Tag Archives: იუმორი

Blogging Humour

ძაან მაგარი პრიკოლები ინტერნეტის და ბლოგინგის შესახებ :D

ბევრი მაქვს გადმოწერილი მომავალში ნაწილნაწილ დავპოსტავ. :))

p.s. ორ გევრდადაა და გადართეთ ქვემოდან…

Modern Day Bully Continue reading

იუმორინა

მე და კოტეს ძალიან გვიყვარს ”იუმორინა”. წელს გვეგონა არ ჩატარდებოდა, ფილარმონიას ისეთი რაღაცეები უქნეს… მაგრამ მაინც ტარდება მეტრო დელისთან პროფკავშირების სასახლეში. და სხვათაშორის – ანშლაგით…

კოტეს დეიდამ ბილეთები გვიშოვა და ჩვენც პარასკევ საღამოს ავიკაზმეთ და წავიკაზმეთ ”იუმორინაზე”.

საცოდაობაა პროფკავშირების სასახლის დარბაზი. აკუსტიკა კარგია მაგრამ სკამები დაძველებული და ჭიანაჭამია უკვე. მეც კი გამოვსულვარ მაგ სცენაზე ბავშვობაში გინდ ქართული ცეკვით და გინდ ქართული სიმღერით…

მაგრამ მთავარი ხომ წარმოდგენა იყო. რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩით. ამდენი კაი ხანია არ გვიცინია.

იუმორინა რომ კარგი და სასაცილოა ეს თავისთავადი ფაქტია, ძალიან მაგარი კაცია მამუკა ონაშვილი, მაგარი დუეტი აქვს ვლად არამოვთან. პაროდიის თეატრიც კარგია (მაგრამ წელს მათი შარჟები დიდად არ მომეწონა). უსაუკეთესოესია ქუჩის მუსიკოსების ნომრები რომლებზეც ვაფრენ და ეპითეტები არ მყოფნის ხოლმე! DVD-ზე გვქონდა წინა წლების იუმორინები და ქუჩის მუსიკოსების გამოსვლებს ვუყურებდი ყოველთვის ყველაზე დიდი ინტერესით…

მაგრამ საღამოს აღმოჩენა მომღერალი – სოფო ხალვაში გახდა…

დარბაზიდან რომ გამოვედი საკუთარი თავი დავიჭირე შემდეგ ფრაზებში: ”რა მაგრად მღეროდა სოფო ხალვაში!”, ”რა მაგრად ცეკვავდა სოფო ხალვაში!”, ”რა მაგრად უკრავდა სოფო ხალვაში!”, ”რა ლამაზი კაბა ეცვა სოფო ხალვაშს!”, ”რა ნიჭიერია სოფო ხალვაში!”, ”რა ლამაზია სოფო ხალვაში!”

ამ გოგომ დაგვყარა, ისეთი რაღაცეები ჩაატარა. დაუკრა პიანინოზე, დაუკრა ჰობოზე (!), იცეკვა, იმღერა (ეს თავისთავად) და მოკლედ, გაგვაოცა.

ერთი სიტყვით, ვისაც უყვარს იუმორინა აუციილებლად წადით წლევანდელზე! 12 ნოემბრამდეა გაგრძელებული მაყურებლის მოთხოვნით. საღამოს 7 საათზე. ბილეთები წინასწარ შეიძინეთ, რადგან კონცერტის დღეს ყველა ბილეთი გაყიდულია ხოლმე.

ა, ხო და კიდე… გარეთ კოკა კოლა და რამე საჭმელი არ იყიდოთ – შიგნით კაფეა :D

 

sopho

საბანკო ხუმრობები

დედაჩემმა გამომიგზავნა ეს ანეკდოტები. როგორც ჩანს სხვადასხვა ფორუმებიდან არის მოკრებილი. :))

თიბისი ბანკის ყოველდღიური ცხოვრებიდან

სალაროში მოვიდა კლიენტი და დაზიანებული დოლარის კუპიურა მიაწოდა. ჩემი მეგობარი შეეკითხა: ბატონო, დაზიანებული გაქვთ და ორი დოლარისას მოგაჭრითო .

—————————-

კლიენტი მოსულა და უკითხავს: ”ბარათი გადამეყლაპა და რა ვქნაო?”
—————————-

კლიენტი შემოვიდა, რაღაც ოპერაციას აკეთებს და აღმოჩნდა რომ საბუთში გვარში ასოა გამოტოვებული

დაბნეული ოპერატორი რეკავს ჯგუფის უფროსთან და ეკითხება:
ბატონია მოსული, ასო აქვს ამოგდებული და მივცე??

ფროსმა გაიკვირვა დათუ უკვე ამოღებული აქვს, მიეცი, აბა რა უნდა ქნაო”.

—————————-

ერთხელ ერთი კლიენტი შემოვიდა, ოქროს დაგირავება უნდოდა, მეკითხება ოქროსას არ იდებთო??
მეთქი არა-მეთქი, გულში კი გავიფიქრე ოქროსი იყოს, რას არ შევიდებ-მეთქი…

Continue reading

No Good Men Exist

პირადი გამოცდილებით დავასკვენი: კარგი კაცები არ არსებობენ.

მითი იდეალური კაცების შესახებ როდის შეიქმნა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ”კაცი” და ”კარგი” შეუთავსებელი ცნებებია და ეს მითიც უკვე საუკუნეებია, მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ-სიტყვიერად გადმოეცემა სუსტი სქესის წარმომადგენლობას.

პირად ისტორიას გადავხედე და 6 ტიპის ტიპის კაცი გამოვყავი:

  1. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ არასდროს შეგიყვარებს;
  2. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ ვერ დაუმეგობრდები;
  3. კაცი რომელსაც დაუმეგობრდები, მაგრამ ვერ შეიყვარებ;
  4. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ გიღალატებს;
  5. კაცი რომელიც გკიდია;
  6. და კაცი რომელიც ლინიჯს თამაშობს.

თითოეულის გარჩევას არ დავიწყებ, ყველას ყველაფერი კარგად მოეხსენება, ასე რომ…

 

 

ვაცხადებ იდეალური ქალის ვაკანსიას!

(ცე-კავშირის შენობა, ოთახი 307, შერჩევა ფოტოსურათებით ან ნატურაში :D )