Tag Archives: სიზმარი

სიზმარი

ძალიან ბევრ სიზმარს ვხედავ ამ ბოლო დროს.

წუხელ თბილისი დაინგრა.

ჯერ რაღაც კორპუსის სახურავზე ვიდექი, ვცეკვავდი. მგონი roof-party-ს ვესწრებოდი, ხელში სასმელიც მეჭირა… მეგობრებიც იქვე ცეკვავდნენ.

უცებ თმაზე ხელი ჩამოვისვი და ნახევარი ხელში შემრჩა. ვუყურებ ამ თმას და შიშით ვივსები…

უცებ ფეხ ქვეშ სახურავი ორად გაიხლიჩა. შენობა მიწისკენ წავიდა, მე კი ვდგავარ როგორც ლიფტში და თმა და გული თავს ზემოთ, ჰაერში მრჩება… გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურად ლამაზია. იასამნისფერი ცა, დიდი ფაფუკი იასამნისფერი ღრუბლებით. შენობა კი იდგა მწვანე მინდორზე იდგა და ვხედავდი როგორ ვუახლოვდები მიწას.

დაასკდა ნანგრევები მინდორს, მე გადმოვბობღდი, არაფერი მტკენია. სიარული გავაგრძელე. გარშემო ყველა გაქრა, აღარც მეგობრები, აღარც მუსიკა, აღარც ჩემი კოქტეილის ჭიქა. თან ოდრი ტატუ ვარ.

უცებ დავინახე რომ შორიდან ჩემსკენ ლიანდაგი (!) მოდის. ამ ლიანდაგს ყვითელი ავტობუსი მოჰყვება, ოღონდ იცით როგორი ავტობუსი? უჭერო, “ამერიკულ მთებზე” რაც დადის აი ეგეთი ოღონდ ბორბლებიანი და ყვითელი.

მოკლედ მოდის ლიანდაგი და მოჰყვება ეს ვაგონებიანი ავტობუსი. ზუსტად ჩემს ფეხებთან შეყოვნდა ლიანდაგი. ავტობუსიც გაჩერდა…

სიზმარი

სიზმარი

ვიღაც ლურჯ ფორმიანმა კარები გამიღო ხელი მტაცა და სკამზე მიმაბა უსაფრთხოების ღვედით.

მე ვცდილობ, ვუთხრა, რომ ხურდა არ მაქვს და ბილეთს ვერ ავიღებ (?!), მაგრამ პირზე აკრული მაქვს უსაფრთხოების ღვედი და ხმას ვერ ვიღებ.

ვაგონში მიმოვიხედე. ვიღაც უცხო ხალხი ზის, ზოგი თვლემს, ზოგს ზურგზე ბავშვი ჰკიდია. ლურჯფორმიანი მეუბნება, რომ ყველაფერი დაინგრა და ამ ხალხის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. გული მისკდება. მაგრამ რაღაც  ყველა განსაკუთრებულად მშვიდადაა…

გადავწყვიტე გამეგო სად იყვნენ ჩემი მეგობრები ან ვინმე ნაცნობი მაინც. შევეცადე უსაფრთხოების ღვედისგან თავი დამეხსნა და უკანა ვაგონში გადამეხედა.

ძლივს გადავიხედე და დავინახე ერთი ჩემი კლასელი მიქნევს ხელს იქიდან და მიღიმის. (ამ გოგოს სურათს გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქზე! :D )

ის რომ დავინახე გული დამიმშვიდდა და გავჩერდი. გადავწყვიტე რომ მთელი საევაკუაციო ბანაკი შემომეარა და დანარჩენებიც მეპოვა.

მერე ჩავარდნა მქონდა მეხსიერებაში, არ მახსოვს სად წამიყვანეს, მაგრამ მახსოვს, რომ რაღაც community სამუშაოებს ვასრულებდი და თავგადაკლული ვცდილობდი ევაკუირებულთა შორის ჩემი შეყვარებული – ეშტონ კუჩერი (სულ მეგონა ამ ბიჭის გვარი “კაჩერი” იყო, თურმე ვცდებოდი) მომეძებნა, რომელიც მიწისძვრის დროს დაიკარგა.

იმ საღამოს როცა roof-party-ზე წავედი, ეშტონმა სადღაც სხვაგან დამპატიჟა და არ გავყევი და ახლა სასტიკად ვნანობდი. ვფიქრობდი, “ერთად რომ ვყოფილიყავით, ის მაინც ხომ მეცოდინებოდა ახლა სად არის”-მეთქი.

და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, ვერა და ვერ ვპოულობდი ჩემს ეშტონს.

ერთ დღეს კი, ისევ იმ მწვანე მინდორზე საკერავი (???!) მქონდა გატანილი და დავინახე, რომ გორაზე პატარა სილუეტი გამოჩნდა და მიხვდი რომ ეს ეშტონია და წამოვხტი ფეხზე, მაგრამ ზუსტად ამ დროს ხელში (ცერა თითის ქვემოთ ყველაზე რბილი ადგილი სადაც არის ხელის გულზე) ნემსი შემერჭო ძალიან ღრმად და თან წვერით კი არა, არამედ იმ მხრიდან საიდანაც ძაფი უნდა გაუყარო!!!

სადაც ნემსი შემერჭო

სადაც ნემსი შემერჭო

ისე მეტკინა, ისე მეტკინა რომ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და ამ დროს ეშტონი მოვიდა, გახარებული რომ მიპოვა როგორც იქნა და უნდოდა გადამხვეოდა და ეკოცნა…

მე კი ვტირივარ, რომ ხელში ნემსი შემერჭო.

და გამეღვიძა.

:(

I invent U

17022009866რა ბედის პატრონი უნდა იყო, რომ ქმარი/ოჯახის წევრები დაარწმუნო გაიღონ თანხები აივნის მისაშენებლად, მერე იმდენი ქნა, რომ გარედან ვარდისფრადაც შეაღებინო და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შენს ნალოლიავებ ვარდისფერ აივანს მერიის მიერ მოგზავნილი მეხანძრეების და მუშების მთელი არმია შეესიოს და ჩამოგიშალონ.

როცა ამ აივნის მშენებლობა დაასრულეს და შეღებვა დაიწყეს, ვფიქრობდი, რა ბედნიერია მისი პატრონი… ახლა, როცა დაუნგრიეს, მაინც არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ბედნიერი არ არის.

და ის ამოუშენებელი კარები, რომელიც პირდაპირ მეექვსე სართულის იმაღლეზე ჰაერში გამოდის, ისეთი იმედის ნაპერწკალით მავსებს რამდენჯერაც შევხედავ… თითქოს აივნის ხელმეორედ აშენებას ელოდებაო.

მე ხომ ბლოგებზე გარეკილი მაქვს.. ხოდა, ხანდახან ადამიანებს ვუყურებ ქუჩაში და ვცდილობ მათი ბლოგები წარმოვიდგინო. “აი, შენ რომ ბლოგი გქონოდა, ნამდვილად მოღუშული ბლოგი იქნებოდა. თეთრი ნაწერით შავ ფონზე და ვერავინ ვერაფერს წაიკითხავდა… სურვილიც არავის ექნებოდა. რა საცოდავი ხარ… იცოდი?”

ზოგი კი ისეთი მხვდება, ბლოგთან კი არა ადამიანთან ვერ დააკავშირებ… Continue reading

ბუბლე

მოკლედ სულ გამოვშტერდი. რაღაც ძაან პოლიტიზირებული სიზმარი ვნახე სააკაშვილზე და პატარკაციშვილზე. იქვე ეკა მამალაძეც გაეძრო… :confused:

სიზმარს არ მოვყვები თორე უშიშროებაა ჩასაფრებულიო ბლოგებზე გავიგე… :D

სამსახური ხო დავიწყე და… ერთი გოგო მიიღეს ჩემთან ერთად კიდე – პირობითად თიკო დავარქვათ. ხოდა ძაან კაი გოგოა, მაგრამ რატომღაც თავიდანვე ამყვა შეგრძნება რო არ ვევასებოდი… :( ვერაფრით ვერ დავუახლოვდი. მაქსიმალურად ვცდილობდი რო ყურადღება გამომეჩინა და რაღაცეები მარა არა…

ხოდა გუშინ რაღაც მუსიკას ვუსმენდი ნაუშნიკებით და ვთარგმნიდი. ცოტა ხანში ამან წაიმღერა If tomorrow never comes”-ო და მეთქი გინდა ჩაგირთო ეგ სიმღერა? თვალები შუბლზე აუვიდა. იციო? მეთქი lol როგორ არ ვიცი. შენ რა სიმღერა უნდა მითხრა რო არ ვიცოდე -მეთქი. და დაიგრუზა… გეტყვიო! აბა მიდი მეთქი.

დაიწყო ფიქრი… შენო ბუბლე მაინც არ გეცოდინებაო. lol მეთქი ჩემი საყვარელი მომღერალია მაიკლ ბუბლე. ტიპს ყბა ჩამოუვარდა და მომენტალურად ვიგრძენი, რომ მაღიარა :D :D :D საიდან იციო თბილისში ვაფშე არავინ რო აზზე არააო. მეთქი მედა ჩემ დაქალს გვევასება.gggg

ეს გოგო ეიჩარის ფუნქციას ასრულებს ამ დღეებში. გასაუბრებაზე იბარებს სხვებს და ესაუბრება :P და იმ წუთას მოუვიდა ზუსტად ერთი აპლიკანტი და ვეღარ დამელაპარაკა მაგ თემაზე, თორემ ააააააა ეგეთი იყო. საიდან იციო და რაღაცეები. გაფრიკა :D და მერე მეც წამოვედი სახლში. ახლა მელოდოს ორშაბათამდე. :D

მუსიკა ვსიოტაკი აახლოებს ადამიანებს :D