Tag Archives: თამაში

გილოცავთ…

…ძველით ახალ წელს ყველას :)

დღეს კაი დღე იყო.

ახალი კოსმოპოლიტენი ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე, სახლი დავალაგე, მუშები იყვნენ მოუსლები და გარდერობის ზომები აიღეს, თან ძველით ახალი წელია.

საქმეც არაფერი მაქვს ისეთი.

ნუ თუ მოვინდომებ შემიძლია გამოვიჩხრიკო მაგრამ დღეს DAY OFF-ი მაქვს სამუშაოსგან. :user:

ბავშვობიდან დედაჩემი ჩემი ერთი თვისებით აღფრთოვანებში მოდიოდა: ეს იყო ჩემი უნარი არაჩვეულებრივად გამერთო საკუთარი თავი. არ მჭირდებოდა არც ბევრი სათამაშო არც ზღაპრების მოყოლა. ერთადერთი რითაც ვერთoბოდი იყო ჩემი ფანტაზია და მინიმალური რაოდენობის რესურსები (კუბიკი, თოჯინა, ფურცელი და პასტა, გაზეთი რომელსაც დავხევდი 1000 ნაწილად და გავბედნიერდებოდი, რადგან მომწონდა ფხრეწის ხმა).

თუ რამე რესურსი შემომაკლდებოდა თავად ვქმნიდი მათ. მაგალითად, ქაღალდის ფულებს ვჭრიდი და ბანკობანას ვთამაშობდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი და ა.შ. Continue reading

Sims 2: Castaway

ძალიან მაგარი თამაში. ვისაც არასდროს არ უთამაშია იმათთვის ავხსნი რას წარმოადგენს: ეს არის ტამაგუჩის ტიპის თამაში ოღონდ ცხოველის მაგივრად ადამიანები გყავს. რეალური ცხოვრების სიმულატორია.წიპა Second Life Offline :)

მთელი საღამო ამას მივუძღვენი გუშინ. ფორუმზე თემა იყო გახსნილი და მომენატრასავით. თან გრუზში ვიყავი…

ყველაზე საინტერესო სიმსია რაც მითამაშია ოდესმე.

ლოსთი რომ არის სერიალი ზუსტად იმ სტილშია. თან თავი უნდა გადაირჩინო და თან მისტიკური რაღაცეები გამოიკვლიო.

ერთხელ მაიმუნმაც მცემა :(

ყველაზე მეტად relationship management-ი მიჭირს.სხვა სიმებს ძნელად ვუმეგობრდები და თან მეზარება რა… :(

ვოფშემ სიმსში კი არა ისედაც ძალიან ინტროვერტი გავხდი ცხოვრებაში.

არავისთვის არაფრის თქმა აღარ მინდა.

სიმსში ყველაზე მეტად მე ის მხიბლავს რომ ყველა საშუალება გეძლევა აისრულო ის რაც რეალურ ცხოვრებაში არ გაქვს.

მაგალითადაიშენო დიდი სახლი, გახდე სუპერვარსკვლავი, გაირიყო უდაბურ კუნძულზე, აწარმოო ბიზნესი ან გაიჩინო მაგარი საყვარელი…

-Yes, I DID create a Sim just like you! And Yes! I DID have sex with you!

[ :D იშ! ]

ყურადღება! სკრინები შეიცავს სპოილერების ელემენტს [მინიმალურად მაგრამ მაინც]

გზას ვიკაფავ იდუმალი ტაძრის ნანგრევებისკენ

გზას ვიკაფავ იდუმალი ტაძრის ნანგრევებისკენ

Continue reading