Tag Archives: ქეითი

ბავშვობაში მეგონა

მადლობა უტვინოს რომ დამტაგა. იქამდე ერთი 10 ბლოგერი მონაწილეობდა და არცერთს არ გავახსენდი :D

ტაკს ესე იგი..

* ბავშვობაში მეგონა, რომ მოწყვეტილი ვარსკვლავის დანახვისას ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ამიხდებოდა.

* ბავშვობაში მეგონა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ცოლად მაინც ჩემს პირველ სიყვარულს გავყვებოდი, რომელიც  5 წლის განმავლობაში მიყვარდა, თუმცა პირველად ნახვის შემდეგ აღარ შევხვედრივარ.

* ბავშვობაში მეგონა, რომ  ჯუჯა რომელიც ავადმყოფობისას გამომეცხადა, ნამდვილი არ იყო. ახლა -პირიქით.

* ბავშვობაში მეგონა რომ ღმერთი არსებობდა და ყველაფერი მისი შექმნილი იყო. ახლა მგონია რომ ღმერთიც არსებობს და მის გარდა კიდევ ბევრი უხილავი და ამოუცნობი ძალა, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებით იცვლებიან, ვითარდებიან და ქმნიან სამყაროს.

* ბავშვობაში მეგონა, რომ მასტურბაცია ეს იყო საზარელი, საზარელი რამ და საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ აღარასოდეს გავაკეთებ ამას.

* ბავშვობაში მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა.

* ბავშვობაში მეგონა, რომ კუილს ცეცხლი ეკიდებოდა. :D

* ბავშვობაში მეგონა, რომ უკვე დიდი ვიყავი. დიდობაში მგონია რომ ჯერ კიდევ შემიძლია ბავშვი ვიყო.

ვთაგავ:

ქეითს

ქრისტინეს (დაკავებული აღმოჩნდა)

ქენდის (დაკავებული აღმოჩნდა)

ლილიანს (თუ ჩამოვა მალე)

ჰერმიონას

PICS

ბლოგერების სხოდკა შარაგულში: სურათები

მეტი არ მაქვს. დანარჩენი ზოგში ფოკუსი აირია, ზოგი ცუდი ხარისხია, ზოგში გადანათებული.

შეგიძლიათ თითოეულ სურათს ცალცალკე დაურთოთ კომენტარი.

უბრალოდ დააჭირეთ!