Tag Archives: ფერადი

stick-stuck

sandylion_logoბავშვობიდან მიყვარს. ერთ-ერთი სუსტი წერტილია ჩემი. ყოველთვის ტკბილ-მწარე მოგონებებთან დაკავშირებული.

არა, რომელ გოგოს არ უყვარს?

ვისაც დღიური ჰქონია, ყველამ იცის სტიკერის ფასი…

სკოლაში პირველი სტიკერები (იგივე ”ნაკლეიკები”) მე მქონდა, ისრაელიდან გამოგზავნილი. მანდვილი Sandylion-ები. მას შემდეგ ეგეთი ხარისხიანი და ლამაზი სტიკერები არც მინახავს.

გუშინ ვიყიდე

გუშინ ვიყიდე

პირველი სტიკერებიანი მეგობრობის დღიურიც მე მქონდა, დიდ ლურჯ რვეულში. დედაჩემმა გამაკეთებინა და თავისი ხელით ჩააკრა ჩემი სენდილაიონები. პირველმაც თვითონ შემივსო…

მაგრამ კლასელმა გოგოებმა ზოგი სტიკერი ამომიხიეს. მერე წებოთი აკრავდნენ თავიანთ დღიურებში…

სად მივაწებო ამდენი?

ბუთქუნა, ამობურცული სტიკერებია...

ვაგროვებ, ვაგროვებ და აღარ ვიცი, სად მივაწებო ამდენი?

Summer Shopping Wishlist

”ძალიან დიდი ხანია არაფერი გამომიწერია.”

ეს არის ის წინადადება, რომელსაც ონლაინ შოპინგით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი ბოლო ამანათის მიღებიდან 1 კვირაში ამბობს.

კოტეს შემოტევაზე, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ 3-ოდე ამანათი მივიღე, პასუხი ერთადერთია – ”ეგ არ ითვლება!”

ამ თავის მართლებით შევარჩიე რამდენიმე საიტზე ძალიან საყვარელი ნივთები და სანამ დამავიწყდება და სანამ ფულს ჩავიგდებ ხელში, დავპოსტავ.

თუ ვინმე მსურველი გამოჩნდება იგივე საიტებიდან სხვა რამის გამოწერის სიამოვნებით შევუამხანაგდები!!!

Forever21.com

Retro Floral Wallet – $7.50

Retro Floral Wallet

Retro Floral Wallet

Continue reading

Jayden’s Birthday

ჯეიდენი არის ყველაზე Cool სინგაპურელი ბლოგერი ბიჭი. მისი ბლოგი არის შავ ფონზე და ძალიან ბანძი URL აქვს და წესით არ უნდა იყოს ეგრე განთქმული მაგრამ უბრალოდ სხვანაირად ვერ იქნება. უზომოდ საყვარელია. <3

ეს ვიდეო დღეს დაპოსტა თავის ბლოგზე. ახლახანს შეუსრულდა 21 წელი და აღსანიშნავად მეგობარი ბლოგერები დაპატიჟა ფართიზე, რისთვისაც სასტუმროში დაიქირავა სპეციალურად ნომერი ერთი ღამით.

უყურეთ ვიდეოს, სულ რაღაც 2 წუთიანია. ცრემლები მომადგა ლამის… სულ მინდა რომ ხელახლა და ხელახლა ვუყურო. რა მაგარი ხალხია. :D მანდ ვინც არიან 50%-ის ბლოგებს ვკითხულობ და უცებ ყველა ერთად შეყრილი… ძალიან გულის ამაჩუყებელია. თან ყველას რაღაც სულ ფერადი ტანსაცმელი აცვია და ძალიან ინდივიდუალური ხალხია. ის გოგო ძალიან დიდი სათვალეებით როა, ესთერია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოგერი, და ყვითელკაბიანი, ნადია, ძალიან მაგარი ქალი, ან აი ის კოპლებიანი მაისური რო აცვია, რა მაგარი კაცია. ქართველი ბლოგერებიდან რომელი ჩაიცვამს ეგეთ მაისურს? :D

ეხლა წარმოვიდგინე, რომ ვინმე ჩვენს ბლოგოსფეროზე ასე იყოს შეყვარებული, როგორც მე – სინგაპურულზე და ჩვენს სურათებს და ვიდეოებს ასე გულაჩუყებული ათვალიერებდეს ხოლმე ჩვენს ბლოგებზე… მიყვარხარ, ვინც არ უნდა იყო <3 :love:

ჯეიდენის დაბადების დღე: