Tag Archives: download

The Best Teenage Drama Ever

დღეს ipay.ge-დან გადავიხადე გადასახადები. დაანავაროტკეს: ტელეკომის ინტერნეტი დაამატეს და რაღაცეები… მაგარი იყო. :) სულ მეზარება ხოლმე ბანკებში და გადახდის პუნქტებში სირბილი.

დღეს ძალიან მაგარი დღეა, თბილი და კარგი, სარეცხიც კი გავრეცხე და არც გაფენა დამეზარა… .

მიხარია, უკვე გაზაფხული მოდის ნელ-ნელა.

წინა პოსტში დავწერე რომ ფილმებს ჩავუჯექი აქტიურად, ხოოოოდა, ერთი ძალიან მაგარი კინო მინდა გირჩიოთ ამერიკა ფერერას (Ugly Betty) მონაწილეობით:

200709235207The Sisterhood of the Travelling Pants

გადმოსაწერი ბმული: Allmovies.ge

ბმული Imdb-ზე: /tt0403508/

IMDB რეიტინგი:  7.0/10

ჩემი რეიტინგი: 10/10

ეს არის ყველაზე ლამაზი ფილმი თინეიჯერებზე, რაც კი გადაღებულა.
იგი მოგვითხრობს ოთხი გოგონას მეგობრობაზე, სასიყვარულო თავგადასავლებზე, პრობლემებზე და … ჯინსებზე რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, რათა გადაარჩინოს გოგონების მეგობრობა :) აღწერა ძალიან პაპსად გამოიყურებოდა და მეც დიდი ხანი ვიკავებდი თავს ყურებისგან. არ მინდოდა, რომ მორიგი High School Wanna-be-Drama შემრჩენოდა ხელში, მაგრამ… It was so damn good! I almost cried…

და ვინაიდან ასეთი შთაბეჭდილებებით დავასრულე ყურება, აღარ დავახანე და გადმოვიწერე მეორე ნაწილი: Continue reading

We don’t wanna Put^In

აი ყოჩაღ რა!!!

ალბათ ყველამ გაიგეთ რა სიმღერა გავიდა ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში.

ათასი მითქმა-მოთქმა იყო საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა წლევანდელ ევროვიზიაზე და ბევრმა ბლოგერმაც კი დაწერა ანტი-ევროვიზიული და ანტირუსული პოსტები.

მაგრამ რა იქნებოდა თუ არ მივიღებდით მონაწილეობას? პატარა საწყალი ქვეყნის პროტესტი რაც ყველას ფეხებზე ჰკიდია. გაბუტული ბავშვივით კუთხეში ვიქნებოდით მიმდგარი მაშინ როცა დანარჩენები მხიარულობენ და მღერიან.

ახლა კი ყველამ დაინახა რომ არაფერ პროტესტს არ ვაცხადებთ არამედ შეტევაზე გადავდივართ.

სტეფანე და 3G-ს ეს ნაღვაწი უკვე მსოფლიო ჰიტია, ყველგან ტრიალებს და ყველა ამაზე საუბრობს. Continue reading