Tag Archives: მზე

Miss Spring

გაზაფხული მინდა…

მომენატრა…

მთელი არსებით ვილტვი მზისკენ!!!

აღარ შემიძლია ამდენი სიცივე…

ჯერ სახლში ჯდომა დილიდან საღამომდე… მაგრამ თუ გასვლამ მოგიწია, მტრისას… :(

თბილად ჩაიცვამ – მეტროში გცხელა, თხლად ჩაივამ და ქუჩაში გაცივება არ აგცდება…

კაშნეში ჩაყოფილი ცხვირი, სუნთქვით დანესტიანებული კაშნეც რომ აღარ გსიამოვნებს და უსაშველოდ გბწკენს…

თუ ნაწვიმარი ან თოვლ-ჭყაპია ხომ საერთოდ სახლში ტალახიანი ფეხებით დაბრუნება, იმის შიშით რომ დედა გაგიბრაზდება ”სად იარე ასეთ ტალახში???”

… და კარებთან გახსენდება, რომ შენ უკვე დიდი ხარ და დედასთან აღარ ცხოვრობ და შენით უნდა აწმინდო ის ტალახი რასაც გაავრცელებ ოთახებში… :( Continue reading