Tag Archives: მამაკაცები

რატომ წყვეტენ ბიჭები ურთიერთობას გოგოსთან, რომელიც მოსწონთ?

არაფერია იმაზე მეტად გასაკვირი და ხანდახან გულდასაწყვეტიც ვიდრე ბიჭი,  რომელსაც აშკარად მოსწონხარ უეცრად წყვეტს შენთან ურთიერთობას.

ფსიქოლოგებმა და ურთიერთობების ექსპერტებმა ბევრი იფიქრეს და საბოლოოდ ამ 6 მიზეზამდე მივიდნენ, რომლებიც კოსმოპოლიტენის ვებ-გვერდზე წავიკითხე. იმედია, თქვენც იპოვით გარკვეულ კითხვებზე პასუხებს და ზოგ-ზოგიერთის საქციელს ახსნასაც მოუძებნით.

დიდი შანსია, რომ ერთხელ მაინც გქონოდა ცხოვრებაში ისეთი დაშორება, რომელმაც საგონებელში ჩაგაგდო და ვერაფრით გაიგე თუ “რა ჯანდაბა მოხდა ამ წამს?” (WTF Situation) ბიჭს მოსწონდი, შენც მოგწონდა და თითქოს თქვენს ფლირტს მშვენიერი მომავალი ელოდა. შემდეგ კი უცებ, სრულიად მოულოდნელად, ის წყვეტს ურთიერთობას. მაშ, რა მოხდა? რა შეიცვალა?
სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ შესაძლოა არც არაფერი მომხდარა. ქვემოთ ჩამოთვლილია 5 სასაცილო და სულელური მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია ბიჭმა “მოუსავლეთში გაგიშვას” და წინასწარ გაგაფრთხილებთ, მათი უმეტესობა არც ისე სასიამოვნოა. Continue reading