Tag Archives: Holiday

Blogger Party: Halloween Carnival, 2008 – იდეების დამუშავება

Jenny-ს ველაპარაკებოდი ემესენში წუხელ რაღაც შეკრებაზე და მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა: მოვაწყოთ კარნავალი!!!

ბლოგერების ვიწრო წრეში. დავიქირავოთ დარბაზი, კოსტუმები, და ა.შ.

მერე მე მომივიდა იდეა, რომ კარნავალი დავამთხვიოთ 31 ოქტომბერს ჰელოვინს. თავის ჰელოვინური პროგრამით, დეკორაციებით და მთელი ამბებით.

იდეები ყველას მოეწონა. კარნავალში მონაწილეობის მსურველიც უკვე 15-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება!!!

ეს სურათი მე და ჯენის გვგავს ^_^

დღეიდან მიდის მზადება და იდეების დამუშავება ჰელოვინისთვის. წინ გვაქვს თვენახევარი. მე პირადად ვარ ნამყოფი, ჩისტა ამერიკულ ჰელოვინზე და შემიძლია ორგანიზებაში ჩავერთო. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ წუთას. ამ პოსტში დავწერ ყველა იმ იდეას რაც მომივა და განვიხილოთ.

დეკორაციის აუცილებელი ატრიბუტები:

  • გოგრები  ვიყიდით ცოცხალ გოგრებს და ჩვენით გამოვჭრით, შიგთავსს გამოვიყენებთ სხვა დეკორაციებისთვის. ;)
  • ობობას ქსელები – ქსელები იყიდება მზა, შეგვიძლია ჩვენითაც გავაკეთოთ, ან ვუთხრათ დარბაზის პატრონს რომ 1 თვე არ დაალაგოს დარბაზი და გაჩნდება ბუნებრივად :D
  • ერთი-ორი კუბო  ეს ცოტა ძნელი საშოვარია :)) თუმცა შეგვიძლია მუყაოსგან გავაკეთოთ და შევღებოთ. ჯენიმ ფურლონგი გააკეთა და ჩვენ კუბოს რავა ვერ შევკრავთ კაცო :D
  • ბევრი ჩონჩხის და ღამურის ფიგურა – შეგვიძლია დავბეჭდოთ A4 ზომის ქაღალდებზე, გამოვჭრათ და მივაკრათ კედლებზე, ფანჯრებზე, ფარდებზე.
  • აუცილებელია: სცენა, მიკროფონი, კარგი აკუსტიკა.

პროგრამა:

  • პროგრამა უნდა დავწეროთ წინასწარ და თან კარგად დავგეგმოთ. ამისთვის სადმე უნდა შეიკრიბოს რამოდენიმე ორგანიზატორი და მოაწყონ ბრეინშტორმინგი. ჩემი აზრით პროგრამა უნდა იცოდეს რამოდენიმე ორგანიზატორმა, რათა მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ^_^ ამიტომ ყველა იდეას არ გავახმოვანებ. :ჵ
  • კომენტარებში ყველამ გამოთქვას თავისი აზრი: რა შეიძლება ვაკეთოთ ჰელოვინზე. 1006241
    • ტრადიციული ჰელოვინური თამაშები. რომლებიც ძირითადად ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. მაგალითად, საშიში ლაბირინთი. ნუ დარბაზის შესასვლელში კეთდება ლაბირინთი და შიგ გავლა არის ძააალიან საშიში. დეტალებს არ გავამხელ. 
    • უბრალოდ ვიცეკვოთ და ვსვათ და ვჭამოთ მთელი საღამო
    • კონკურსები: კარაოკე, კოსტუმების, წყვილების, ცეკვის, მოჭრილი თითების სწრაფად ჭამა
    • გავათამაშოთ საინტერესო სამახსოვრო საჩუქრები…

[დანარჩენს თანდათან დავამატებ]

 halloween2004_1280

ცხვარიჭამია

საათია რაც ჩამოვედი ცხვარიჭამიიდან. აგარაკი მაქვს იქ. 2 დღით ქალაქის ზუზუნს გავეცალე. იმედია მოგენატრეთ ^_^
ცოტა დავისვენე.
ახლა გასაუბრებაზე მივდივარ და ეგ იყო მიზეზი რის გამოც ასე მალე ჩამოვედი თორემ ერთი-ორი დღე კიდე დავრჩებოდი სიამოვნებით…
 
 
ცოტა ფოტოები ჩამოვიტანე:
 

 
”ვარდკაჭაჭა”
 

”ვარდკაჭაჭა” (ნეგატივი)
 

მე
 

მდინარეზე ჩამავალი გზა
 

საავტომობილო გზა შუა ტყეში