Tag Archives: 900

25 თეთრი

პატარა სხოდკა მოვაწყვეთ დღეს ექსპრომტად.

მართალია, თითქმის ყველას გავუგზავნე ესემესი, ვისი ნომერიც მქონდა, მარა მაინც ის ხალხი არ მოვიდა. :D

სურათები თუ ვინმეს გაქვთ გადმომიგზავნეთ მერე რა…

დავაგვიანე 1 საათი. ამ ბლოგის გალამაზებას გადავყევი. :P

მაგრამ პატიოსნად დამხვდა ყველა. ჯერ მაკდონალდსში ვიყავით მერე არ მოგვეწონა იქაურობა და წავედით გვერდით მდებარე მაჭახელაში. სხვათაშორის ძაან კაი სიტუაცია დაგვხვდა და ამიერიდან ასეთ პატარა სხოდკებს ალბათ მანდ მოვაწყობთ. პიცაც ძაან გემრიელი იყო… ;) ძალიან თბილი გარემო იყო. მარა ყველა ვყაყანებდით :D  გგგ

მარშუტკაში ვიღაც უცნობმა ბიჭმა გადამიხადა მგზავრობის საფასური… :confused: ერთდროულად ჩავედით და მეთქი არ ამეკიდოს… მარა სიტყვა არ უთქვამს, გამიღიმა და წავიდა თავის გზაზე. რა საინტერესოა… :confused: 25 თეთრიანი კომპლიმენტი იყო? :D

აუ და თან ამ ბოლო დროს რაღაც პატარა ფობია მაქვს აკიდებული, რომ ვინმემ ქუჩაში არ მიცნოს ბლოგიდან ან ინტერნეტიდან ან ფორუმიდან და მე რომ ვერ ვიცნობ რას ტეხავს… და ვინმე ცოტა ისე თუ შემომხედავ მომაშტერდება ან რამე სულ იმას ვფიქრობ, ნეტა რატო მიყურებს-მეთქი…

:D

([Rocko], მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ :confused: )

ხვალ კოტე მივლინებაში მიდის :vis: არადა 900 დღე შეგვისრულდა :( :cry:

მიყვარხარ, კვატ… :(