Tag Archives: ცნობილები

Sex and the City 2

გადაღებები დიდი ხანია დაწყებულია. კი არადა უკვე მთავრდება მალე.

პოსტერიც გვეღირსა!

SEX-AND-THE-CITY-POSTER

2010 წლის 28 მაისი არის პარასკევი დღე და მე კინოში მივდივარ!

შენ?

ვისაც არ გაქვთ ნანახი, იქამდე დიდი დროა, ჯერ კიდევ მოასწრებთ: Sex & the City (ინგლისურად, სუბტიტრებით)

მეც კიდევ ერთხელ  ვიწყებ ამ დღეებში.

ესეც ცოტაოდები სურათები გადასაღები მოედნიდან:

შარლოტას ვარდისფერ ქუსლიანი ფეხსაცმელები ძაალიან მომეწონა! :love:

ამ სამანტას კიდე აღარ უხდება ეს დეკოლტეები! დაბერდა და მაინც არ ეშვებიან! :braz:

Why can’t we just stay young???

რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე გამოიყურებოდეს ისე როგორც 18 წლის ასაკში და ისე მოკვდეს???

ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი

ბავშვობაში მინდოდა რომ ასეთი ვყოფილიყავი (ოღონდ მარცხენა!)

კიანუ რივზი

კიანუ რივზი

ჩემი პატარა მატრიცა ვინაარიო (თუ ვინ “იყოო”) :(

Continue reading

3 გლამურნი სიახლე

ამას ქვია, ბედი მომეცი და თუ გინდა, სანაგვეზე დამაგდეო (თუ როგორაა ეგა?)

1. კიდევ ერთი ახალი სამსახური მაქვს :love:2908_74192234930_706119930_1543895_5955203_n

Tbilisi Open Air-ის ოფისმა დამიქირავა Community Manager-ად.

ვებსაიტის განახლება და კოორდინაცია, ბლოგის განახლება, სოციალური ქსელებში აქტივობები და ფორუმის მოდერაცია მევალება.

ამ ზაფხულში კიდევ რაღაც ფესტივალს გეგმავენ და იმაშიც ვიქნები ჩართული.

რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობა მექნება გავიცნო ისეთი კეთილი და ტკბილი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად აჩიკო გულედანი. :love:

2. კოსმოპოლიტენის ახალი ნომერი გამოვიდა!

დღეიდან ყველას შეგიძლიათ შეიძინოთ გაზეთების ჯიხურებში და წიგნის მაღაზიებში კოსმოპოლიტენის ამ თვის ნომერი, სადაც ჩემს მიერ მომზადებული 4 სტატიის წაკითხვას შეძლებთ.

გარდა ამისა, თქვენც გეძლევათ საშუალება, შემდეგ ნომერში საკუთარი სვეტი გქონდეთ!

განსაკუთრებით ბლოგერებს და მომავალ ჟურნალისტებს მინდა მივმართო:

თუ ოდესმე გიოცნებიათ კოსმოპოლიტენში ან მსგავს პრიალა ჟურნალში საკუთარი სვეტის ქონაზე, დღეიდან გეძლევათ ამის საშუალება. თემატიკა ამოუწურავი და შეუზღუდავია!

კონკურსის დაწვრილებითი პირობები ამ თვის ნომერში, რედაქტორის სვეტის გვერდით წერია!!!

3. ქართული კოსმოპოლიტენი 3 წლის გახდა!

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხვალ (25 ივნისს) აკვაპარკში დიდი ივენტია დაგეგმილი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დასწრება!

მოსაწვევის ფასი – 25 ლარია. სასურველია წამოიღოთ საცურაო კოსტუმები! ;)

ივენტი დაიწყება საღამოს 9 საათზე. იქნება ხილის ფურშეტი, ქართველი სელებრითები და ჯაან ტაკოი სიტუაციები :D

მოკლეეედ, ქალი სელებრითებში ვტრიალებ რაააა!!! :მიხარია და რა ვქნა:

cosmopolitan_bg_logo

Gossip Girl: Review

ერთი კვირაა მე და თინი Gossip Girl-ს ჩავუჯექით და აღფრთოვანებულები ვართ!

Gossip Girl

Gossip Girl

Continue reading

Last Three Days

Before

Before...

მაგარი დახუნძლული დღეები მქონდა.

პირველ რიგში ის ამბავი მაქვს რომ ბლოგ.ჯი-ს კეთება წარმატებით მიდის. ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა. თუ იანვრის 20-მდე გამოვიდა WPMU-ს ახალი ვერსია, თებერვალში გავუშვებთ ოფიციალურ ბეტას.

ამ საქმეს მთელი კვირა შევალიე. ბლოგზეც კი არ დამიწერია არაფერი. ნუ კიდევ მეორე მიზეზი ის იყო რატომაც არ ვწერდი რომ ბაზის ბექ-აფი გავაკეთე კომპიუტერში და ველოდებოდი ახალ ჰოსტზე გადასვლას და არ მინდოდა რამე შემეცვალა ბაზაში. მაგრამ არ დაადგა საშველი და ამ პოსტის მერე თავიდან დავაბექაფებ :)

...After

...After

ჯერ-ჯერობით ბლოგ.ჯიზე ყველაზე მეტად ვამაყობ საფორთის ბლოგით. სადაც ტუტორიალებს ვწერთ მთელი სისტემის შესახებ. ნუ ძალიან გვეხმარება ინგლისურენოვანი ვარიანტი მაგრამ შემოკლება გვიწევს და ტერმინოლოგიის მოფიქრება და ა.შ.

თავიდან წერაში შემომიერთდა თინი. გამაოცა ისეთი სიყვარულით მიუდგა ყოველ ტუტორიალს და რაღაც შვილივით უვლიდა, მერე ყვავას ანახა შესაფასებლად და რაღაც… ძაან სითბოთი მოეკიდა მოკლედ საქმეს. მადლობა თინი! :user: :2kiss:

მერე ლოგოზე ვჩალიჩობდით. ყვავამ მოგვაწოდა სამი კუბიკის იდეა. მერე მე დავაფოტოშოპე. ყვავამ ესაო, ისაო, რა არი მრგვალი კუბიკები და პრიალა და ძაან თანამედროვე ვიდი აქვსო :D მაგრამ მე მომწონს ასეთი სტილი… :User:

Continue reading