Tag Archives: ქრონოლოგიური

შევცვალო თუ არა კომენტარების სისტემა?

ძალიან დიდი ხანია მინდა კომენტარების რამე უფრო მოქნილი სისტემა დავაყენო.

მაგალითად Disqus – რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს თავისი facebook-ის, twitter-ის, myspace-ის ან openid-ის მეშვეობით დაპოსტონ.

Disqus ჯერ-ჯერობით საუკეთესოა (დემონსტრაციისთვის იხილეთ mashable.com-ის კომენტარები) და დღესვე დავაყენებდი, რომ არ იყოს ერთი პრობლემა.

ყველა წინა კომენტარის threading დაიკარგება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე პოსტის ქვეშ ერთმანეთს reply-ს მეშვეობით პასუხობდით და ეს ზედა კომენტარის ქვეშ, ოდნავ შეწეული ჩანდა, ანუ ვიზუალურად ხვდებოდი ვინ ვის პასუხობს, Disqus-ის დაყენების შემდეგ ყველა გამოჩნდება ქრონოლოგიურად – threading-ის გარეშე. და ვინაიდან reply-ს დროს არ უთითებ ადამიანის სახელს ვისაც პასუხობ, ქრონოლოგიურად დალაგების შემთხვევაში კომენტარი ჰაერში გასროლილს დაემსგავსება.

ახლა რასაც ვიყენებ კომენტარებისთვის ამ პლაგინს Brians Nested COmments ჰქვია და დღემდე ვერცერთი სხვა პლაგინი მისი threading-ის ექსპორტს ვერ აკეთებს თავის ბაზაში. ყველას გადააქვს ქრონოლოგიურად.

ჰოდა რა ვქნა?

ისეთი მრავალ-კომენტარიანი პოსტებში როგორიცაა PayPal in Georgia: დელფის მეთოდი – სულ მთლად აირევ დაირევა და ვინ ვის პასუხობდა ვეღარ გავიგებთ.

არსებობს ერთი გამოსავალი.

ყველა კომენტარი რომელიც ვიღაცის პასუხია და ძალიან ამოვარდნილია შინაარსიდან ხელით (OMG!) ჩასწორდეს და წინ დაერთოს მიმართვის ფორმა @ნიკი. რაც ძალიან მეზარება! :(

არადა რაც დრო გადის მით უფრო მეტი და მეტი კომენტარი გროვდება და მით უფრო მეტად მინდა Disqus-ზე გადასვლა.

აბა, ბლოგოსფეროს PHP ვეფხვებო და ლომებო, რა solution-ს შესთავაზებთ კოდებში გახლართულ სვითის?

შენ კი, ჩვეულებრივო მკითხველო, მირჩიე დავაყენო თუ არა Disqus? აზრი ექნება შენთვის თუ არა ძველი კომენტარების threading-ს?