Tag Archives: ტრენინგი

IBSU – ტრენინგ ცენტრის სერთიფიკატი

დაახლოებით ერთი თვის წინ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთი უფასო ტრენინგი მაჩუქა. ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან, ერთ-ერთის ამორჩევა შემეძლო ჩემი სურვილისამებრ:

  • ტრენინგი ბიზნესის ადმინისტრირებაში
  • ტრენინგი სასტუმროსა და საკურორტო მენეჯმენტში
  • ტრენინგი ონლაინ მარკეტინგსა და სოციალურ იმედიაში
  • ტრენინგი საგადასახადო სამართალში
  • ტრენინგი საბანკო საქმეში
  • ტრენინგი მენეჯმენტში
  • ტრენინგი ფინანსურ მენეჯმენტში
  • ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში
  • ტრენინგი მარკეტინგსა და მომხმარებლის ქცევაში
  • ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში
  • ტრენინგი პროექტის მენეჯმენტში

მე პროექტის მენეჯმენტი ავირჩიე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

ის თემები რაც ამ კურსის განმავლობაში გავიარე, ძირითადად ნასწავლი მქონდა ESM-ში, შემდეგ კი პრაქტიკულად გამოცდილი სხვადასხვა სამსახურებში. ამ კურსმა კი შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას თავი მოუყარა, ერთმანეთს შეუსაბამა და ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა.
საბოლოო ჯამში, კურსის განმავლობაში ბევრი საინტერესო შემძინა. ასევე გავიცანი საინტერესო ადამიანები, რაც მსგავსი კურსების ერთ-ერთი მთავარი პლიუსი და ღირსებაა ხოლმე.

შაბათს, 25 ივნისს, ჩვენი კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა და ჩემი დიპლომების, სიგელების, სერტიფიკატების და ჯილდოების ნუსხას კიდევ ერთი წარმატების აღმნიშვნელი ქაღალდი შეემატა.

ისღა დამრჩენია საკუთარ თავს წარმატება და კარიერული წინსვლა ვუსურვო! :love:

ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოფები

ბლოგერებო! უკვე ოფიციალურად გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას! მართალია ეს ჩემს ჰედერს სულ არ ეტყობა და ამის გამო ბოდიში მომითხოვია, მაგრამ გუშინდელი თოვლის მიუხედავად, დღეს მშვენიერი ამინდია და იმედი მაქვს, რომ დღეიდან ასეც გაგრძელდება.

მინდა გახაროთ, რომ წლევანდელი გაზაფხული ბლოგერებისთვის (და არა მარტო) ძალიან დატვირთული იქნება! ქვემოთ ჩამოვთვლი უახლოეს მომავალში დაგეგმილ ტრენინგებს, ვოქრშოფებს და კონფერენციების და მიუხედავად იმისა, რომ ისედაც გადატვირთული დღის რეჟიმის პირობებში ვცხოვრობ მაინც ვეცდები დრო გამოვნახო და ყველას დავესწრო. იმედი მაქვს ბევრ თქვენგანს შეგხვდებით თითოეულ ღონისძიებაზე! :love:

გარდა ამისა, მინდა მთელი გულით და სულით დაგპატიჟოთ სინგულარის პირველ ღონისძიებაზე – iTV Conference-ზე, რომელიც აპრილში გაიმართება.

და რაც ყველაზე მთავარია! (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია! :love:)

15 აპრილს თბილისში ჩამოდის სინგაპურელი ბლოგერი…

Xiaxue!!!

ნუ ამაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო… ჩემს ემოციებზე და დამოკიდებულებაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, და საერთოდ როგორ მოხდა და მოხერხდა ეს ყველაფერი… ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ გსურთ მასთან შეხვედრა, არ გამოტოვოთ ჩვენი ივენთი! :love:

დეტალებისთვის გაეცანით 16 და 29 აპრილის ღონისძიებებს ამ პოსტის ბოლოს!

დააბუქმარქეთ ეს პოსტი, გაავრცელეთ Facebook-ზე და ტვიტერზე, რათა მთელი მარტის და აპრილის განმავლობაში თქვენი ბლოგერული კალენდრისთვის ერთგვარი გზამკვლევი მუდამ ხელთ გქონდეთ.

სხვათაშორის ჩვენს ივენტს ოფიციალური ჰაშტაგიც აქვს – #itvc – ასე რომ თუ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაიმეს დატვიტვა მოგინდებათ, ტვიტს დაურთეთ ჰაშტაგი #itvc!

გარდა ამისა, თუ გაიგებთ საინტერესო კონფერენციის, ტრენინგის ან ვორქშოფის შესახებ, აუცილებლად შემატყობინეთ კომენტარის ან email-ის საშუალებით! Continue reading