Tag Archives: ჰოსტი

Service Temporary Unavialable

ჩემი ჰოსტი ითიშება შიგადაშიგ 1 საათია :D

ნეტავ ბოროტმა ჰაკერებმა მეც ხომ არ მომაგნეს?

რა ბედნიერებაა :D

ღმერთო ჩემო! როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი!!!

ჩემი დაწერილი ყველა პოსტი ისეთი ძვირფასია..

აი, წეღან ახალ ჰოსტზე გადასვლის პროცესებს ვატარებდი და რამდენიმე საათით ბლოგის ბაზას ვერ ვწვდებოდი… ეს საშინელება იყო…

აღარც პოსტის დაწერის მუღამი მქონდა და არაფერი… :(

კიდევ კარგი ლანდიშა დამეხმარა და შევიტანე ბაზა თორემ ალბათ გავგიჟდებოდი ბლოგს რომ რამე მოსვლოდა :(

ერთი სიტყვით ახლა 150 გიგაბაიტიანი ჰოსტზე ვცხოვრობ მაქვს განუზომელი რაოდენობის ქვედომეინები რომელთაგან უკვე მუშაობს:

smile.sweet.ge – ჩემი სმაილიკების საიტი [რომელსაც მალე ახალ დიზაინს გავუკეთებ და უფრო ნორმალურად  ავაწყობ]

და

girls.sweet.ge – სადაც მინდა გადმოვიტანო Girls rule, წორდპრესი დავაყენო და კარგად ავამუშავო. :)

ასევე გამაჩნია მეილ სერვერი შემიძლია გაგიჩითოთ იმეილები დაახლოებით ასეთი → sheni_saxeli@sweet.ge.

მოკლედ ახალი ჰოსტი კარგია [ერთადერთი მინუსი აქვს ის, რომ უცხოურია და ზოგს გლობალი ეთიშება ხოლმე ხშირად] Continue reading

Busy

Ugly Betty-ს ყურება დავასრულე. უფრო სწორად იმ სერიების რაც ავოეზე დევს.

ალბათ ტორენტებიდან დავიწყებ გადმოწერას დღეს, როგორც კი მოვიცლი.

რით ვარ დაკავებული?

1. ქართულ ბლოგ ჰოსტინგ სერვისს ვაკეთებ.

უკვე დავაინსტალირე, გავშპაკლე, თემები დავაყენე, [Lady Crow]-ს გავატესტინე და მშვენივრად მუშაობს. მალე ბეტა ვერსიას გავუშვებ.

გასაკეთებელი საქმეები:

  • ახალი თემების დაინსტალირება
  • ბაგიანი თემების გასწორება ან შეცვლა
  • ჰოუმფეიჯის დიზაინი
  • კონტენტი, წესები, და სხვა აუცილებელი ტექსტები
  • ახალი ვერსიის თარგმნა
  • ლოგო, სლოგანი
  • მარკეტინგული კამპანია

ძალიან დიდი სამუშაოა. დღე და ღამე უნდა ვიჯდე და ვაკეთო. ვინც მოიცლის და შემომიერთდება ჩემი კარი მუდამ ღიაა :D

ვინ იცის იქნებ მერე ხელფასიც დაგინიშნოთ :D Continue reading