Tag Archives: ხუესვინნაროგაემუდობლიაძიშე

ლა-ლა-ლა! All I want for christmas is…

მივედი ვოკალის მასწავლებელთან დღეს სასინჯად! :bis:

ძაან კაი გოგო დამხვდა.. ჯერ მკითხა რა მუსიკა მოგწონსო, რა სტილს მღერიო, მუსიკაზე თუ გივლიაო, ესაო, ისაო…

მერე ფუსიქეთდოლზის სვეის მინუსი ჩამირთო და იმღერეო. ტექსტი იასნია დამავიწყდა მომენტალურად. ლა-ლა-ლა-თი იმღერეო :D ხოდა ვიმღერე ლა-ლა-ლა-თი.

მერე პიანინოზე გამამღერა, მიიიიიი-ააააააააა-ააააა :D

მერე მითხრა ის სიმღერა შემისრულე, თებერვალში კასტინგზე რაც იმღერეო. ვიმღერე. (მერაია ქერის – All I want for Christmas)

ხოდა ხელათ მომახსენა დასკვნა:

  • ტემბრი – არაჩვეულებრივი;
  • დიაპაზონი – გადასარევი;
  • ვიბრატო [lol] – მშვენიერი;
  • ვოკალის კარგად დამუშავება გინდა და ყველაფერი 5-იანზე გამოგივაო
  • ოღონდ სიმღერის დროს ნუ იჭყანებიო :D :D :D

ყოველ სამშაბათს ჩამიტარებს თითო გაკვეთილს ჯერ-ჯერობით და მერე გავზრდი სიხშირეს.

:user:

:cry:

[მხოლოდ სიხარულის ცრემლებია]

pop

P.S. დღეს პატარა რეკლამის გაკეთებას ვაპირებდი აქ. მაგრამ უკვე გვიანია ძალიან. ხვალ დილით გამოვაქვეყნებ
P.P.S. ყველას გაინტერესებთ, სად ვმუშაობ არა? ;)