Tag Archives: სექსუალური რევოლუცია

სექსუალური რევოლუცია და ღამე შორენასთან

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, მაგრამ მე Youtube-ზე ვნახე შორენა ბეგაშვილის გადაცემა (“ღამე შორენასთან”) და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მომეწონა!

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი

ჩემი სიმპათიის ცოტაოდენი მიზეზები:

პირველ რიგში, წამყვანი ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალია. მომაჯადოვებელი ღიმილით. რითაც გარანტირებული აქვს უამრავი მამრობითი სქესის მაყურებლის გულის მოგება.

ის ასევე ძალიან კარგად მეტყველებს. არ აქვს არცერთი ლაფსუსი დიქციაში, არც სიტყვები ეშლება, არც ხელებს იქნევს უაზროდ. თავი კარგად უჭირავს. მოძრაობები ისეთი, როგორიც გადაცემას შეეფერება. (გაგეცინებათ და თითქმის არისტოკრატულიც!)

თემა დამუშავებულია. მართალია, პირველ გადაცემას ეს დიდად არ ეტყობოდა (თემა კარგად არ გაშალეს!), მაგრამ იმედია მომავალში შეეტყობა. საიდანღაც ხომ უნდა დაეწყოთ. Continue reading