Tag Archives: მუსიკა

ჯეიკის და კურტის მუსიკალური ორთაბრძოლა

ძალიან მიყვარს ნიჭიერი ხალხი. მითუმეტეს ამ ნიჭს გონებამახვილობა და კრეატივიც თუ ემატება :user: სმაილიკი ვიჩითები ხოლმე…

ამასწინათ Youtube-ზე ძრომიალისას არაჩვეულებრივი ადამიანი კურტ ჰუგო შნაიდერი აღმოვაჩინე. კურტი უკრავს რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე და აკეთებს სიმღერების ქავერებს და პროდიუსინგს თავის მეგობრებთან ერთად. გარდა ამისა რეჟისორული ნიჭიც აქვს და ახლა ფილმსაც იღებს. მაგრამ ამაზე მერე… მინდა ერთი შეჯიბრება გაჩვენოთ კურტსა და მის მეგობა ჯეიკს შორის. ვიდეო-მასალა ყველაფერზე თავად მეტყველებს… Continue reading

I’ll never write a song, won’t even sing along…

ეს ისე უბრალოდ…

დღეს ცოტა ნერვებ მოშლილი ვიყავი და არ ვიცოდი რა მეკეთებინა.

სანამ კრიტიკულ კომენტარს დაწერდეთ, გაითვალისწინეთ, რომ პიანინოზე დაკვრა არ ვიცი, დაახლოებით 15 წუთის ნავარჯიშები მქონდა ეს აკორდები და ხმას საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. (მესმის, რომ ერთი-ორგან საშინელი დეტონაციები მაქვს. დაიკიდეთ, მოგეშვებათ.)

Tears of an Outsider

სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტას ყოფილმა შეყვარებულმა ერთხელ უთხრა:

– შენ ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, ვერასდროს აიღებ „გრემის“, შენი არცერთი სიმღერა ჰიტი არ გახდება და მეც სწორედ ამის იმედი მაქვს!

სტეფანიმ კი მიუგო:

– ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ერთად აღარ ვიქნებით, კაფეში შეხვალ და ყავასაც კი ვერ დალევ ჩემი სიმღერის მოსმენისა და ჩემი სახის დანახვის გარეშე…

* * *

ორიოდე კვირის წინ მეგობარს ვკითხე მოსწონდა თუ არა მისი სიმღერები. მისი აზრი მართლა მაინტერესებდა, მაგრამ უფრო საპასუხო შეკითხვას მოველოდი – შენ?

მინდოდა გამერკვია იმ მომენტში რას ვუპასუხებდი. უფრო სწორად – ჩემი პასუხი ერთხელ და სამუდამოდ ხმამაღლა, სიტყვებში დაბეჭდილი დამეფიქსირებინა, რადგან აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია ვფიქრობდი მომწონდა თუ მძულდა და აქამდე ვერ გადამეწყვიტა.

და მან დამისვა საპასუხო შეკითხვა… ჩემი პასუხი კი ისევე გაურკვეველი იყო, როგორც ფიქრები.

– რიტმებზე მეცეკვება… – მელოდია მემღერება… – გარეგნობა არ მომწონს… – ჩაცმულობა მაღიზიანებს… – მუსიკის სიღრმეს დიდად ვერ ვწვდები… – არ ვიცი… – ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა!

გავიდა რამდენიმე დღე და Continue reading

Why can’t we just stay young???

რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე გამოიყურებოდეს ისე როგორც 18 წლის ასაკში და ისე მოკვდეს???

ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი

ბავშვობაში მინდოდა რომ ასეთი ვყოფილიყავი (ოღონდ მარცხენა!)

კიანუ რივზი

კიანუ რივზი

ჩემი პატარა მატრიცა ვინაარიო (თუ ვინ “იყოო”) :(

Continue reading