Tag Archives: იდეა

გილოცავთ…

…ძველით ახალ წელს ყველას :)

დღეს კაი დღე იყო.

ახალი კოსმოპოლიტენი ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე, სახლი დავალაგე, მუშები იყვნენ მოუსლები და გარდერობის ზომები აიღეს, თან ძველით ახალი წელია.

საქმეც არაფერი მაქვს ისეთი.

ნუ თუ მოვინდომებ შემიძლია გამოვიჩხრიკო მაგრამ დღეს DAY OFF-ი მაქვს სამუშაოსგან. :user:

ბავშვობიდან დედაჩემი ჩემი ერთი თვისებით აღფრთოვანებში მოდიოდა: ეს იყო ჩემი უნარი არაჩვეულებრივად გამერთო საკუთარი თავი. არ მჭირდებოდა არც ბევრი სათამაშო არც ზღაპრების მოყოლა. ერთადერთი რითაც ვერთoბოდი იყო ჩემი ფანტაზია და მინიმალური რაოდენობის რესურსები (კუბიკი, თოჯინა, ფურცელი და პასტა, გაზეთი რომელსაც დავხევდი 1000 ნაწილად და გავბედნიერდებოდი, რადგან მომწონდა ფხრეწის ხმა).

თუ რამე რესურსი შემომაკლდებოდა თავად ვქმნიდი მათ. მაგალითად, ქაღალდის ფულებს ვჭრიდი და ბანკობანას ვთამაშობდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი და ა.შ. Continue reading

Art-იდეა

Art-იდეა

Art-იდეა

არის!

არტ-იდეამ დღის სინათლე, ახალი დომენი და ახალი დიზაინი იხილა 7 თვიანი პაუზის შემდეგ.

ყველას მოგიწოდებთ სასწრაფოდ შეამოწმოთ http://artidea.ge

ძველ მომხმარებლებს შეუძლიათ პაროლი იმეილით აღადგინონ, თუ არადა თავიდან დარეგდით ;)

ტექნიკური უზრუნველყოფა, დიზაინი, თარგმანი და ყველა ის ”ფინტიკლუშკა”, რაც თვალს მოგტაცებთ ჩემი გაკეთებულია.

დოდკა ყოველ შაბათს ისევ შემოგთავაზებთ ახალ-ახალ თემებს და მოკლედ ყველაფერი ძველებურად იქნება.

ისიამოვნეთ!