Tag Archives: სიმღერა

Say no to April 9!

არ გახვიდეთ ხვალ სახლიდან!

დაეტიეთ ხალხო სახლში… რა რევოლუცია და მიტინგი მოგინდომებიათ?

ვინ აგიშენებთ დანგრეულ ქვეყანას რეების გჯერათ კაცო… ეეეეჰ….

ნუ აჰყვებით გაჩეჩილაძესნაირ პროპაგანდისტებს…

დაიკიდეთ ყველაფერი. თქვენს თავებს მიხედეთ, არავინ არ მოგხედავთ.

ყველამ ერთად ვიმღეროთ ეს მხიარული სიმღერა! :D

ეძღვნება ხელისუფლებას, ოპოზიციას, ყველა პოლიტიკურ ფიგურას, ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ყველა არაპროფესიონალ ჟურნალისტს, რუსებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უბრალო მასოვკაა სათავეში მყოფებისთვის და ფონის შესაქმნელი მუქი საღებავი!

P.S. მობილურზე უნდა დავიყენო ძაან მაგარი სიმღერაა :D

გადმოწერა

We don’t wanna Put^In

აი ყოჩაღ რა!!!

ალბათ ყველამ გაიგეთ რა სიმღერა გავიდა ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში.

ათასი მითქმა-მოთქმა იყო საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა წლევანდელ ევროვიზიაზე და ბევრმა ბლოგერმაც კი დაწერა ანტი-ევროვიზიული და ანტირუსული პოსტები.

მაგრამ რა იქნებოდა თუ არ მივიღებდით მონაწილეობას? პატარა საწყალი ქვეყნის პროტესტი რაც ყველას ფეხებზე ჰკიდია. გაბუტული ბავშვივით კუთხეში ვიქნებოდით მიმდგარი მაშინ როცა დანარჩენები მხიარულობენ და მღერიან.

ახლა კი ყველამ დაინახა რომ არაფერ პროტესტს არ ვაცხადებთ არამედ შეტევაზე გადავდივართ.

სტეფანე და 3G-ს ეს ნაღვაწი უკვე მსოფლიო ჰიტია, ყველგან ტრიალებს და ყველა ამაზე საუბრობს. Continue reading

მიუზიკლები

მიუზიკლი არის ფილმი ან სპექტაკლი სადაც მსახიობები რეპლიკების ნაცვლად სიმღერებით გადმოსცემენ სათქმელს.

მე დიდი ხანია აღმოვაჩინე მიუზიკლი, როგორც ჟანრი კინოში. [ისევე როგორც საუნდტრეკი მუსიკაში, მაგრამ ეგ სხვა თემაა]

პირველი მიუზიკლი, რაც ვნახე მულენ რუჟი. მაშინ დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მაგ ფილმს. ძაან მსუყეა, ძაან.

მერე – ჩიკაგო. სუპერ-ბუპერ რაღაცა. მაგრამ მსახიობების ვარსკვლავური კაშკაში ჩრდილავს მათ ვოკალურ შესაძლებლობებს .

მერე იყო ფრანგული მიუზიკლი, 4 საყვარელზე. ძალიან მომეწონა, მაგრამ სახელი მახსოვს. ლოლასთან ვიყავი და ღამე იყო დაახლოებით 2 -3 საათი. რა გვეკეთებინა არ ვიცოდით და შემთხვევით ტელევიზორში გადიოდა.

მეორე იყო Across the Universe. გადატრიალება. <3 Beatles-ის უკვდავი თემები.

მერე Mamma Mia. Abba-ს გენიალურ სიმღერებზე. მთავარ როლებში მერილ სტრიპი და პირს ბროსნანი. მერილ სტრიპს არაჩვეულებრივი ხმა აღმოაჩნდა. არც მოველოდი. თურმე თავის კარიერა მიუზიკლებით დაუწყია. მაგარი ქალია!!!

გუშინ ვუყურე High School Musical-ს და High School Musical 2-ს.  უმაგრესია! ძაან სერიოზული ქორეოგრაფია. მეორე ნაწილში განსაკუთრებით ძლიერია მასობრივი სცენები, ქორეოგრაფიის მხრივ.

მაგარი ბავშვები როლებში. ზე-მიუზიკლია თავის ჟანრში! (ანუ ჟანრში ჰაი-სქულის თემას ვგულისხმობ)

წელს გამოვიდა მესამე ნაწილი და Allmovies.ge-ზე აგდია მაგრამ ცუდი ხარისხია და არ ვუყრებ. მხოლოდ ინგლისურად და კაი ხარისხით უნდა უყურო მოუზიკლს.

ამერიკაში ფურორი მოახდინა. ბიოუჯეტი ჰქონდა 11მილიონი და 195 გამოიმუშავა. wow.

კადრები ფილმებიდან:

Continue reading

უიკენდი

ვიწყებ პირველი და უმთავრესი ამბით რაც ყველას აინტერესებს!

ჰელოვინისთვის ფულის შეგროვება უკვე დავიწყეთ და ვისაც წამოსვლა უნდა კვირის ბოლომდე მოგვაწოდის. ბილეთის ფასი 25 ლარია.

 

კიდე ისა…

ამ ბოლო დროს რაღაც ისტერიულად მემღერება და

ვინმემ ხო არ იცით რამე როკ- ან პანკ- ჯგუფი ქალ-ვოკალისტს რო ეძებდეს?

ან ვაფშე მე თითონ ხო არ ჩამოვაყალიბო თქო მარა ტვინის ბურღია… ჯობს არსებულს შევუერთდე :confused:

ასეთი სტილის მუსიკას რო უკრავდნენ დაახლოებით… :user: 

 

 

 

ხო ახლა შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა :D :user:

 

 

 

გუშინ მთელი დღე სამზარეულოში გავატარე და ლოდინში…

მერე მეღირსა ერთი ადამიანი… მერე გემრიელი ვახშამი… ჩაი…. დებატები და ბრეინშოტრმინგი ჰელოუინის შესახებ… ნანას ფინალური სერია… დილის 7 საათზე ძილი…

შიგადაშიგ გაღვიძება და პანიკით “ხო ისევ აქ არის?!”  და გადამოწმება რო აქ არის :D და მერე ისევ დაძინება…

2 საათზე ადგომა… ნიკოლოდეონი და დილის საუზმე… მერე ვოიაჟი ძველ თბილისში…

გავფრიკე…

მადლობა <3  

 

:happy: