Tag Archives: ქუსლი

ვის უფრო გრძელი აქვს?

დღეს თინი მესტუმრა სამსახურში.

ავხედ-დავხედე და გადავწყვიტე გამერკვია, ჩვენ ორს შორის ვის უფრო გრძელი აქვს!

ეს ისეთი საკითხია, ყველა დაქალს შორის აუცილებლად გარკვეული რომ უნდა იყოს და თანაც ამ საქმის მოცდა და გადადება არაფრით არ შეიძლება!!!

ამის თქმა იყო და თინიმ დაიწყო პრანჭვა-გრეხა…

ისაო, ესაო, ბიჭები არიან მაინც ოფისშიო, მრცხვენიაო, მარტო რომ ვიქნებით მერე იყოსო, არ შემარცხვინო ახლაო, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მორჩილად გამომიშვირა.

თავიდან ვცდილობდით ზედმეტი ზომვა-წონვის გარეშე ჩაეარა ოპერაციას და უბრალოდ ერთმანეთისთვის დაგვეტოლებინა, მაგრამ ოფისში მოსიარულე მამრების ყურადღება იმდენად მივიპყარით რომ იძულებული გავხდით უფრო ცივილური ხერხებისთვის მიგვემართა.

ამიტომ, ამოვიღე უჯრიდან ჩემი 30 სანტიმეტრიანი ვარდისფერი სახაზავი და თინის ვუთხარი ჰაერში აღემართა და ჩემსკენ მოეშვირა მუნ იგი გასაზომელი…

სრული 10 სანტიმეტრი დაუფიქსირდა…

“ეგრე არ უნდა” – მეთქი, აღმომხდა აღშფოთების ყიჟინა!

სად იყო და სად არა დავაძრე ჩემიც, გავზომე და… Continue reading

Babe Choo!

როგორ მომეწონა ეს ფეხსაცმელი და 9 დოლარი ღირს და შიფინგი 44 დოლარი :(((((((

კი, მართალია, ეგრევე ეტყობა რომ ძიშოვკა არის. მაგრამ თბილი იქნება. თან 9 დოლარი რა არის, რაც უნდა ძიშოვკა იყოს?!… :( :Vis:

აუ როგორ მომეწონა… თან ბათინკია, თან ქუსლზე. ამ ზამთარში კარგად გამოვიყენებდი. ეეჰ…

ჯანდაბა რა, ამ ქვეყანაში როგორ არაფერი არ არსებობს… იაფი ფოსტაც კი :(

ვის მოსწონს აბა? :user: