Tag Archives: ტელეფონი

Smart phone

სმარტფონი ჭკვიან ტელეფონს ნიშნავს.
ბებიაჩემს რომ ჰკითხო, ფანრიანი ნოკიაც ჭკვიანი ტელეფონია, ერთდროულად რეკავს და ანათებს, მაგრამ ჩემთვის ჭკვიანი ტელეფონი ის არის, რომელიც ჩემს მინიმალურ ტექნოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

კერძოდ:

  • ახლა უკვე შემიძლია იმეილი ტელეფონში შეუფერხებლად მივიღო
  • მქონდეს წვდომა facebook, twitter, foursquare, instagram, get glue, tumblr და სხვა სოციალურ ქსელებთან.
  • გუგლთან სინქრონიზაციის გზით, არ დავკარგო ჩემი ინფორმაცია.
  • ვწერო ბლოგზე პირდაპირ ტელეფონიდან და თან ქართულად.

image

ჩემი სმარტფონი ჩემი მეგზური გახდა. მის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ და შემიძლია ლლეპტოპზეც კი ვთქვა უარი, ვიდრე სმარტფონი არ მქონდეს. წარმოდგენა არ მაქვს აქამდე როგორ ვიყავი…

 

ბლოგო, გვეღირსა სიყვარული!

I love my babe!!!!

I love my babe!!!!

ჯერ-ჯერობით 48 საათიან სატესტო რეჟიმში ვართ. სამსახურში ვარ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ლეპტოპს შევუერთო.

იმედია კარგად მუშაობს და სწრაფია! :love:

P.S. სხვათაშორის, ეს ჩემი 999-ე პოსტია. შემდეგზე გავათასდებით :)) ^_^

Magic Wishlist!

1103200990711032009908

ჯადოსნური Wishlist-ი მაქვს.

ეს სურათი განსაკუთრებით მომწონს. გაადიდეთ. ჩემი გამოსახულება აირეკლა :)

meonphone

ახლა ფაილების, Phone book-ის და მესიჯების გადატანით ვარ დაკავებული. მოვალ მალე…