Tag Archives: სამყარო

ავატარი

მგონი როგორც იქნა დაგინახე…

აქ ბნელა…

თითქოს გვირაბში ვარ…

მის ბოლოს კი სინათლე არ ჩანს.

მეშინია…

ტანზე ცივი ოფლი მასხამს, ხელისგულები მისველდება და ერთმანეთზე მეწებება.

არ მინდა ვიფიქრო, რომ გკარგავ. მე შენში ვარ, შენ კი ჩემში. უერთმანეთოდ ვერ გავძლებთ.

არც ის მინდა ვიფიქრო, რომ ერთად ვართ. ჩვენ ისეთი განსხვავებულები ვართ, ამის გაფიქრებაზეც კი მაჟრჟოლებს და ტანში მცრის!

არადა, დილა შენით იწყება, ღამე კი შენით მთავრდება.

შენ სრულიად სხვა სამყარო ხარ, ამოუცნობი, მიმზიდველი, საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე მშვენიერი!

შენი სილამაზით მოხიბლული, ვდგავარ უღრან ტყეში და არ ვიცი საით წავიდე.

მინდა ვიყვირო, ხმა მოგაწვდინო, მაგრამ ვიცი, გარდაუვალი სიკვდილი მელის.

მინდა თვალები დავხუჭო და მივეცე შენს წიაღში ნეტარებას, მაგრამ ვიცი, უფსკრულში ჩავიჩეხები.

მინდა გაგექცე და თან შემოვიჭრა შენში. ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება. გადადგი ერთი ფეხი, შემდეგ მეორე.

აქამდე ხომ სიარულიც არ შემეძლო…

ჰოდა, გავრბივარ!

უკან გტოვებ და წინ მხვდები. რა არსება ხარ?

გავრბივარ! გავრბივარ უსასრულოდ!

მე არ ვიცი, ვინ ვარ.

არც ის ვიცი, რას ვაკეთებ ან რას ვაკეთებდი აქამდე… სანამ შენ დაგინახავდი.

შენ არ გესმის ჩემი ენა, მე კი ლექსებს გიკითხავ.

შენ უსულო ხარ, მე კი შენს სულს ვხედავ.

შენ არ ჩანხარ, მე კი გიყურებ.

შენ შეგიძლია დამიცვა. მე შემიძლია განუგეშო.

მოდი, მაგრამ არ მომიახლოვდე.

შემომხედე, მაგრამ ნუ დამინახავ.

შემეხე, მაგრამ არც ეცადო, რომ იგრძნო ჩემი გულის ცემა!

მე შენი ვარ, შენ კი ჩემი.

მაგრამ ჩვენ არასდროს ვიქნებით ერთად.

მე და ჩემი ავატარი.

მე გხედავ შენ!

—-

P.S. ბილეთები იყიდება კინოთეატრ “ამირანის” სალაროებში. დაჯავშნა – 999955.

:)

ჩემი ოთახის დრაკონი

ოთახის ყვავილი

მჯერა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს გარესამყაროს.

ბავშვობაში ალბათ თქვენც დაგინახავთ შპალერის არშიებზე და მოხატულობებზე სხვადასხვა ცხოველები, ჯუჯები, მფრინავი ცხენები.

საერთოდაც, ერთი დიდი ფანტასტიკური საყაროს მცხოვრები ვარ. Continue reading

I invent U

17022009866რა ბედის პატრონი უნდა იყო, რომ ქმარი/ოჯახის წევრები დაარწმუნო გაიღონ თანხები აივნის მისაშენებლად, მერე იმდენი ქნა, რომ გარედან ვარდისფრადაც შეაღებინო და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შენს ნალოლიავებ ვარდისფერ აივანს მერიის მიერ მოგზავნილი მეხანძრეების და მუშების მთელი არმია შეესიოს და ჩამოგიშალონ.

როცა ამ აივნის მშენებლობა დაასრულეს და შეღებვა დაიწყეს, ვფიქრობდი, რა ბედნიერია მისი პატრონი… ახლა, როცა დაუნგრიეს, მაინც არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ბედნიერი არ არის.

და ის ამოუშენებელი კარები, რომელიც პირდაპირ მეექვსე სართულის იმაღლეზე ჰაერში გამოდის, ისეთი იმედის ნაპერწკალით მავსებს რამდენჯერაც შევხედავ… თითქოს აივნის ხელმეორედ აშენებას ელოდებაო.

მე ხომ ბლოგებზე გარეკილი მაქვს.. ხოდა, ხანდახან ადამიანებს ვუყურებ ქუჩაში და ვცდილობ მათი ბლოგები წარმოვიდგინო. “აი, შენ რომ ბლოგი გქონოდა, ნამდვილად მოღუშული ბლოგი იქნებოდა. თეთრი ნაწერით შავ ფონზე და ვერავინ ვერაფერს წაიკითხავდა… სურვილიც არავის ექნებოდა. რა საცოდავი ხარ… იცოდი?”

ზოგი კი ისეთი მხვდება, ბლოგთან კი არა ადამიანთან ვერ დააკავშირებ… Continue reading

2012

დღეს ფორუმზე წავიკითხე ერთი თემა: 2012

მომყავს ციტატა ერთი ფორუმელის – DARKSIDE OF ME პოსტიდან:

მაიამ დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი (პისარომ და სასტავმა დედა რომ უტირეს და ბიბლიოთეკები დაუწვეს, მაგ პერიოდში მაიამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორიც ჩითავს, მაგრამ დამწვარ მდგომარეობაში და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. არის კიდევ მექსიკაში, მაგრამ ის არ ითვლება რადგან იმის არსებობა და არარსებობა ერთიდაიგივეა)).
აგერ კალენდრის სურათი: ესე გამოიყურება

მაიას კალენდარი

მაიას კალენდარი

დასკანერებული კოდექსებიც მაქვს, მაგრამ ბოდიში რომ ვერ დაგიდებ….მარტო ერთ სურათს დავდებ რომელიც გუგლიდან გავჩითე, რომ წარმოდგენა გქონდეს რაზეა ლაპარაკი. მთლიან კოდექსებს ნაღდად ვერ დავდებ აქ Sorry Continue reading

მრავალწახნაგა პოსტი

savingschange

გზაჯვარედინი

ისევ გზას ვეძებ. გზის ძებნა მღლის. საით წავიდე?

დედაჩემმა გუშინ ისევ ჩამიკუკა კამპოტში ”შენ ნიჭი არა გაქვს”-ით.

დღეს ვოკალზე წასვლა დამეზარა. ხვალ მივალ დღეის ნაცვლად.

მარჯვენა თვალი მღალატობს. ოფთალმიჯში უნდა გავიდე ანალიზების ასაღებად, თუ თავი მოვაბი.

სამსახურში რაღაც შეხვედრები მაქვს იქითა კვირაში. ძაან მინდა ”იმ პროექტების” ხორცშესხმა, რასაც ვფიქრობ.

რამოდენიმე იდეა მომივიდა გუშინ ბლოგოსფეროს განვითარებისთვის.  მაგრამ ვებ-პროგრამირება არ ვიცი :( როცა შესაფერისი დრო მოვა იდეის გასამჟღავნებლად, ვინმეს უნდა ვთხოვო დახმარება… I need more blogs and bloggers. I need a better blogosphere. პირველი იდეა გავუშვი მოქმედებაში დღეს. საცდელი ვერსია. ვნახოთ რა გამოვა. დეტალებს არ გავამხელ ჯერ.

* * *

რამდენიმე ტერმინი რომელიც ჩემს გარდა არავის ესმის ჩემსავით :vis: :

  • დაძინება – სამყაროს შესაცნობად სულის გაფანტვა.

world11

  • გაღვიძება – სამყაროს ცნობიერების თავმოყრა ერთ წერტილში

world2

  • სწავლა და კითხვა – წერტილის ინტეგრირება სამყაროსთან

world3

  • ვნება – სხვადასხვა სამყაროების ინტეგრირება ერთ წერტილში

world4

კონკურსს ვაცხადებ სიყვარულის ახსნაზე.

  • სიყვარული – ?