Tag Archives: facebook

Facebook Fail

მეხუთე დღეა facebook-ზე ვეღარ შევდივარ!

არ მეგონა ასეთი დამოკიდებული თუ ვიყავი ამ სოციალურ ქსელზე, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ დღე, დილიდან საღამომდე ფეისბუქის ჰოუმფეიჯს განუწყვეტლივ ვარეფრეშებ.

Still nothing… :(

Log in- ის დროს სისტემა მეუბნება:

facebookfail

საერთოდ, როდესაც სერვერების განახლება მომხდარა ეს 24 საათზე მეტ ხანს არასდროს არ გაგრძელებულა. ახლა კი 80 საათზე მეტია მე და ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ანგარიშებთან წვდომა არ გვაქვს.

ყოველმა ჩვენთაგანმა რამდენჯერმე მისწერა Facebook-ის დამხმარე ჯგუფს. არავითარი პასუხი არ მოგვსვლია..

აქტიური განხილვები და წუწუნი მიდის Get Satisfaction-ზე სადაც რამდენიმე თემა გაიხსნა ბოლო 5 დღეში.

ამ პრობლემის შესახებ დაწერეს: Cnet-მა, PCWorld-მა.

ჯერ არაფერი ისმის Mashable-ისგან, რომელსაც დღეს გავუგზავნე იმეილი და ალბათ უახლოეს დღეებში გაარკვევენ რა ხდება.

ოფიციალურმა Facebook-მა მხოლოდ დღეს აღიარა არსებული პრობლემა, რომელიც თურმე მონაცემთა ბაზებს ეხება.

ისინი დაგვპირდნენ რომ უახლოეს 24 საათში შეცდომები გამოსწორებული იქნება. მას შემდეგ 16 საათია გასული.

თუ ხვალაც არ მოაგვარებენ ყველაფერს, ინტერნეტში მასობრივი ბუნტი დაიწყება Facebook-ის წინააღმდეგ. სულ მალე ამაში ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთებიც ჩაერევიან.

ამ დღეებში მივხვდი რომ ჩემს ბლოგზე შემომსვლელთა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ Facebook-ის განახლებებიდან გადმოდიოდა. ვერ ვიტყვი რომ მკითხველმა დაიკლო, მაგრამ Facebook-იდან გადმომსვლელების რაოდენობა ნამდვილად “შეიფერთხა”.

გარდა ბლოგის სტატისტიკასთან დაკავშირებული პრობლემისა, ვერ ვანახლებ ვერც-ერთ ჩემს Fan-Page-ს.

ვერ შევდივარ ვერც ერთ თამაშში.

ეჭვი მაქვს, რომ ჩემი Pet-ი Pet Society-ში აბსოლუტურად გაძვალტყავდა. :D

რამე მიშველეთ!

Pet Society – Official Trailer

ჟრუანტელმა დამიარა! მაგარი ტრეილერია :love:

Celebrate

Friendship

~

Celebrate

Love

~

Fill

your days

with fun

~

Express

Yourself

~

Celebrate

Your World

In the world of

lens3136122_1236529308logo

Play on Facebook

რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი ერთი თვის განმავლობაში?

გიგამ დამთაგა: დუმაი-დუმაი

ერთი თვის განმავლობაში შემიძლია უარი ვთქვა:

  1. ხორცის და პურის ჭამაზე
  2. ტელევიზორის ყურებაზე – /ისედაც არ ვუყურებ/
  3. Facebook-ზე და Twitter-ზე სტატუსების განახლებაზე
  4. Country Story-ზე
  5. სხვა ბლოგების კითხვაზე
  6. ჩემი ბლოგის დიზაინში რაიმე ცვლილების შეტანაზე
  7. Top.ge-ს სტატისტიკის მონახულებაზე

ვთაგავ: თინის

Digsby

digsby-logo

ვსიო შემიყვარდა!

უმაგრესი სოფტი (მესინჯერსაც ვერ დაარქმევ!) რომელიც აერთიანებს:

  • Email (Gmail, Yahoo, Hotmail, POP3, IMAP)
  • Yahoo Messenger
  • MSN
  • ICQ
  • Jabber
  • Google Talk
  • AIM
  • Facebook
  • Facebook Chat
  • Twitter
  • Myspace
  • Linkedin

ეს ყველაფერი გაქვს ერთ მესინჯერში! ერთიდაიგივე ფანჯარაში ვესაუბრებოდი წეღან ჰერმიონას რომელიც ფეისბუქის ჩატიდან მელაპარაკებოდა და ყვავას რომელიც ემესენშიო იყო შემოსული!!! რა მაგარიაა!!!

თან რა საყვარელი სმაილიკები აქვს!!! (ამის გარდა შეგიძლიათ იაჰუს, ემესენის ან კიდევ  ორი სხვანაირი სმაილიკები დააყენოთ)

გასაგიჟებელი სმაილიკები აქვს

სტატუსის განახლებისას ყველა სოც. ქსელი ახლდება (თუმცა შეგიძლია მიუთითო რომლები არნ განახლდეს!)

აქვს არაჩვეულებრივი სკინები. მე პირადად არჩეული მაქვს სკინი სახელად “Modern Bubbling” ვარიანტით “Glass (Pink& Glass) და ასე გამოიყურება:

chat

ჩქარა გადმოიწერეთ და დატესტეთ ჩქარაააა!!!

დაყენებისთანავე ეს გამოურთეთ:

123

გადმოიწერეთ აქედან: Digsby

(არა-affiliate ლინკია!)

მითხარი ვისზე ხარ დამოკიდებული და გეტყვი ვინ ხარ შენ!

გუშინ ერთი ქართველი ბლოგერის გამო მთელი ინტერნეტი აფორიაქდა.

უამრავმა ადამიანმა  რამდენიმე საათიანი დარტყმა მიიღო იმის გამო, რომ გაითიშა ან ხარვეზებით მუშაობდა მათი ყოველწუთიერი მოხმარების საიტები: twitter, facebook, livejournal, myspace.

გუგლის თანამშრომლებმა განაცხადეს რომ ტვიტერის და ფეისბუქის მსგავსად მათი სერვერების მიმართაც განხორციელდა კიბერ შეტევა მაგრამ სისტემამ ყველაფერს გაუძლო.

რამდენიმე საათის წინ blogspot.com-მაც დაიწყო გაჭედვა. შესაძლოა ეს სწორედ ”სოხუმის” წინააღმდეგ მიმართული  შეტევის შედეგი იყოს.

ქართულ ბლოგოსფეროში გაიჟღერა დაახლოებით ასეთმა ფრაზებმა: ”აბა, რომ ყოფილიყო ეს რომელიმე ქართული სერვერი, ან self-hosted ბლოგი გაუძლებდა ”სოხუმის” ბლოგი შეტევებს?”

რა თქმა უნდა ვერა! მაგრამ მთელი იუმორი იმაშია, რომ ვერც ტვიტერმა გაუძლო, ვერც ლაივჟურნალმა და ვერც ფეისბუქმა.

სოხუმის ბლოგი ლაივჟურნალზე დაიბლოკა. ამ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია თავის პროფილებში შევიდეს რომელიმე სოციალურ ქსელში.

ახლა სიტუაციას შეხედეთ იმ მილიონობოთ სხვა მომხმარებლის თვალით, რომლებსაც ზემოთ ხსენებულ საიტებთან მუშაობის შესაძლებლობა პრაქტიკულად გადაეკეტათ საათების განმავლობაში.

რა დააშავეს ლავიჟურნალზე განთავსებულმა სხვა ბლოგებმა?

ის დააშავეს რომ ისინი ლაივჟურნალზე და ”სოხუმის” მსგავს სხვა მილიონობით მომხმარებელზე არიან დამოკიდებულნი.

როდესაც მილიონიანი ქოლგის ქვეშ ხარ შეფარებული, იგივე ბედი გეწევა რაც დანარჩენ მილიონს.

ინტერნეტი ისეთი რამეა უფასო ბლოგ-ჰოსტინგებზე და სოციალურ ქსელებში ყოველთვის გამოჩნდება შენი ქოლგის ქვეშ შეფარებული ვიღაც ვისაც რუსეთი კიბერ-შეტევას მოუწყობს და მაშინ შენი ბლოგიც ისევე გაითიშება როგორც მისი :)

სოხუმის კი პირდაპირ მივმართავ,

თუკი ბლოგზე სერიოზულ თემებს განიხილავ, საკითხსაც სერიოზულად უნდა მიუდგე და მინიმუმ ბლოგის Offline ვერსია რამდენიმე DVD დისკზე უნდა გქონდეს დაკოპირებული. :)

დაანებე თავი ლაივჟურნალს და მის საწყალ მომხმარებლებს.

გააკეთე ნორმალური ბლოგი ნორმალური დაცვით და ბედს ეწიე!