Tag Archives: inclusive fund

გვიშველეთ. მოგვკლეს.

წეღან ფეისბუქზე წავიკითხე თუ როგორ დაესხნენ თავს ფონდი “ინკლუზივის” ოფისს და ხასიათი წამიხდა.

როდემდე შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?… ნუთუ არ არსებობს რამე ან ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებს?!

აღარ მინდა აქ ცხოვრება, აღარ მინდა საქართველოს მოქალაქეობა…

მინდა რომ ყველა ქართველმა დაწეროს დიდი საჩივარი საკუთარი თავის წინააღმდეგ და მერე ვინმე კეთილმა მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯოს!

აღარ მინდა ამდენი პრობლემები, აღარ მინდა ამდენი გაჭირვებული ადამიანის ნახვა, აღარ მინდა ომი!

მინდა დალაგებული ცხოვრება, მინდა მშვიდობიანი და ნათელი დღეები ყოველგვარი თავდასხმების გარეშე, მინდა  ვცხოვრობდე ლამაზ, მდიდარ და თავისუფალ ქვეყანაში!

სადაც შემიძლია ვიყო ნებისმიერი მრწამსის, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და ამისთვის არავინ მომკლავს, არავინ დამარბევს, არავინ ჩამსვამს ციხეში!

იმიტომ რომ მე ვარ – მე, და არ შემიძლია ვიყო ვინმე სხვა.

ისევე როგორც შენ – შენ ხარ! მე კი პატივს გცემ ამის გამო და მოვითხოვ, რომ შენც ზუსტად ისევე მცე პატივი!

ჩემი აშენებული ცხოვრების დანგრევას კი ნუ ცდილობ, შენი საკუთარი დანგრეულის აშენება სცადე! Continue reading