Tag Archives: იიშ

რამხელა პოსტი გამოვიდა

დღეს ოფისიდან გამოვედი 15 წუთით, რომ რამე მეყიდა მაკდონალდსში, და უკან რომ ვბრუნდებოდი ციგნები… ახ, უკაცრავად, ბოშები დამესხნენ თავს, შეეცადნენ წაერთმიათ ნავაჭრი და ჩემს აგრესიულ ქმედებების საპასუხოდ უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს ანუ მაგინეს!

მე არ ვწუწუნებ! ვიცი რომ დამნაშავე ვარ და გასაგებია, რომ მაკდონალდსიდან გამომსვლელი ადამიანი, ვინც ჩანთაში არ ჩაიტენის საჭმლიან ქაღალდის პარკს განწირულია მსგავსი სიტუაციის მსხვერპლად შუა რუსთაველის გამზირზე.

ისიც გასაგებია, რომ ბოშებსაც ყავთ ბავშვები, რომელთაც გამოკვება სჭირდებათ, თან აუცილებლად მაკდონალდსის კარტოფილით, და ვაღიარებ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ვარ, რადგან იმ ციგნის გოგოს თავში ხელი ჩავარტყი, ვინც მთელი ძალით შეეცადა, გამოეტაცა მაკდონალდსში ნაყიდი ჩემი ქაღალდის პარკი.

ბაზარი არაა, ალბათ დავიმსახურე. Continue reading