Tag Archives: hosting

Flickr Slideshow: tutorial

SlideShow

SlideShow

Flickr არის ცნობილი გალერეების განსათავსებელი სერვისი, რომლითაც ბევრი ბლოგერი სარგებლობს და სწორედ ამიტომ პოპულარულმა ბლოგ-ჰოსტინგებმა დაიწყეს მისი ინტეგრირება.

ახლა ვწერ თუ როგორ უნდა ჩასვათ Flickr-ის სლაიდშოუ ბლოგის საიდბარში.

Blogger.com-ის მომხმარებლებისთვის:

* შედიხართ: Dashboard → Layout → Add a Gadget

* შემდეგ ირჩევთ SlideShow-ს. Continue reading

მზადება ბარკემპისთვის

პასპორტზე შევიტანე საბუთები. 24-ში მოდი და წაიღებო – ასე მითხრეს.

ძალიან აღტაცებული ვარ ამ მოსალოდნელი მოგზაურობით. ტელეფონი განვაახლე, ფოტოაპარატი მაქვს. ხოლოდ პასპორტი და ბარგის ჩალაგება მაკლია :D

ა, კიდევ პრეზენტაცია.. რომელიც მოსამზადებელი მაქვს. ვფიქრობ, ბლოგ-ჰოსტნგებზე გავაკეთო. და ბლოგ.გე-ზეც ვილაპარაკო. სამუშაო ენად ინგლისური ავირჩიე და ახლა სულ ინგლისურ ფილმებს ვუყურებ და ბიბისის გადაცემებს რომ გადავერთო.

infoკსტაწი, Blog.ge-ს ვამთავრებ ამ კვირაში ალბათ…

ერთი ფორუმელი თარგმნიდა ვორდპრესს და სხვათაშორის ძალიან კარგად იყო ნათარგმნი ზოგადად. თავიდან იმ ბაზას ვიყენებდი, მაგრამ მერე ბედად სათარგმნ ფაილში ჩავიხედე და გული გამისკდა. საერთოდ არ გამოდგებოდა კონკერტულად Blog.ge-სთვის.

თარგმნა ძალიან დიდი შრომაა. განსაკუთრებული სპეციფიკური ტერმინების და ფრაზების მოგონება დამჭირდა, რომელიც მთელს სისტემაზე ყველგან ერთნაირად უნდა იხმრებოდეს და მეორდებოდეს. ერთიანი სტილიზება სჭირდებოდა.

დაახლოებით 70% თავიდან გადასათარგმნი გამიხდა მაგრამ ეგ პრობლემაც გადავჭერი. ჩავუჯექი და მივაკვდი… სამაგიეროდ ახლა შეგიძლიათ დატკბეთ. Continue reading