Tag Archives: ქორეოგრაფია

მიუზიკლები

მიუზიკლი არის ფილმი ან სპექტაკლი სადაც მსახიობები რეპლიკების ნაცვლად სიმღერებით გადმოსცემენ სათქმელს.

მე დიდი ხანია აღმოვაჩინე მიუზიკლი, როგორც ჟანრი კინოში. [ისევე როგორც საუნდტრეკი მუსიკაში, მაგრამ ეგ სხვა თემაა]

პირველი მიუზიკლი, რაც ვნახე მულენ რუჟი. მაშინ დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მაგ ფილმს. ძაან მსუყეა, ძაან.

მერე – ჩიკაგო. სუპერ-ბუპერ რაღაცა. მაგრამ მსახიობების ვარსკვლავური კაშკაში ჩრდილავს მათ ვოკალურ შესაძლებლობებს .

მერე იყო ფრანგული მიუზიკლი, 4 საყვარელზე. ძალიან მომეწონა, მაგრამ სახელი მახსოვს. ლოლასთან ვიყავი და ღამე იყო დაახლოებით 2 -3 საათი. რა გვეკეთებინა არ ვიცოდით და შემთხვევით ტელევიზორში გადიოდა.

მეორე იყო Across the Universe. გადატრიალება. <3 Beatles-ის უკვდავი თემები.

მერე Mamma Mia. Abba-ს გენიალურ სიმღერებზე. მთავარ როლებში მერილ სტრიპი და პირს ბროსნანი. მერილ სტრიპს არაჩვეულებრივი ხმა აღმოაჩნდა. არც მოველოდი. თურმე თავის კარიერა მიუზიკლებით დაუწყია. მაგარი ქალია!!!

გუშინ ვუყურე High School Musical-ს და High School Musical 2-ს.  უმაგრესია! ძაან სერიოზული ქორეოგრაფია. მეორე ნაწილში განსაკუთრებით ძლიერია მასობრივი სცენები, ქორეოგრაფიის მხრივ.

მაგარი ბავშვები როლებში. ზე-მიუზიკლია თავის ჟანრში! (ანუ ჟანრში ჰაი-სქულის თემას ვგულისხმობ)

წელს გამოვიდა მესამე ნაწილი და Allmovies.ge-ზე აგდია მაგრამ ცუდი ხარისხია და არ ვუყრებ. მხოლოდ ინგლისურად და კაი ხარისხით უნდა უყურო მოუზიკლს.

ამერიკაში ფურორი მოახდინა. ბიოუჯეტი ჰქონდა 11მილიონი და 195 გამოიმუშავა. wow.

კადრები ფილმებიდან:

Continue reading