Tag Archives: ლამაზი

ვარდისფერობები

რატომ მიყვარს ვარდისფერი ძნელი სათქმელია. ალბათ იმიტომ, რომ ლამაზია; თან ნაცრისფერი, შავი და სხვა მოსაწყენი ფერები არ მიყვარს. :))) as logical as that :)))

პრინციპში რაც ლამაზია ყველაფერი მიყვარს. უბრალოდ ორ ერთნაირ ლამაზ ნივთს შორის რომელიც ვარდისფერია ალბათ იმას ავარჩევ. თუ ვარდისფერი არ აღმოჩნდება არჩევანში – მაშინ თეთრს მოვძებნი.

მოკლედ ასეთი სახლი მინდა:

და ასეთი ნამცხვრები მინდა:

და ასეთი დაბადების დღე მინდა:

და ასეთი საჩუქრები მინდა:

და ასეთი მანქანა მინდა:

და ასეთი გარდერობის ოთახი. მთლად ვარდისფერი არ არის, მაგრამ თეთრზეც გაჭედილი მაქვს ამ ბოლო დროს:

და ასეთი დილა მინდა:

და ლამაზი რაღაცები მინდა…

პ.ს. მთელი ჩემი სიყვარული ვარდისფერი, ლამაზი და გოგოშკური რამეების მიმართ აქ გადაიღვარა. და ფეისბუქიც: Pink.ge

Blinged Camera

მე-1000 პოსტი!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი კრისტალები!

5 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია მალაიზიიდან. თუმცა მე უკვე იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და გამყიდველს ფული უკან დავაბრუნებინე.

ამის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ 5 თვე ლოდინი ძალიან ბევრია… თან ათასჯერ შეცვალა ჩემი შეკვეთა, ზოგი რაღაც გაუთავდა იქიდან რაც მინდოდა და სხვა რაღაცეები შემომტენა…

ყოველ შემთხვევაში…

გუშინ გამეთიშა მაგთიფიქსის 48 საათიანი საცდელი პაკეტი და გააქტიურება დამავიწყდა. სახლში ადრე მივედი იმ იმედით რომ ვიდეო პოსტს ჩავწერდი ონლაინ-შოპინგზე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა.

გადავწყვიტე ფოტოაპარატი მომერთო ჩემი ახალი კრისტალებით და ეს გადამეღო ვიდეოზე.

ამის გაფიქრება და შესრულება ერთი იყო!

ვიდეო გამოვიდა 2 საათიანი, ბევრი უაზრო კადრებით, ამიტომ გადავწყვიტე მკაცრად დავამონტაჟო, თანაც ზოგადად ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, სადაც გავბედე რამე თემაზე ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება საკუთარ თავს რომ ვუყურებ…

როგორც კი მონტაჟს მოვრჩები, ვიდეოს დავდებ Show-ს გვერდზე.

დოდკას ეწერა სადღაც რა პროგრამით ამონტაჟებდა, ადვილიაო, და არ მახსოვს, adobe premiere იყო ვითომ?

P.S. მირჩიეთ რამე ადვილი სამონტაჟო პროგრამა!

ესეც ჩემი ფოტოაპარატი:

blinged camera

Sweety's blinged camera

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

I am not Evil, it’s just you – who’s stupid…

OMG! რა უნდა იფიქრო ადამიანზე, ვინც მუდამ სხვის ჭკუაზე დადის? [ნუ, თუნდაც ის სხვა მე ვიყო :D ]

ვინმეს რომ თავის ბლოგზე დაეწერა, რომ ‘აი, როგორ არ მევასებიან ვიღაცეები და როგორ არ მინდა, რომ მოვიდნენ ბლოგერების შეკრებაზე’ და მე იმ ადამიანთან მთლად კარგი დამოკიდებულება არ მქონოდა, შესაძლებელია მეფიქრა, რომ პოსტი მე მეხება, მაგრამ სულაც #ლეზე დავიკიდებდი და მაინც წავიდოდი იმ შეკრებაზე.

რომც არ მდომოდა წასვლა, ჯინაზე მაინც წავიდოდი. არავის არ მივცემდი უფლებას, რომ ჩემი წასვლა-არ წასვლის საკითხი გადაეწყვიტა. ზუსტად ისევე, როგორც გუშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა რომ ვიღაც ნიტო ტიპები მოდიან, მე მაინც წავალ, იმიტო რო who the fuck are they, რომ მათ გამო სადმე არ წავიდე?!

მაგრამ სიტუაციის მთელი პრიკოლი იმაში აღმოჩნდა, რომ იმ ნიტო ტიპებმა სავარაუდოდ წაიკითხეს ჩემი წინა პოსტი და მართლაც არ მოვიდნენ სხოდკაზე. :D

აი, როგორ ვთქვა… ცოტათი გამიტყდა კიდევაც. (!)

ვიღაცასთან კონფლიქტი რომ გაქვს, ან არ გევასება, გულის სიღრმეში, 30 %-ით მაინც, შენს სიმაღლეზე განიხილავ იმ ადამიანს. ადამიანის კონკურენტული ბუნებაა ეგეთი, ‘მტერს’ უნდა ებრძოლო, მაგრამ თან პატივი უნდა სცე, და სიფრთხილე შეინარჩუნო, იმიტომ რომ ისიც ძლიერია რაღაც პონტში. ცხოვრება კატა-თაგვობანას თამაშია, ხოლო კონფლიქტები ბლოგერის ცხოვრებაში დამატებითი კლიკები და ფეიჯ-ვიუებია :D Continue reading

Best Wallpapers Ever

მოგეხსენებათ, ვაგროვებ ლამაზ ვოლპეიპერებს.

დღეს უმაგრეს საიტს მივაგენი: Vladstudio.com

შესაძლოა ბევრმა უკვე იცის ამ საიტის არსებობა, მაგრამ ვინც არ იცოდით, აუცილებლად შედით და დაათვალიერეთ.
არ არსებობს, რომ მათი რომელიმე პროდუქტი მაინც არ მოგეწონოთ. ვოლპეიპერების გარდა აქვთ დესქტოპის საათები, პოსტკარდები და სხვა რაღაცეები.

ამჯერად ვოლპეიპერებზე შევჩერდები. ჯობს გაადიდოთ სათითაოდ, რომ მთელი სილამაზე და ხარისხი შეიგრძნოთ ;)

[ყველა ფაილი ატვირთულია Sweet.ge-ს სერვერზე. რა მაგარია 150 GB ჰოსტი :love:]