Tag Archives: მონატრება

* * *

ე და შენ გავარღვევთ კოკაინის დიუნებს. გავცურავთ ალკოჰოლის ტალღებზე. დავამტრვრევთ შპრცებს. გავალღობთ ერთმანეთის გაინულ ხელებს. შევხვდებით სიზმრებში და გვექნება სამყარო, რომელიც არ არსებობს. დამინახე სიბნელეში. ჩემი სისხლი. შენი სისხლი. ჩენი სისხლი.

ჩვენ ნარკოტიკი არ დაგვჭირდება. ერთმანეთს ვეყოფით. ამოწურვამდე და მერე მინუს უსასრულობამდე. თვდაყირა დავდგებით. 69-ჯერ.

შევხვდებით 7-ის 17 წუთზე და გადმოვიხედავთ 16 სათულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან, რომ ელის გულებში მონატრებამ დაგვიაროს. სევდს შევაწუხებთ ჩვენი სიცილით.

ვიცხოვრებთ იმ დრომდე სანამ ვართ და ვიქნებით იმ დომდე სანამ ვცხოვრობთ.

Miss Spring

გაზაფხული მინდა…

მომენატრა…

მთელი არსებით ვილტვი მზისკენ!!!

აღარ შემიძლია ამდენი სიცივე…

ჯერ სახლში ჯდომა დილიდან საღამომდე… მაგრამ თუ გასვლამ მოგიწია, მტრისას… :(

თბილად ჩაიცვამ – მეტროში გცხელა, თხლად ჩაივამ და ქუჩაში გაცივება არ აგცდება…

კაშნეში ჩაყოფილი ცხვირი, სუნთქვით დანესტიანებული კაშნეც რომ აღარ გსიამოვნებს და უსაშველოდ გბწკენს…

თუ ნაწვიმარი ან თოვლ-ჭყაპია ხომ საერთოდ სახლში ტალახიანი ფეხებით დაბრუნება, იმის შიშით რომ დედა გაგიბრაზდება ”სად იარე ასეთ ტალახში???”

… და კარებთან გახსენდება, რომ შენ უკვე დიდი ხარ და დედასთან აღარ ცხოვრობ და შენით უნდა აწმინდო ის ტალახი რასაც გაავრცელებ ოთახებში… :( Continue reading