Tag Archives: ოფიციალური

30+ ქართველი, 10+ უცხოელი ბლოგერი და 15+ ცნობილი ადამიანი ტვიტერზე

დავიწყებ იმით, რომ ტვიტერი არაჩვეულებრივი მიკრო-ბლოგინგის პლატფორმაა!

ბევრმა ბლოგერმა ტვიტერს რატომღაც ვერ გაუგო…

ალბათ იმიტომ რომ არ იციან საიდან დაიწყონ.

იმისათვის რომ ტვიტერის ყველა შესაძლებლობა გამოიყენო, ტვიტერის სხვა მომხამრებლებთან დიალოგებში უნდა ჩაერთო.

ამისათვის კი საჭიროა გყავდეს “მიმდევრები” და თვითონაც “სდიო” სხვებს.

როცა ტვიტერზე პირველად რეგისტრირდები, სისტემა თავად გაძლევს საინტერესო მომხმარებლების სიას, რომლებსაც შეგიძლია “მისდიო” და ამით დაიწყო ტვიტერის ათვისება.

გადავწყვიტე ჩამომეწერა საინტერესო ბლოგერების, არა-ბლოგერების, ცნობილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების ტვიტერის გვერდები. Continue reading

როგორ ატყუებს PSP საგადასახადოს!!!

ალბათ ყველას გიყიდიათ წამალი PSP-ს სააფთიაქო ქსელში და ყველამ კარგად იცით მათი არამრგვალი საფასო პოლიტიკის შესახებ.

ადვილად რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ, შეგახსენებთ, წამალი რომელიც 45 თეთრი უნდა ღირსეს პე-ეს-პე-ში იყიდება 42 თეთრად. ლარიანი წამალი 96 თეთრად და ა.შ.

ის მყიდველები ვინც წამლებს “ოპტომ” ყიდულობენ გარკვეულწილად შეღავათს იღებენ ამ საფასო პოლიტიკით.

მაგალითად, თუ მე ვყიდულობ 10 ცალ 45 თეთრიან წამალს, სხვა აფთიაქში დამიჯდება 4 ლარი და 50 თეთრი, ხოლო პე-ეს-პეში – 4 ლარი და 20 თეთრი.

მაგრამ რამდენი ადამიანი იცით ვინც წამალს “ოპტომ” ყიდულობს????

პირიქით ყველა ცდილობს რაც შეიძლება ცოტა იყიდოს და ამის გამო “ლისტებსაც” კი აჭრევინებს ფარმაცევტს.

მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ფსიქოლოგიურად წამქეზებელი ფაქტორია, რომლის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ პე-ეს-პეში ყიდულობს წამალს.

მოდით ამ საკითხს შევხედოთ საგადასახადოს კუთხით.

თუკი ჩეკზე პე-ეს-პე წერს რომ მომხმარებლისგან მიიღო 0,42 ლარი. 1000 სხვადასხვა მომხმარებლისგან ის ოფიციალურად მიიღებს 420 ლარს. საიდანაც საგადასახადო წაიღებს – 84 ლარს (20%-იანი ბაჟის შემთხვევაში).
ხოლო პე-ეს-პე-ს უნდა დარჩეს – 336 ლარი.

სინამდვილეში კი ასე არ ხდება!!!

ვინაიდან მომხმარებელი ვერ გადაიხდის არა-მრგვალ რიცხვს, მოუწევს 3,40-ის გადახდა. შესაბამისად 1000 მომხმარებელი გადაიხდის 450 ლარს, აქედან საგადასახადო წაიღებს კვლავინდებურად 84 ლარს (იმიტომ რომ სხვაობა არ აისახება ჩეკებზე!) და პე-ეს-პე-ს დარჩება – 366 ლარი.

პე-ეს-პე ამ აფიორიდან +30 ლარის მოგებას იღებს!!!

ეს არის 45 თეთრიანი მაგალითი, მაგრამ მსხვილ მასშტაბებში მილიონებს აარტყამს!

აბა იმართლეთ თავი! :D

მზე ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს! მზე თუ ვერა – სვითი მაინც ;)

Britney Spears-ის ოფიციალური საიტი ბლოგად გადაკეთდა

ჩემი ბავშვობის კუმირი.

ახალ ალბომს უშვებსო გავიგე და imeem-ზე მოვუსმინე ყველა სიმღერას. ნორმალურია. ბოლო ალბომი საერთოდ მოუსმენადი იყო.

მერე შევედი მის ოფიციალურ საიტზე რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში Under Construction ეწერა.

და გამოვშტერდი. მთელი საიტი ბლოგად არის გადაკეთებული.

ყველა კატეგორია ბლოგის სტილში იწერება: მუსიკა, ფოტოები, ვიდეოები, ახალი ამბები.

ძალიან მომეწონა ოფიციალური საიტის ეს სტილი. როგორც ჩანს ბრიტნის გარემოცვა მიხვდა თუ როგორ შეიძლება ჩაძირული ვარსკვლავის ამოქაჩვა: მხოლოდ აქტიური კომუნიკაციის გზით. ბლოგპოსტებზე 300+ კომენტარი იწერება.

ნეტა ვორდპრესის ძრავაა? :D

საიტზე ასევე გაჩნდა ბრიტნის ტვიტერის არხიც. რომელსაც დავუხვოსტდი გუშინ რაძი ინტერესა. რამოდენიმე ადამიანი ანახლებს. ეჭვი მაქვს თვითონ ბრიტნიც არის ერთ-ერთი. მობილურიდან წერს ხოლმე :D

I enjoyed a relaxing walk last night around NYC. Even though it was raining, it was a lot of fun! ~Britney

Check Out here [იხსნება ახალ ფანჯარაში]: http://www.britneyspears.com

gallery_enlarged-britney-spears-rolling-stone-photos-112508-04