Tag Archives: ბლოგი

მოგზაურობა ერევანში II

dsc00622

შესასვლელი

აეროპორტში ვარ ახლა. რეგისტრაცია გავიარე და ველოდები ჩასხდომა როდის დაიწყება. ტაქსი გამოვიძახეთ და იმით წამოვედით აეროპორტში. რაღაც ბედად ტაქსისტმა თბილისის ზღვიდან წასვლა არჩია და ისეთი გზებით იარა სადაც არასდროს ვყოფილვარ. თავი უკვე სხვა მხარეში მეგონა. ძალიან ლამაზი იყო თბილისის ზღვა. გზაში სურათებსაც ვიღებდი. ახალი გზა დაუგიათ მაგ მხარეს და 20 წუთში ვარკეთილის მეტროსთან მიგვაფრინა ტაქსმა. Continue reading

Interviewed

Transition Online – მედიის განვითარების საერთაშორისო, არა-სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ოპერაციებს აწარმოებს 29 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთი).

მათი მიზანია ამ ქვეყნებში ახალი მედიის პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობისა და გავლენის გაუმჯობესება.

Transition Online Georgia კი არის მათი წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბლოგოსფეროს განვითარებაზე.

3 დღის წინ დამიკავშირდა Transition Online Georgia-ს წარმომადგენელი ჟურნალისტი და ინტერვიუ მთხოვა, როგორც Blog.ge-ს წარმომადგენელს და ბლოგინგის ექსპერტს ( :D ).

ჩემი ინტერვიუ:

1. თქვენი აზრით როგორ არის საქარველოში ბლოგოსფერო განვითარებული?

– როგორც არ უნდა იყოს, სულ მალე უკეთესად იქნება. :)

სულ ასამდე აქტიური ბლოგის ჩამოთვლა შემიძლია და 90%-ს ე.წ. პირადი დღიურის კატეგორიაშია. თუმცა ზოგადად, მთელს მსოფლიოში ასეა, პირადი ბლოგები ძირითადი ბლოგოსფეროს 80-%-ს შეადგენს, რადგან ასეთი ტიპის ბლოგებს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. დანარჩენი თემატური ბლოგების სეგმენტია.

თუმცა ერთი-ორი წლის წინანდელთან შედარებით ბლოგოსფერო ნამდვილად განვითარებულია.  მაშინ სულ ათიოდე ბლოგერი არსებობდა, ვინც აქტიურად წერდა, თუნდაც კვირაში ერთხელ. ახლა კი დღეში დაახლოებით 50-70 ახალი პოსტი იწერება.

ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ვცდილობდით ფართო მასებისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენდა ბლოგინგი და რამხელა პერსპექტივები ჰქონდა მას, როგორც მედიის საშუალებას.

Continue reading