Tag Archives: პასუხისმგებლობა

Moving on…

“все, что не убивает, делает меня сильнее!”

დედამიწა თავის ჩვეული ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა! მე უბედური კი იმაზე ვდარდობდი, სად და როგორ დამექირავებინა ბინა უახლოეს მომავალში.

აბსოლუტური უმწეობის შეგრძნება არ მასვენებს! ასე მგონია სამყაროში სრულიად მარტო ვარ გამოკიდებული და მიზიდულობის ძალაც კი არ მოქმედებს ჩემზე. უჰაერო სივრცეში ვცურავ…

ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. თანაც – ნულიდან!

ბოლო რამოდენიმე დღე არ ვეგუებოდი ამ აზრს, დეპრესიის ნიშნებიც მქონდა, შანსიც კი ვითხოვე, მაგრამ არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ზოგ შეცდომას ვერ გამოასწორებ, ან არ გაპატიებენ.

ჰოდა, სხვა გზა არ მაქვს! ფეხზე უნდა დავდგე. მარტომ უნდა მოვახერხო ცხოვრების გაგრძელება. არავინ მჭირდება. თუნდაც იმ დრომდე, სანამ ჩემს ახალ ნულოვან ცხოვრებას არ შევეგუები…

ყოველთვის მინდოდა, ოჯახისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს ჩემი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი გათხოვების გადაწყვეტილების მიღებაში ამან თავისი მცირეოდენი როლიც კი ითამაშა. Continue reading

Wonderland: პასუხისმგებლობა

ნატალიმ თავის ბლოგზე მიმიწვია. :love:

შევეცადე მისი ბლოგის შეგრძნებით დამეწერა რაღაც…

არ ვიცი გამომივიდა თუ არა.

წაიკითხეთ: პასუხისმგებლობა

ტელეფონზე საუბრისას მოწოლილი ფიქრები

რა საოცარია…

ამ ქვეყანაში ხალხი გასართობი ადგილების ნაკლებობას უჩივის… მოწყენილობას უჩივის… და მერე როცა სიტუაცია იქმნება, ყველას ყველაფერი ეზარება…

”აქ ცხოვრების ტემპი გაჩერებულია, ხალხი მოდუნებულია, არავინ ვარჯიშობს, არავინ აქცევს საკუთარ თავს და სხეულს ყურადღებას… არავინ ზრუნავს უკეთესი სამყაროს შექმანზე… ”

ცხოვრების დონეც შესაბამისია… ისეთი როგორიც ხალხია…

რა საშინელებაა… რატომ, რატოომ???

”აზიაა, ეს აზია! ყველას ურჩევნია 25 ლარი სახინკლეში დახარჯოს და მუცელი კარგად აივსოს, ვიდრე თავი შეიწუხოს ზედმეტი ფიქრით და კოსტუმების ძებნით… აბა რა გგონია?..”

წავალ საერთოდ…

”არა, რას ამბობ, შენ კიდევ ნათელი წერტილი ხარ, რომ გამოაფხიზლო, შეაჯანჯღარო! არ უნდა წახვიდე…”

ეგ არ არის ჩემი მისია… :( უნდა წავიდე… ნერვების ფასია უკვე რაღაცის კეთება…

იქ სადაც ტერმინი ‘პასუხისმგებლობა’ არსებობს, სადაც ხალხი ‘ამ თვის ხელფასზე’ არაა დამოკიდებული, სადაც წესი წესობს და ჩანაფიქრსაც ადვილად განახორციელებს ენთუზიასტი ადამიანი, ალბათ ყველაფერი უფრო ადვილად ხდება… ან შეიძლება ადვილად არა, მაგრამ მიღებული შედეგით მონიჭებული სიამოვნება ამად ღირს…

ყველაფერი უკუღმართად როგორ უნდა იყოს…

შენ მაინც მყავხარ… <3

შენ და ის… <3

2 ადამიანი…

მთელს სამყაროში… <3 <3

პ.ს. ეს ამინდიც როგორ საქზ!