაზის შესასვლელში კეთდება ლაბირინთი და შიგ გავლა არის ძააალიან საშიში. დეტალებს არ გავამხელ. 
    • უბრალოდ ვიცეკვოთ და ვსვათ და ვჭამოთ მთელი საღამო
    • კონკურსები: კარაოკე, კოსტუმების, წყვილების, ცეკვის, მოჭრილი თითების სწრაფად ჭამა
    • გავათამაშოთ საინტერესო სამახსოვრო საჩუქრები…

[დანარჩენს თანდათან დავამატებ]

 halloween2004_1280